• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ციხეს არ იცნობთ გეტყვით, გაჩუმება შეუძლებელია!” – დავით სუბელიანი

ალია ავტორი - ალია
15:08 12-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

“ხმა უნდა ამოვიღოთ ყველა პატიმრის დასაცავად. მადლობა მესამე პრეზიდენტს, უფლებადამცველებს და ცენტრ ემპათიასთან არსებულ კონსილიუმს, რომ ეს კეტილეპტის თემა ესე ამოაყირავა. ამის მერე გაჩუმება შეუძლებელია – კეტილეპტს ლამის ჩაივით ალევინებენ მთელ ციხეს,” – ასეთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს სოციალურ ქსელში “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრი დავით სუბელიანი. საუბელიანის მტკიცებით, პატიმრების 90-95 % ყოველდღიურად იღებს კეტილეპტს, კიდევ არაერთ ფსიქოტროპულს, რომ მშვიდად ყოფნა და ძილი შეძლონ, რაც მისი თქმით, ადამიანის წამებაა. 

კეტილეპტი ხომ გაიგეთ ყველამ რაც არის? მიშას რომ გორის ჰოსპიტალში თუ გლდანში აძლევდნენ როგორც საძილეს და ანტიფსიქოზური რომ აღმოჩნდა? რის გამოც, ექიმებმა დასკვნა დადეს რომ მიშას ფსიქოლოგიურად აწამებენ პენიტენციურ სისტემაში. თუ მიშასთვის კეტილეპტის საძილედ მიცემა წამებაა, იგივე ქმედება, განხორციელებული ჩვეულებრივი პატიმრებისადმი, ხომ ასევე წამებაა? რა თქმა უნდა!ხოდა ვინც ციხეს არ იცნობთ გეტყვით, რომ იქ კეტილეპტი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. 90-95 % პატიმრების ყოველდღიურად იღებს კეტილეპტს, კიდევ არაერთ ფსიქოტროპულს, რომ მშვიდად ყოფნა და ძილი შეძლონ.
ბევრი საუბარი ყოფილა, რომ ციხე არ მუშაობს ადამიანების რეაბილიტაციასა და პოსტ-ციხე პერიოდისთვის მოსამზადებლად. ციხიდან გამოსული ადამიანი ძირითადად არის სრულიად მოუმზადეველი ‘სვაბოდისთვის’. წლების განმავლობაში ფსიქოტროპულებით და კეტილეპტით გაჟღენთილი ადამიანები პირველ რიგში მენტალურ გაჯანსაღებას, მკურნალობას საჭიროებენ. რომ არა მიშას თემა, ამ ყველაფერზე, როგორც წამებაზე არ მქონდა ნაფიქრი. უფრო იმას ვფიქრობდი, რომ ციხე მასიურად ‘აწყნარებს’ ციხის პოპულაციას ფსიქოტროპულებით. როგორც წამებას ვერ ვხედავდი. ეხლა შევხედე და მეც ვიფიქრე, რომ წამებაა. წამება, რომელიც სულ მიმდინარეობს, 8 თუ 9 ათასი ადამიანის წინააღმდეგ! 
მე თვენახევარი დავყავი გლდანის ციხეზე. პირველივე დღეს, განადგურებულს და დაცემულს, ძილი რომ არ შემეძლო, ჩამახუტეს კეტილეპტი – პატარა ნატეხი მთიშავდა მომავალი კვირეების განმავლობაში. პოსტ-ციხე პერიოდიც უმძიმესი იყო, ვერ გავართვი თავი ჩემთვის ყველაზე კრიტიკულ ამბავს ცხოვრებაში, რამაც გამოუსწორებელი დარტყმა მომაყენა, ისეთი ტრამვა, რომელთან გამკლავება ძალიან რთული აღმოჩნდა. ფაქტია რომ მზად არ ვიყავი. ციხემ საერთოდ არაფრისთვის მომამზადა, გამანადგურა და დამცა პირიქით. მათ შორის ფარმაკოლოგიურად. 
ხმა უნდა ამოვიღოთ ყველა პატიმრის დასაცავად. მადლობა მესამე პრეზიდენტს, უფლებადამცველებს და ცენტრ ემპათიასთან არსებულ კონსილიუმს, რომ ეს კეტილეპტის თემა ესე ამოაყირავა. ამის მერე გაჩუმება შეუძლებელია – კეტილეპტს ლამის ჩაივით ალევინებენ მთელ ციხეს. – წერს დავით სუბელიანი.
ცნობისთვის, “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამჟამად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა – რეაბილიტაცია ვერ შეფასდება ეფექტურად, რაც მდგომარეობის დამძიმებას გამოიწვევს. ამასთან, ორგანიზაციამ სააკაშვილის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზეც გაამახვილა ყურადღება და დასკვნაში აღნიშნა, რომ ეს ერთ–ერთი მიზეზია, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს რიგი დაავადებები განუვითარდა. მათ შორისაა გლდანის ციხეში ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა.

gtmedia.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved