გმირად გამოაცხადეს და ფული შეუგროვეს. ჩემთვის სულ ერთია, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში. ნოლია ფასი, – ამის შესახებ მეუფე საბამ ივერი მელაშვილის შესახებ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვიღაც ბერები და ერის კაცები კელიებში პოზირებას, რომ დაიწყებენო და ამით გაანაწყენებენ ჩვენს მოძმე სახელმწიფოსო, ამით ჩვენ ვერაფერს მივაღწევთო. ამ ადამიანებს ტაში დაუკრეს იმ პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა, ჟურნალისტებმა, რომლებსაც ეს გადაცემა მიჰყავდათ.
გმირად გამოაცხადეს და ფული შეუგროვეს. ჩემთვის სულ ერთია, ის კაცი გარეთ იქნება თუ ციხეში. ნოლია ფასი. იმიტომ, რომ კაცმა თქვა, დავით გარეჯი ჩვენი არ არი და ვერც ვერასდროს მიიღებთ. მაშინ, ვინ იყვნენ გარეჯელი ბერები,“- ამბობს მეუფე საბა.
შეგახსენებთ, გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 20-20 ათას ლარიანი გირაოთი, სასამართლომ პატიმრობიდან 28 იანვარს გაათავისუფლა.
კომენტარები