• რეკლამა
  • კონტაქტი
09:02, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვინმე წარმოიდგენდა, რომ კრემლის აგენტად, …-ქალად და ბიძინას მონად შერაცხულ სალომე ზურაბიშვილს მისი მაგინებელი „პრინციპული“ ოპოზიციონერები ხმალამოღებული დაიცავდნენ?” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
23:04 10-11-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
894

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო

ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პოლიტიკა უფრო ლუსტრაციის საუკეთესო საშუალებაა: ბინძურსაც და სუფთასაც მათი საქციელი გამოაჩენს და ამის მიხედვით იმსახურებენ შეფასებებს საზოგადოებისგან.

რამდენიმე წლის წინ ვინმე წარმოიდგენდა, რომ კრემლის აგენტად, …-ქალად და ბიძინას მონად შერაცხულ სალომე ზურაბიშვილს მისი მაგინებელი „პრინციპული“ ოპოზიციონერები ხმალამოღებული დაიცავდნენ? ან „თვალთხარია“ გახარიასთან საერთო ენას გამონახავდნენ? ან ერთ დროს მიშას ხელისუფლებაში მყოფები, შემდეგ კი მიშას მაგინებლები ისევ მიშას ჩაუხტებოდნენ კალთაში?

ალბათ ყველას ახსოვს გიგი უგულავას ცნობილი შეფასება, რომელიც აჟიტირებული ამბობდა, დაჟანგდა მიშა და ჯართში უნდა ჩავაბაროთო, დღეს იგივე „კაცი“ ისეთივე აჟიტირებით გვიმტკიცებს, ჯართი ისევ ლაპლაპა ფოლადად იქცა და მხოლოდ მის გარშემო უნდა გავერთიანდეთო. ისიც გვახსოვს, „სტრატეგოსი აღმაშენებელი“ გიორგი ვაშაძე ნაცებს რომ ემიჯნებოდა და უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს იმ დროს უძვრებოდა და მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, როცა პოროშენკო მიშას დევნიდა – ხან აპატიმრებდა, ხან მოქალაქეობას ართმევდა და ხანაც ქვეყნიდან აძევებდა. ხაბეიშვილზე აღარაფერს ვამბობთ, რომელმაც მამლის ყივილამდე სამჯერ უარყო თავისი ბელადი და მერე ისევ მის კალთაში აღმოჩნდა.

ამ საწყალმა მიშამაც რა ქნას, უკან იბრუნებს მის უარმყოფელ ყოფილ მონებს იმ იმედით, რომ მეორედ ვეღარ გაბედავენ მის ღალატს, მაგრამ ამაშიც ცდება, რადგან ასეთი ხალხისთვის ერთგულებაც და იდეურობაც უცხო ხილია. ის კი არა, მიშამ თავის უპირველეს და უსასტიკეს მტრად ქცეული ოქრუაშვილის უკან მიღებაზეც კი ვერ თქვა უარი, რადგან „საქმეს ასე სჭირდებოდა“.

მოკლედ, უპრინციპო ხალხი დღეს თავის მსგავს მადამ პრეზიდენტს კბილებით იცავს და აცხადებს, ჩვენ არ გვაინტერესებს, დაარღვია თუ არა სალომემ კონსტიტუცია, ჩვენ დღეს ის პრეზიდენტად გვჭირდება და სატანადაც რომ ვთვლიდეთ, მაინც მხარს დავუჭერთო.

მთელი ქვეყანა უყურებდა, როგორი მასტერკლასი ჩაუტარა საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენლებს. ოპოზიციის დევიზი დღეს ასეთია: „ჩვენ გვიყვარს ჩვენი, თუნდაც კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი“, თანაც, სწორედ მის იმედზეღა ვართ, რომ „მოწამლული“, „ნაწამები“ და დემენციის, კახექსიის და სხვა მრავალი განუკურნებელი სენისგან განკურნებული „პუტინის ტყვე“ გაათავისუფლოსო.

ასეთ პოლიტიკოსებს მერე უკვირთ, ხალხი ხმას რატომ არ გვაძლევსო. ერთი წლით ადრე უკვე დაიწყეს მომავალი არჩევნების დისკრედიტაცია, ელექტრონული არჩევნები დაცული არ არის გაყალბებისგან და ამიტომ უფლებას ვიტოვებთ, როცა დავმარცხდებით, არჩევნების შედეგები ჩვენს თავს კი არა, ხელისუფლების მიერ არჩევნების გაყალბებას დავაბრალოთ და ეს „გაყალბება“ გავაპროტესტოთო.

ერთი სიტყვით, პოლიტიკა ლუსტრირების საუკეთესო საშუალებაა და საზოგადოებაც ზოგჯერ გაოცებით, ზოგჯერ ზიზღით და სიძულვილით და ზოგჯერ ინტერესით შეჰყურებს ამ უსინდისო, ამორალურ და უსირცხვილო ოპოზიციონერ „პოლიტიკოსთა“ ხროვას, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ სკამებზე ასაძრომად, შესანარჩულებლად ან დასაბრუნებლად.”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved