• რეკლამა
  • კონტაქტი
07:04, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც იქ იყო, ყველას ბრალია…” – კლინიკა “ბომონდში” გარდაცვლილი 21 წლის ქალის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
14:13 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
92

ქუთაისში 21 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები კლინიკა ბომონდის ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ, მათ დასჯას ითხოვენ და ამბობენ, რომ მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია. შემთხვევა 20 ივნისს მოხდა.

“ტვ პირველთან” გარდაცვლილის მეუღლე ამბობს:

“თავისი ფეხით ჩამოვიდა მანქანიდან და შიგნით შევიდა. სრულიად ჯანმრთელი იყო, ერთხელ ჰქონდა ხერხემალზე ოპერაცია გაკეთებული, ისიც რა შუაშია? ვინც იქ იყო, ჩემი აზრით, ყველას ბრალია. დიაგნოზიც ვერ დასვეს, რით გარდაიცვალა, ვერ გვეუბნებიან. დაწერეს, თანმხლები დაავადებებით გარდაიცვალაო, ვერ ამბობენ, რით გარდაიცვალა”. – ამბობს ის.   

კლინიკა “ბომონდი” სოციალურ ქსელში, ინფორმაციას ავრცელებს:

“კლინიკა ბომონდი კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. გვესმის, რომ საქმეზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და სოციალურ სივრცეში ამავე საზოგადოების მხრიდან მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. „კლინიკა ბომონდი“ არის აბსოლუტურად ღია, გამჭვირვალე სამედიცინო დაწესებულება. კლინიკა პატივს სცემს თითოეული მისი პაციენტის ინტერესებს, თითოეული პაციენტის სამედიცინო ისტორიას და სწორედ აღნიშნული მიზეზით, მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, თავს იკავებს საქმესთან დაკავშირებით დეტალური და სრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებისგან. ამავდროულად, გვსურს მოვუწოდოთ საზოგადოებას, დაელოდონ გამოძიების დასრულებას და გამოძიების შედეგებს”

თუმცა, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, კლინიკა “ბომონდი” 21 ივნისს ღიად ამბობდა, რომ 21 წლის მშობიარე თანმხლები დაავადებების გამო გარდაიცვალა:

“გვსურს გამოვეხმაროთ სოციალური ქსელის სხვადასხვა გვერდის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ “კლინიკა ბომონდში” შემოყვანილი 21 წლის გოგონა მშობიარობას გადაყვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

პაციენტი კლინიკაში მიმდინარე წლის 20 ივნისს, მეუღლის მიერ, მოყვანილ იქნა მძიმე მდგომარეობაში. მას ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა. ახალშობილი გადაყვანილია კლინიკის ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ყველა ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების მიუხედავად, თანმხლები დაავადების გამო, მელოგინის გადარჩენა ვერ მოხერხდა.”

“ალიას” შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

თეგები: კლინიკა ბომონდი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved