• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, პარასკევი, 17 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა – სიმონ მასხარაშვილი

ალია ავტორი - ალია
10:38 05-18-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
714

ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია და ან რუსული ორთავიანი არწივისა და რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონაა – ამის შესახებ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ისტორიკოსი ერეკლე II-ის შესახებ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ერეკლე II-ს პრორუსულობის ბინძური მითი რუსებმა და მათმა მონებმა შექმნეს.

“მათთვის, ვისაც ერეკლე მოღალატე ჰგონია:

1747 წელს ქართლის მეფე თეიმურაზ II და მისი ვაჟი, კახეთის მეფე ერეკლე II ირანის შაჰს აუჯანყდნენ და ხარკი შეუწყვიტეს. ნადირ შაჰმა თავისუფლების მოსურნე ქართველთა დასასჯელად დიდძალი ჯარი შეკრიბა, მაგრამ ნადირი მოკლეს და 1749 წელს ირანის იმპერია დაიშალა. ირანის შაჰინშაჰი ვერავინ გახდებოდა, თუ მას შაჰად გურჯისტანის მმართველი არ ცნობდა. საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ქართლის მეფეები ირანის მემკვიდრეობით სპასალარებად ითვლებოდნენ. სწორედ სპასალარს უნდა შემოერტყა შაჰისთვის ხმალი. მე-18
საუკუნის მეორე ნახევარში ირანელები სპარსეთის სპასალარად ქართლის მეფეს თეიმურაზს მიიჩნევდნენ. თეიმურაზსა და ერეკლეს ირანის სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენა არ სურდათ და ამიტომაც, არავის აღიარებდნენ ირანის შაჰად! ტახტის ყველაზე რეალური პრეტენდენტი აზატ ხანი ჯერ ბრძოლაში დაამარცხა და მერე დაატყვევა ერეკლემ! ერევნის, განჯისა და ნახჭევანის ხანებმა ერეკლეს ყმებად გამოაცხადეს თავი.
1755 წელს განჯაში ერეკლეს ეწვივნენ ირანელი ხანები და კახეთის მეფეს შესთავაზეს ირანის შაჰინშაჰის გვირგვინი! ერეკლემ ირანის ტახტზე უარი განაცხადა! პატარა კახისთვის პირად ძალაუფლებასა და დიდებაზე მაღლა საქართველო იდგა! საქართველოსთვის კი ერთიანი და ძლიერი ირანის სახელმწიფოს არსებობა სახიფათო იყო…
1796 წლამდე ირანს შაჰი არ ჰყავდა! 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ერეკლე II-მ გაანადგურა ოსმალეთის არმია!
1780-იანი წლების დასაწყისში ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ს ეახლნენ ბრიტანეთის და ოსმალეთის ელჩები და სამოკავშირეო ხელშეკრულებები გააფორმეს საქართველოსთან.
ოსმალეთი ერეკლეს უთმობდა მთელს დასავლეთ საქართველოს, რომელიც 1555 წელს ირან-ოსმალეთს შორის დადებული ამასიის ზავით ოსმალეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა, სანაცვლოდ, ერეკლე უარს ამბობდა რუსეთის მოკავშირეობაზე.
ბრიტანეთი საქართველოს მფარველობას კისრულობდა საერთაშორისო ასპარეზზე და საერთო ქართულ-ბრიტანული საწარმოების გახსნას პირდებოდა ერეკლეს!
ამ ხელშეკრულებათა შესახებ შეიტყო რუსეთის სამეფო კარმა. რუსები ფრიად შეშფოთდნენ. ქართულ-ოსმალური და ქართულ-ბრიტანული ხელშეკრულებებით რუსეთი სამუდამოდ კარგავდა გავლენას კავკასიაზე. პეტერბურგმა თვითმიზნად დაისახა ბრიტანეთთან და ოსმალეთთან გაფორმებული შეთანხმებების დარღვევა და საერთაშორისო არენაზე ერეკლეს პირის გამტეხად წარმოჩენა. ეკატერინე II-ს ფავორიტმა პოტიომკინმა აამოქმედა აგენტურა და რუსეთში მყოფი ერეკლეს მტერი ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონი.
ალექსანდრე რუსეთიდან გაუშვეს ირანში, დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიაში “სამოგზაუროდ”. ხმებიც დაჰყარეს , რომ, თითქოს, ალექსანდრე ირანულ-იმერულ-დაღესტნურ ალიანს ჰკრავდა ერეკლეს დასამხობად და ქართლში გასამეფებლად. ქართლის თავადთა ერთ ნაწილს არ ხიბლავდა კახელი ერეკლეს მეფობა და ღალატსაც არ ერიდებოდა. ირანელი ქერიმ ხან ზენდი და იმერეთის მეფე სოლომონ I ერეკლეს უთვლიდნენ, ალექსანდრეს მხარს არ დავუჭერთო. ამ დროს კი რუსეთის მიერ მოსყიდული დაღესტნელი ხანები ჭორებს ყრიდნენ ალექსანდრეს გარშემო დიდძალი ჯარი იკრიბებაო. სინამდვილეში პოტიომკინის ბრძანებით ამ ხანებს ალექსანდრე დატყვევებული ჰყავდათ. ალექსანდრეც და ის ხანებიც პოტიომკინის მარიონეტები იყვნენ. მათი საშუალებით რუსეთი ცდილობდა ერეკლეს დაშინებას. მოკლედ, რუსეთმა ერეკლე არჩევანის წინაშე დააყენა: ან რუსეთის მფარველობა ან სამოქალაქო ომი საქართველოში. ერეკლეს კარზე მყოფი რუსეთის პოტიომკინის აგენტი რეინექსი რუსეთთან ტრაქატატის საზღაურად ალექსანდრეს მოცილებას, ანუ ომის აცილებას და ჰპირდებოდა ერეკლეს. ერეკლემ ძმათა შორის სისხლისღვრას გეორგიევსკის ტრაქტატი ამჯობინა…
რუსეთს ეს ტრაქტატი მხოლოდ ერეკლეს დისკრედიტაციისთვის, ქართულ-ბრიტანული ალიანსის დარღვევისა და საქართველოს ოსმალეთთან დაპირისპირებისთვის სჭირდებოდა. შესაბამისად, ჯერ 1785 წელს ომარ ხან ავარიელის შემოსევისას არ დაიცვა ტრაქტატის პირობები და არაფერი მოიმოქმედა საქართველოს მტრის წინააღმდეგ, ხოლო 1787 წელს საერთოდ დაარღვია რუსეთმა გეორგიევსკის ტრაქტატი და მარტოდმარტო დატოვა ერეკლე ოსმალეთის პირისპირ. ოსმალეთმა ერეკლესთან ომი ვერ გაბედა და ისევ შესთავაზა დასავლეთ საქართველოზე ქართლ-კახეთის სუვერენიტეტის აღიარება რუსეთთან კავშირის გაწყვეტის სანაცვლოდ…
1795 წლისთვის ირანში დაწინაურდა აღა-მაჰმად-ხანი, რომლის პირველობასაც ირანელ ხანთა უმეტესობა აღიარებდა, მაგრამ შაჰინ შაჰის ტიტულის მიღებას ერეკლეს თანხმობის გარეშე ვერ ახერხებდა. ერეკლე აღა-მაჰმად-ხანს შაჰად არ ცნობდა. ირან-საქართველოს მორიგი ომი გარდაუვალი ჩანდა… ისევ გააქტიურდნენ რუსები. გენერალი გუდოვიჩი ერეკლეს ირანელებთან შუამავლობას ჰპირდებოდა. სანაცვლოდ კატეგორიულად სთხოვდა ერეკლეს ჯარი არ შეეკრიბა, რათა არ გაეღიზიანებინა აღა-მაჰმად-ხანი. იმავდროულად რუსები ირანელებს აღუთქვამდნენ, რომ საქართველოს ომში არ დაეხმარებოდნენ. რუსები თბილისის ასაოხრებლად აქეზებდნენ სპარსელს. რუსეთს საქართველოს ირანელთაგან აოხრება ხელს აძლევდა. მერე უფრო იოლად დაიპყრობდა დაცემულ საქართველოს“,- წერს სიმონ მასხარაშვილი წერს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved