• რეკლამა
  • კონტაქტი
08:08, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ვერ ისარგებლებს სესხის გადავადებით და რისი უფლება აქვს პანდემიისას აღსრულების ბიუროს?

ალია ავტორი - ალია
14:24 05-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

პრემიერის დღევანდელი განცხადებით, სესხის გადასახადი 3 თვით გადაუვადდებათ იმ ფიზიკურ პირებს:

  1. ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება,
  2. ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შემოსავალი შეუმცირდა

შესაბამისად, სხვა დანარჩენს სესხის გადასახადი არ გადაუვადდება სამი თვით.

რეალურად, ძალიან ცოტა ადამიანს ეხმარება სახელმწიფო ანტიკრიზისული პროგრამით, რადგან:

თვითდასაქმებულები ვერ ადასტურებენ რომ სამსახური ჰქონდათ და დაკარგეს, რადგან მათ მოსთხოვეს იურიდიული პირის მიერ გაცემული საბუთი…

ზოგმა კომპანიამ თანამშრომლები ისე გაათავისუფლა, რომ მიზეზად პანდემია არ დაასახელა და ამ მიზეზის დაწერის გარეშე, ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდები, ვერც იმას ამტკიცებ, რომ პანდემიის გამო დაკარგე სამსახური…

პირებს, რომლებსაც ხელშეკრულება შეუჩერდა – არ შეუძლიათ დამტკიცება, რომ პანდემიის გამო შეუჩერდათ შრომითი ხელშეკრულება – სახელმწიფოს რიტორიკული კითხვა აქვს – იქნებ ისეც შეჩერებოდა ხელშეკრულება და არ არის პანდემიის ბრალი?

კომპანიათა ნაწილმა გაიჭირვა და თანამშრომლები არ გაათავისუფლა, უხდის ხელფასს და ელოდება ტურისტულ სეზონს, რომელიც ჰგონია რომ დადგება, თუმცა, პაატა იმნაძის გუშინდელი განცხადების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ეს არ მოხდება – პირები, რომლებიც შეინარჩუნა თანამშრომლად კომპანიამ და უხდის მთლიან ან ნაწილობრივ ანაზღაურებას – ასევე ვერ მოხვდებიან ამ პროგრამაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ალბათობით, კიდევ სამი თვე ვერც ერთი კომპანია ვეღარ შეინახავს თანამშრომელს.

გარდა ამისა, პრემიერმა თქვა, რომ გადაუვადებენ იმას, ვინც სამსახური დაკარგა და ვისაც სახელმწიფო უკვე ეხმარება ანტიკრიზისული გეგმით – და ვინც აწი დაკარგავს?

რა ეშველებათ კომპანიებს, რომლებიც გაჩერდნენ, ან არ გაჩერდნენ და შეინარჩუნეს თანამშრომლები, თუმცა არა აქვთ შემოსავალი? იურიდიულ პირებს რა ეშველებათ? იძულებულნი ხომ არ გახდებიან ვალის დასაფარად კაპიკებში გაყიდონ წლობით ნაშენები?

პარალელურად, არ დაგავიწყდეთ, რომ აღსრულების ბიურო ისევ ისე მუშაობს, ქონებას ყიდის, ყადაღას ადებს დაა.შ.

ადვოკატი მარიკა არევაძე:  “6 აპრილს, იუსტიციის მინისტრმა გამოსცა  515–ე  ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, აღდგა მთელი რიგი სააღსრულებლო მოქმედებები. აღმასრულებელს, რა თქმა უნდა, მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს სააღსრულებლო პროცედურები. მათ შორის, მოვალისათვის წინადადების გაგზავნა, ყადაღის დადება ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე, თანხის ამოღების მიზნით მოქმედებების განხორციელება, ხელფასიდან, პენსიიდან თანხის ჩამოჭრა.  ჩატარდება ისევ  ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები. მხოლოდ გამოსახლებებია შეჩერებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ფაქტიურად, დანარჩენი, რაც შეჩერებული იყო, ყველაფერი აღუდგინეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.”

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved