• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მოხვდა იმ სიაში, რომელსაც პუტინის „ახალი მკვლელობების სიას“ უწოდებენ

ალია ავტორი - ალია
15:42 04-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის ტრიბუნიდან გაჟღერდა მკაფიო აზრი, რომ რუსეთის ფედერაციაში, პოლიტიკოსებზე, ჟურნალისტებზე და რეჟიმის კრიტიკოსებზე თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის პრესს-მდივანმა განაცხადა, რომ „სამწუხაროდ, არსებობს დიდი სია იმ ადამიანების წარმატებული და წარუმატებელი მკვლელობის მცდელობებისა, რომლებიც რუსეთში არსებულ სიტუაციას აკრიტიკებენ, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და ჟურნალისტები.“ ბევრი ასეთი შემთხვევის გამოძიება არ ხდება, დამნაშავეები არ ისჯებიან, აღნიშნა მან. აქვე მოხდა იმის ხაზგასმა, რომ სკრიპალების და ნავალნის მოწამვლის დროს, ევროკავშირმა რეაგირება სანქციებით მოახდინა, რომლებიც რუს სამხედრო პირებს, სპეცსამსახურების წარმომადგენლების და იმ ინსტიტუტის მიმართ დაწესდა, სადაც სავარაუდოდ „ნოვიჩოკის“ წარმოება ხდება.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაციების დასკვნით, რუსეთი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად რჩება მედიისთვის. თავისუფალი სიტყვის დევნა გამოიხატება ჟურნალისტებზე თავდასხმებში, დაპატიმრებებში, ლიკვიდაციაში. არ წყდება სხვა და სხვა მოტივით შენიღბული მკვლელობები, რაც პირდაპირ არის წახალისებული ხელისუფლებისგან. ის რომ, პუტინის რეჟიმი ცდილობს მოიშოროს ყველა, ვინც მას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ აკრიტიკებს, უკვე მერამდენედ ნათელი გახდა. ბოლო დროს, ეს ფაქტი სულ უფრო თვალსაჩინო აღმოჩნდა ევროპისთვის, რადგან რუსეთის სპეცსამსახურები მათი ქვეყნების მიწაზე ისევე თავხედურად მოქმედებენ, როგორც რუსეთის შიგნით. ალბათ, ამიტომაც პრემიერმა ბორის ჯონსონმა 2021 წლის გაერთიანებული სამეფოს უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის ანგარიშში ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ სწორედ რუსეთი დაასახელა.

ამავე პერიოდში, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც მათი უსაფრთხოების პოლიტიკისთვის, ყველაზე დიდ საშიშროებად რუსეთის ფედერაცია მოიაზრეს. პარალელურად კი ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი ანონიმურად ავრცელებს კონკრეტული ადამიანების სიას, რომლებიც პუტინის და მისი სპეცსამსახურების მომავალი სამიზნეები არიან.

The Mirror-მა და სხვა ბრიტანულმა მედია რესურსებმა გამოაქვეყნეს რუსულ ენაზე დაწერილი დოკუმენტიც, სადაც დასახელებულია იმ კონკრეტული პირების ვინაობა, რომლებიც პუტინის „ახალი მკვლელობების სიაში“ მოხვდნენ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ადამიანები პუტინის და მისი რეჟიმის მოწინააღმდეგეები არიან და დღეს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათ შორისაა ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი, რომელიც დიდი ხანია ალექსეი ნავალნის მოძრაობას ეხმარება, ყოფილი რუსი ჯაშუშები და ის ფინანსისტები, რომლებიც პუტინის რეჟიმს ევროპაში გაექცნენ. „ეჭვი არ მეპარება, რომ რუსულ სპეცსამსახურებს შეუძლიათ სადამსჯელო ოპერაციები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ჩაატარონ. დიდ ბრიტანეთში, გაურკვეველი გარემოებების მქონე 10-ზე მეტი სიკვდილი დაფიქსირდა. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ახალი მკვლელობების არ დასაშვებად მუშაობს.“ -ასეთი კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე ევგენი ჩიჩვარკინმა.

ასევე, ბრიტანული მედიის ანონიმური წყარო აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემიის გამო საზღვარგარეთ დაგეგმილი თითქმის ყველა „ოპერაცია“ შეჩერებული იყო, ახლა კი მათი კვლავ გააქტიურება იწყება. ასევე ნახსენები არიან ალექსეი ნავალნი და მისი თანამებრძოლები. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრემლს სურს, რომ კოლონიაში მყოფი ნავალნი „გატყდეს“, „ხმა ჩაიგდოს“ და „არ იხმაუროს“ და არ არის გამორიცხული მისი ლიკვიდაციაც, რაც სუიციდით და ავადმყოფობით შეინიღბება. რუსულმა პროპაგანდამ ინგლისის პრემიერის ანგარიში მიწასთან გაასწორა, ინგლისური მედიის ინფორმაცია დეზინფორმაციად შერაცხა, წერის მანერა დაუწუნა და სიყალბის გავრცელებაში დაადანაშაულა. მაგრამ ის, რომ მკვლელობები, თავდასხმები, თავისუფალი სიტყვის დევნა, კრემლის ხელწერად დიდი ხანია იქცა, ეს ხომ არავის მოუგონია, ამის დამადასტურებელი ფაქტი ხომ უკვე უამრავი დაგროვდა.

შალვა ნოზაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved