• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, კვირა, 16 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მიიღებს 150 ლარს ყოველთვიურად მთავრობისგან, რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი დახმარება ?

ალია ავტორი - ალია
14:41 09-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
597

სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება რომ დაგენიშნოთ, პირველ რიგში, უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ ფილიალს, რომელიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით გეკუთვნით.

უნდა შეავსოთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდეთ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე, სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ.

რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?

მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;

120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას.

ოჯახის შემადგენლობაში არ გაითვალისწინება:

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

• იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

• ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც სამხედრო სამსახურის შესრულებისას სამ დღეში ერთხელ მაინც ბრუნდება ოჯახში);

• ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

• სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადებული პირი;

• სპეციალიზებულ დაწესებულებაში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი პირი;
• პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებული.

 

სად უნდა მივიღოთ კუთვნილი ფულადი სოციალური დახმარება?

თანხის მისაღებად, მიმართეთ სს “ლიბერთი ბანკს”, სადაც ანგარიშის გახსნისა და პლასტიკური ბარათის დამზადების შემდეგ, ყოველთვიურად ჩაგერიცხებათ კუთვნილი ფულადი დახმარება.
ფულადი დახმარების მისაღებად სს “ლიბერთი ბანკში” ანგარიშის გახსნა უფასოა.
ოჯახს არ აქვს უფლება, საარსებო შემწეობასთან ერთად, მიიღოს დევნილის ყოველთვიური შემწეობა.
რა შეიძლება გახდეს ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზი?
ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის მიზეზები შეიძლება იყოს:
ოჯახის განცხადება;
ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
თუ, ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტინგო ქულა აღემატება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულას;
ოჯახის წევრის 16 წლის ასაკის შესრულება ისეთ ოჯახში, რომლის სარეიტინგო ქულა მეტია 65 001 და ნაკლებია 120 001.
უფრო ვრცლად აღნიშნულ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. აქვე გთავაზობთ რეგიონების მიხედვით სოციალური მომსახურების სააგენტოების მისამართებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05

პრაიმ–ტაიმი.

თეგები: სოციალური პროგრამაფულადი დახმარება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:43 08-14-2026
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved