• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, სამშაბათი, 9 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ შეიძლება შეეცადოს რევოლუციის მოწყობას? რაზე ეჭვობენ „ოცნებაში“? -„ივანიშვილის რუსული მეტსახელი რატომღაც ბევრს ავიწყდება..“

ალია ავტორი - ალია
16:41 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

ანი დვალიშვილი

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებული არიან, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება და ამიტომაც არის, არც ერთი ოპოზიციური პარტია, რეგიონებში ოფისების გახსნას და წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას რომ არ ჩქარობს. საპარლამენტო არჩევნებამდე რვა თვე დარჩა, რაც პოლიტიკურად ძალზედ მცირე პერიოდია და იმ დროს, როცა „ოცნებამ“ ადმინისტრაციული საკითხები ლამის სრულად მოაგვარა და შტაბებიც აამუშავა, ოპოზიციის მხრიდან არაფერი ისმის. სწორედ ეს და კიდევ, ოპოზიციაში ჩანერგილი აგენტების მოხსენებები გახდა იმის საფუძველი, რომ მმართველი გუნდი მივიდა ამ დასკვნამდე.

ვინ შეიძლება შეეცადოს რევოლუციის მოწყობას? რაზე ეჭვობენ „ოცნებაში“ – ხელისუფლება ფიქრობს, რომ მთავარი მედროშე ის პარტია იქნება, რომელსაც ნიკა გვარამია ქმნის, თუმცა ამის შესახებ წამოცდენა „ლელოს“ ლიდერებს ჰქონდათ, რომლებიც არ მალავენ, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს, მაგრამ თავად ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, არჩევნების გზით, ამის გაკეთება ურთულესი იქნება. მეორეს მხრივ, ოპოზიციაში მოარული ხმების მიხედვით, გვარამიას დასავლეთისგან სერიოზული მხარდაჭერა აქვს და თუ რევოლუციაზე გაიწევს, ბევრ რამეზე ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორები თვალს დახუჭავენ. პარალელურად, გვარამიამ კარგად იცის, რომ როგორმე ნაციონალურ მოძრაობას ხალხის თვალში მაინც უნდა ჩაეხსნას და ამიტომაც თქვა, მე არჩევნებზე ხმას ნაცებს არ მივცემო, თუმცა რას უზამს იმ ახალი პარტიის წევრებს, რომლებიც… აკაკი მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე, ნიკა მელია… ესენი რომ პარტიის პოლიტ-საბჭოში იქნებიან და მტკიცებას რომ დაიწყებ, ნაციონალებთან არაფერი მაქვს საერთოო, ცოტა ძნელი დასაჯერებელია. ეს ხალხი კი, გვარამიას პარტიაში აუცილებლად იქნება, ისევე, როგორც ნინო ლომჯარია, მოლაპარაკებები მიდის გიორგი მარგველაშვილთან და ა.შ…საზოგადოება ახლა პარტიას ამ თვეში იხილავს, მანამდე კი, პიარის მიმართულებით კარგად განსწავლული გვარამია ყველაფერს აკეთებს, რომ ინტერესი მაქსიმალურად გააღვივოს. ისე, გვარამია კი ამბობს, სახელმწიფო უნდა ვაშენოთ ერთად, არ იქნება ვიღაცების დასჯის დროო, მაგრამ, როგორ არ გავიხსენოთ მის მიერ სამიოდე წლის წინ ნათქვამ-ნანატრი, ხელისუფლება რომ შეიცვლება, ერთადერთი თანამდებობა, რომელსაც მოვითხოვ, გენერალური პროკურორის პოსტი იქნებაო და რისთვის სჭირდება გენ-პროკურორობა, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

ოპოზიციის გეგმები არაფერია იმასთან შედარებით, რაც მმართველი გუნდის შიგნით ხდება. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ დაიძაბა სიტუაცია დეპუტატობის სავარაუდო კანდიდატებს შორის, ანუ მათ შორის, ვისაც სიაში მოხვედრა უნდა. მხარეებმა ერთმანეთი ოფიციალურ მტრად გამოაცხადეს და დაშვებული თუ აკრძალული მეთოდებით ებრძვიან. ვიღაცა იმას იხსენებს, რომ დეპუტატობის მოსურნე კონკურენტი თავის დროზე ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ვიღაცას საყვარლები გაუხსენეს, ვიღაც თურმე ნაციონალი ყოფილა და მიშას სახელს ფიცულობდა,მაგრამ, რეალურად, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს. საქმე ის გახლავთ, რომ მომავალი პარლამენტარების სიას, ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილი ადგენს. მას კანდიდატები შესთავაზა კობახიძემ, ლილუაშვილმა, ბერამ, კალაძემ და ახლა ამ სიის გაცხრილვა მიმდინარეობს. არიან ისეთი დეპუტატები, რომლებსაც არავინ და არაფერი შეეხება, ანუ ისინი სიაში აუცილებლად იქნებიან და არიან ისეთებიც, რომლებსაც სიაში მოხვედრა კი არა, სახლში წასვლა და დასვენება სურთ – მაგალითად, გია ვოლსკი, რომელიც უკვე მერამდენე წელია, ცდილობს პოლიტიკას ჩამოშშორდეს და ცხოვრება მშვიდად გააგრძელოს, მაგრამ ,როგორც უთხრეს, გუნდს სჭირდებოდა და წინა არჩევნებზე დარჩა, ახლა კი… ახლა სია სრულად პროპორციულია და კონკრეტული პიროვნებეის ავტორიტეტი ადგილებზე ნაკლებად იმუშავებს, მთლიანად, პაარტიის ავტორიტეტმა უნდა იმუშაოს და რაც მთავარია, ამომრჩეველმა მატერიალური სიკეთე უნდა ნახოს. ჰო, სწორედ რომ, მატერიალური სიკეთე, რადგან ხმების გაყიდვას მოსახლეობა უკვე იმდენად მიეჩვია, კიდევ ძალიან დიდი დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ არჩევანი არა ჯიბეში ჩადებული თანხის, არამედ საკუთარი შეხედულების გამო გააკეთონ ადამიანებმა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, წვრილ-წვრილი ოპოზიციური პაარტიები დუმილს ამჯობინებენ და წარმოდგენა არ აქვთ, ვის ნავში აჯობებს ჩახტომა, რათა პარლამენტში ერთი ადამიანი მაინც გაიყვანონ, თუმცა იგივე გვარამიამ, არაორაზროვნად თქვა, რომ მისთვის ერთკაციანი და 0.01%-იანი პარტიები ინტერესს არ წარმოადგენენ. ერთის მხრივ, ეს ურიგო ნამდვილად არ არის, როცა მხარს ერთი ქელეხის ხალხი არ გიჭერს, პოლიტიკაში კი არ უნდა იყო და ჭკუა კი არ გვარიგო, არამედ სხვა საქმე ნახო, ხელობა ისწავლო. აგერ, ვიტალი ხაზარაძე ხორბლის მოყვანით არის დაკავებული და უზარმაზარი შემოსავალიც აქვს. მიხვდა ეს კაცი, არ არის პოლიტიკა ჩემი საქმეო და „პური ჩვენი არსობისა“ გაითავისა. ვიღაც იტყვის, მიწის შესაძენი ფული ხომ არის საჭიროო და გვერწმუნეთ, იმ წვრილ-წვრილი პარტიების ლიდერებსაც კი, დედაქალაქში 3-4 ბინა აქვთ გაქირავებული და შემოსავალს ნამდვილად არ უჩივიან.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე დაიწყეს რეგიონებში აქტიურად მუშაობა და ტენდერი ტენდერზე ცხადდება. ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა პიკს რეგიონებში ზაფხულში, ანუ მაშინ უნდა მიაღწიოს, როცა პარტიის ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ. პირველი მერცხალი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება, რომელმაც ყველა რეგიონში ჩასვლა და აქტივთან შეხვედრა დააანონსა, მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, ვინ დაუმშვენებს მხარს ყოფილ პრემიერს. საქმე ის გახლავთ, რომ პარტიის შიგნით, ღარიბაშვილი ყველას ჩამოწერილი ჰგონია და დარწმუნებულნი არიან, რომ ის პრემიერის ან მინისტრთა კაბინეტის რომელიმე პორტფელს ვეღარასოდეს ჩაიბარებს და არჩევნების შემდეგ, პარტიასაც დატოვებს. ამიტომ, ახლა მის გვერდით გამოჩენა მომგებიანი არავისთვისაა და ამიტომაცაა საინტერესო, ვის იახლებს ბაატონი ირაკლი რეგიონებში ვიზიტისას.

აი, მეორე ირაკლი კი, ბოლომდე შევიდა პრემიერის როლში, ევროპა მოიარა, ბევრი მილოცვაც მიიღო და რაც მთავარია, ევროპელებს ხისტი ღარიბაშვილისგან განსხვავებით, მოზომილი და დიპლომატიური კობახიძე უფრო მოსწონთ. სხვა საკითხია, რამდენად არის ახალი პრემიერი ოპოზიციასთან დიპლომატიური, რადგან ოპონენტების წინააღმდეგ, ღარიბაშვილზე ნაკლებ სიხისტეს არ იჩენს, მაგრამ დასავლეთი ამას შეჩვეულია – კვირიკაშვილის „კეთილების მოკითხვიდან“ დაწყებული, გახარიას „მე თქვენ დაგამთავრებთ“ გაგრძელებული და ღარიბაშვილის „ვაი თქვენს პატრონს“ დამთავრებული. ზოგადად, ღარიბაშვილის გაშვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, მისი გარემოცვის კორუფციულ გარიგებებთან ერთად, სწორედ დასავლელი პარტნიორების პროტესტიც იყო. რეალურად კი, დასავლეთშიც, რუსეთშიც და კამბოჯაშიც ყველამ იცის,რომ ქვეყნის მთავარი მმართველი ბიძინა ივანიშვილია და მნიშვნელობა არ აქვს, პრემიერის თუ ცალკეული მინისტრის პოსტს ვინ დაიკავებს, ივანიშვილმა კი, ყველას დაუმტკიცა, რომ შვეიცარიაში ბანკთან დავის და თანხების გაყინვის მიუხედავად, მისი ქონება 2023 წელს, რეკორდულ ნიშნულამდე მივიდა, რაც იმას ნიშნავს,რომ მას გავლენა არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ ფინანსურ სექტორშიც აქვს და ასე მარტივად არაფერს დათმობს.

პ.ს. ისე, ივანიშვილის რუსული მეტსახელი „удав“რატომღაც ბევრს ავიწყდება…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასებას ზრდის!

18:46 09-08-2025
სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან
ახალი ამბები

სიმაღლეზე მუშაობის თანამედროვე სტანდარტი — Haulotte-ს ამწეები K2-ისგან

18:34 09-08-2025
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

15:05 09-08-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისს უმაღლესი კლასის ჯაზ კლუბი ემატება

14:07 09-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved