• რეკლამა
  • კონტაქტი
17:24, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ვაზაგაშვილი ააფეთქა შვილის საფლავზე, მანვე ააფეთქა დუგინის შვილი” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:35 08-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,902

სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:

“ვინც იური ვაზაგაშვილი ააფეთქა შვილის საფლავზე, მანვე ააფეთქა დუგინის შვილი-ორფეხმა.
ვისაც თუნდაც პირადი, დაუძინებელი მტრის შვილის სიკვდილი არათუ არ დაამწუხრებს, არამედ, გაახარებს, იცოდეს, რომ ადამიანი აღარ არის, ორფეხია, და მან დედამიწაზე ადამიანად ყოფნის გამოცდა ვერ ჩააბარა…
პროფესიამ ბევრი ადამიანის მკვლელობა მანახა, ბევრი მკვლელის ბედისწერაც…შეფარვით ვეკითხებოდი დაღუპულის ჭირისუფალს, თუ ის ეგსჰუმაციას ითხოვდა; მაინც და მაინც კაცის სამართალი გინდა? ღმერთის სამართალი ხომ არსებობს-მეთქი! მინდაო, კაცის სამართალი, რომ იტყოდა, მხოლოდ მერე ვთანხმდებოდი, რამეთუ არსებობს მოწიწება გარდაცვლილის სულის, მისი საფლავის, მისი ცხედრის მიმართ და მისი შეწუხების პასუხისმგებლობა მისიანმა უნდა აიღოს, თან, გაცნობიერებულად. ეს ჩემი ხედვაა და ჩემი პატარა ფილოსოფიის ნაწილი.
ყველაზე საშინელი იარაღი დედამიწაზე ბუმერანგია-ესაა უფლის სამართალი! მკვლელი თუ დაუძვრებოდა მართლმსაჯულებას, რამდენი დაბრუნებული ბუმერანგი მინახავს მასზე და მის ოჯახზე! თუ კაცის სამართლით (სასამართლო) დაედო სასჯელი და მიიღო ეს სასჯელი, მით უფრო, თუ მოინანია (აღიარა და გააცნობიერა ცოდვა), ბუმერანგი აღარ ბრუნდება…რამდენი ბედისწერა მინახავს ამ კანონზომიერების უნივერსალურ “ტაბულაში” ჩამჯდარი!
დღეს მიმდინარე ომი ყველა ჩვენთაგანის თავსაა მოვლენილი; როცა კაცის შვილის აფეთქება-ტერაქტი გაგიხარდება, მაშინ შენც მონაწილე ხარ ამ ტერორისტული აქტის! აზრი ხომ მატერიალიზდება! ბუმერანგიც იქვეა, სამყაროს ეს უსასტიკესი იარაღი!
ეეეჰ, ეს ომი ჩვენს თავსაა, კაცობრიობის თავს! იმ ცხელი ომის პარალელურად, ჩვენ ყველანი ომში ვართ: ეს მართლაც ცივილიზაციების შეჯახებაა; ადამიანებსა და ადამიანებად ყოფილებს შორის! ომია ადამიანებსა და ნლპ მანიპულაციის მსხვერპლთა- ემოციურად მკვდარი, სექტანტური აზროვნების, ადამიანობას დამშვიდობებული, ორფეხების ცივილიზაცითა შორის! ადამიანებსა და ემოციურად მკვდარ, რწმენის, სქესის, ცოდვის, ეროვნების უარმყოფელ ორფეხთა ომი!
მთავარანგელოზებო, მიქაელ და გაბრიელ, გაგვაძლიერეთ ამ ომში მართლმადიდებლები!
უფალო, შეუმსუბუქე ტკივილი ყველა შვილმკვდარ დედას და მამას, ნათელში ამყოფე მათი შვილების ანგელოზებად ქცეული სულები! ???
ყველა შვილი უცოცხლე და დაულოცე, უფალო, ყველა დედას და მამას! დაიფარე, უფალო, შვილები, ყოველი განსაცდელისგან!???“
თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved