• რეკლამა
  • კონტაქტი
04:12, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ მეტად ზრუნავს სააკაშვილის ჯანმრთლობაზე? – “ოცნების” ახალი მესიჯბოქსი

ალია ავტორი - ალია
13:23 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

“ქართული ოცნების” დეპუტატები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ამბობენ, რომ 1. მას გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში, თუ ამის საჭიროება დადგება და 2. სწორედ ხელისუფლებაა ის, ვინც მისი ჯანმრთელობით და შიმშილობის შეწყვეტითაა დაინტერესებული.

გურამ მაჭარაშვილი:

“კონსულტაციები ჰქონდათ როგორც გითხარით ჩვენს კოლეგებს იქ არსებულ ექიმთა პერსონალთან, ნახეს, შეამოწმეს სიტუაცია და გამომდინარე აქედან არის ეს საჯარო ინფორმაცია, რომ ხდება უახლოეს საათებში კონსულტაციები და ამის შემდგომ ექიმთა გადაწყვეტილების საფუძველზე ბუნებრივია შესაბამისი დაწესებულება, ამ შემთვევაში პენიტენციური სისტემა მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რასაც აქამდე, იმისათვის, რომ პაციენტის ჯანმრთელობა იყოს მართული. 

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე როგორც ადრე, დღესაც ზრუნავს უფრო ხელისუფლება, ვიდრე მისი მომხრეები, იმიტომ, რომ აქციებით, რადიკალური გამოსვლებით და ასე შემდგომ, ძალიან კარგად ვიცით, რომ მხოლოდ სპეკულაცია შეიძლება მოხდეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით პოლიტიკურად სპეკულირებენ”

ირაკლი ქადაგიშვილი:

“მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე, ასე ვთქვათ, საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადაწყვეტილება საბოლოოდ მისი იქ მკურნალობა იქნება თუ სხვა ჰოსპიტალში იქნება გადასაყვანი, ამას მიიღებს, რა თქმა უნდა, ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური. 

მისი ჯანმრთელობით და მის მიერ შიმშილობის შეწყვეტით არის დაინტერესებული ხელისუფლება, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით”

დიმიტრი ხუნდაძე:

“შევთანხმდით, რომ საჭიროებს დამატებით კონსულტაციებს, შევთანხმდით, რომ ყველა ლაბორატორიულ კვლევაზე არ უნდა ითქვას უარი, შეფასდება, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი ადგილზე, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი რესურსის დამატების ხარჯზე, მაგრამ თუ საჭირო იქნება სხვა კლინიკაში გადაყვანა, არც ამაზე ვიტყვით უარს…

უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მან არ შეწყვიტოს შიმშილობა, შესაძლოა, ზოგის პირად ინტერესში შედის ვითარების კიდევ მეტად დამძიმება. აქვე ვიტყვი, ყველაზე მეტად, დღეს, ჩვენ ინტერესშია, რომ მისი სიცოცხლე, ჯანმრთელობა იქნეს შენარჩუნებული, არ დავუშვებთ როგორც მის მიმართ მძიმე შედეგის დადგომას, არ დავუშვებთ არეულობის შემოტანას, რომელიც იკვეთება ოპოზიციონერთა შეძახილებში, ახალისებენ მის შიმშილობას”

თეგები: მიხეილ სააკაშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

14:23 09-11-2026
თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე Back to school შეთავაზებები გრძელდება

13:52 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved