• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც უკვე აიცრა, ანუ ვინც შეგნებული და კანონმორჩილია, ის ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია” – თეიმურაზ ქორიძე

ალია ავტორი - ალია
16:23 11-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, იმ პენსიონერთათვის, ვინც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს,  200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის მიღების შესახებ, სოციალურ ქსელში ეხმაურება პუბლიცისტი თეიმურაზ ქორიძე.

„ახლა მოვუსმინე პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლას, ვინც აიცრის, იმ 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის 200- ლარიანი საპენსიო დანამატის თაობაზე. ძალიან კარგია, ძალიან მიხარია, მაგრამ ერთი საბედისწერო კითხვა ამეკვიატა – ამ ხელისუფლებას ვინმე საღად მოაზროვნე მრჩეველი არა ჰყავს? – დავიჯერო ახლა, ვერავინ ხვდება, რომ ასეთი, ერთი შეხედვით, კეთილშობილური გადაწყვეტილება პენსიონერთა ერთი დიდი ნაწილის სამართლიან აღშფოთებას და ხელისუფლებისადმი უნდობლობის ახალ ტალღას გამოიწვევს. და სრულიად სამართლიანადაც!
გამოდის, ვინც უკვე აიცრა, ანუ ვინც შეგნებული და კანონმორჩილია, ის ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია, ხოლო ვინც უაზროდ პროტესტობს და დროშებს აფრიალებს, იმისი ეშინია და მის მოქრთამვას ცდილობს. არაფერს ვამბობ რეაქციულ ოპოზიციაზე, რომელიც ამას დაუყოვნებლივ სათავისოდ გამოიყენებს.
ცოტა ტვინი გაანძრიეთ, ბიჭებო და გოგოებო, ხელისუფლებაში!“- წერს პუბლიცისტი.

ცნობისათვის, მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა.
„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ,“ – განაცხადა  ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved