• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც ჩვენ აგვკრძალავს, იმათ დავკრძალავთ” – გვარამიას წერილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
22:36 10-29-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,491

კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი, ნიკა გვარამია, პარტიების აკრძალვის “ოცნების” ინიციატივას, ციხიდან ეხმაურება:

ვინც ჩვენ აგვკრძალავს,
იმათ დავკრძალავთ :))

ცხადია, დავკრძალავთ პოლიტიკურად და პროფესიულად. პარტიების აკრძალვაზე კი 3 რამეს ვიტყვი (ზემოთქმულის გარდა):

1. აუცილებლად ვაპირებ პროცესში ჩართვას და ციხიდან ბათუმში სიარულს პარტიის და საკუთარი თავის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოსადგენად 🙂 ყველა პროფესიაში მიპირებენ აკრძალვას, როგორც ვხედავ (ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ადვოკატი) და ჩემს კონსტიტუციონალისტობას რამეში გამოვიყენებ, სანამ ეგეც ამიკრძალეს 🙂 თან, გავერთობი 🙂

2. ცალკე და ხაზგასმულად მინდა ავღნიშნო იმ პარტიების შესახებ, რომლებიც „ჯერ არ აკრძალეს“. მარტივია, საქმის სწრაფად განხილვას აპირებენ და 3 მოპასუხეს და 10 მოპასუხეს შორის სხვაობას ვინც ვერ ხედავს, მინდა გითხრათ, რომ თითო მოპასუხეს თავისი წარმომადგენლები, სპეციალისტები, შესასწავლი გარემოებები და საპროცესო უფლებების და პროცედურების მთელი დარჩენილი კომპლექტი ახლავს თან. ცალკეული პირებიც მაგიტომ არ არიან სარჩელში – ეგენიც ცალ-ცალკე მოპასუხე იქნებოდა, თითოეული თავისი სამართალწარმოების სრული კომპლექტით. ასე რომ, არც ვინმეს გაუფრთხილდნენ, არც ვინმეს მოერიდნენ, არც ვინმეს გაურიგდნენ. აბსურდია, უსაგნო და დამაზიანებელი ეს კონსპირაციები ამ და სხვა თემებზე. მოკლედ, საკითხის სწრაფად გადაწყვეტის ამბავია და ბარიერ დაძლეული საარჩევნო სუბიექტების აკრძალვის გზით წავიდნენ, სხვების აკრძალვას ნებისმიერ დროს 14 დღეში „მოაყომარებენ.“

3. რეალურად, პარტიები კი არა, არჩევნები აიკრძალა. ვინც არ უნდა დარჩეს, რაც არ უნდა შეიქმნას, 3 ყველაზე რეიტინგული მეინსტრიმული სუბიექტის გარეშე (გინდაც 2 თუ 1), არჩევნები არ აკმაყოფილებს თავისუფალი არჩევნების სტანდარტს კონკურენტუნარიანობის ნაწილში. შესაბამისად, თეორიული შანსი მისი შედეგების ლეგიტიმურობისა (სულ რომ შეთხზულმა ოპოზიციამ გაიმრაჯვოს) უბრალოდ არ არსებობს. კონკუტენტულობა არის პირველი ფილტრი არჩევნების ლეგიტიმაციის, ყველა სხვა, გაყალბების სხვადასხვა სახეების ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ მოწმდება. თუ პირველ ფილტრს ვერ გაივლი, დანარჩენს აზრი არ აქვს – ნულოვანი ლეგიტიმაცია დგება 🙂
ასე, რომ ნურც შეთქმულებებით გავიწვალებთ დიდად თავს და მაინც და მაინც ნურც გულუბრყვილო თუ უსინდისო პარტიული ინჟინერიით დავკავდებით 🙂 არაფრად გვარგებს არც ერთი.
ხო მართლა, პოლიტიკოსები და პარტიები არ არსებობენო, ვინც ამბობს, არ არსებულის და მნიშვნელობის არ მქონეს არ აუქმებენ 🙂 ზიანს რომ ვაყენებთ სისტემას და მის მრევლს დისკომფორტს ვუქმნით, იმიტომ გვაუქმებენ. თანაც, საერთაშორისო პრაქტიკით, არ არსებობს იმაზე მძიმე გადაწყვეტილება, ვიდრე პარტიის გაუქმებაა და მაშინ კითხვა, რატომ გამოტოვა რეჟიმმა ნებისმიერი სხვა ორგანიზაციის თუ სუბიექტის გაუქმების ოფცია და რატომ მიადგა მაინცდამაინც ჯერ პროტესტის გაუქმების და მერე პარტიების გაუქმების ყველაზე მძიმე თვითდაზიანებას? სრული დიქტატურის გზაზე, ყველაზე მნიშვნელოვან წინაღობად ეს ორი რამ ჩათვალა და არა სხვა, – ცხადია, აი ამიტომ.
და ბოლოს, ძალიან საჭირო და სასარგებლოა რაც ხდება, მეტიც – იმედისმომცემი. დიქტატურამ, ვიდრე წაიქცევა, სიშლეგის ყველა მწვერვალი უნდა დაიპყროს, უკანდაუბრუნებლობის წერტილი უნდა გაიაროს. სხვაგვარად უბრალოდ არ ხდება. ამიტომაც, ის ტემპი და თანმიმდევრული სვლა, რასაც ამ მხრივ ქართული ოცნება, როგორც დაგორებული ზვავი, ისე მიყვება, მხოლოდ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
ცოტაც!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved