• რეკლამა
  • კონტაქტი
20:15, ოთხშაბათი, 8 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვინც არ გადახტეს, ერდოღანი იყოს” – სპეცრაზმი დანომრილი ჩაფხუტებით და გარღვეული ბარიკადები – თურქეთი

ალია ავტორი - ალია
21:46 03-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
530

დღეს, 19 მარტს, სტამბოლში საპროტესტო აქცია გამართეს სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ისინი აპროტესტებენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას რომლითაც სტამბოლის მერს, ექრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმეს.

ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად მოხდა ოპოზიციონერის დისკვალიფიკაცია საპრეზიდენტო არჩევნებიდან.

“ბათუმელების” ინფორმაციით, სტამბოლის უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკართან პოლიციამ სტუდენტების შესაჩერებლად ბარიკადები მოაწყო, მათ შესაჩერებლად ასევე გამოიყენა წიწაკის სპრეი.

პოლიციის წინ მდგარი სტუდენტები სკანდირებდნენ – „პოლიციელო გაყიდე სიმითი, იცხოვრე ღირსეულად“.

სტუდენტები ბარიკადების გარღვევისას ყვიროდნენ: “გადახტი, გადახტი, ვინც არ გადახტეს, ერდოღანი იყოს”. საბოლოოდ სტუდენტებმა ბარიკადების გარღვევა შეძლეს და უნივერსიტეტის ეზოში შევიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყველა სპეცრაზმელს, რომელიც სტუდენტების წინააღმდეგ იყო მობილიზებული, თავზე ეხურა დანომრილი ჩაფხუტი, რომლითაც მათი იდენტიფიცირებაა შესაძლებელი.

დღეს, 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.

ამასთან, თურქეთის პროკურატურამ 100 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. მთავრობამ დაკეტა რამდენიმე გზა სტამბოლის ირგვლივ და ოთხი დღით აკრძალა აქციები, რათა თავიდან აიცილოს პროტესტი დაპატიმრებების შემდეგ.

დაკავებულთა შორისაა იმამოღლუს თანამებრძოლი მურატ ონგუნიც.

იმამოღლუ დააკავეს რესპუბლიკური სახალხო პარტიის (დაფუძნებულია მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ) პრაიმერიზის წინ, რომელიც კვირას უნდა გამართულიყო და იგი პრეზიდენტობის კანდიდატად დაესახელებინა.

თურქეთში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2028 წელს არის დაგეგმილი, თუმცა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პროტესტია.

„ჩვენ დიდი ტირანიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ გულგატეხილი არ ვიქნები. მე მტკიცედ ვდგავარ და ვენდობი არა მხოლოდ სტამბოლის 16 მილიონ მცხოვრებელს, არამედ (თურქეთის) 86 მილიონ მოქალაქეს“, — თქვა იმამოღლუმ დაკავებამდე სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved