რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის პოლიტიკურ ფრაქციას ევროოპტიმისტები ერქმევა.
დეპუტატი, რომან გოცირიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში ითხოვა სახელის არჩევაში დახმარება, წერს:
“ევროოპტიმისტები”- ასე ჰქვია საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც დღეს მე და ხატია დეკანოიძემ შევქმენით.
დიდი მადლობა ყველას რჩევებისათვის. ბევრჯერ იყო ნახსენები “ევროპა” იმ კომენტარებში, რომელიც სახელის შერჩევასთან დაკავშირებით ჩემი თხოვნის პასუხად იყო გამოქვეყნებული, როგორც დროის სულისკვეთება. დავეყრდენით რა ამ ამოსავალ სიტყვას, შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ ჯგუფს დავარქვათ ეს სახელი.
ჩათვალეთ, რომ ნათლობაში მიიღეთ მონაწილეობა.”
კომენტარები