• რეკლამა
  • კონტაქტი
17:06, ხუთშაბათი, 11 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ იყო შაქარაშვილის შეყვარებული და რა მოსწერა მან იუბილემდე ცოტა ხნით ადრე?

ალია ავტორი - ალია
17:08 07-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხუ­ლი მე­გობ­რის, ლუკა გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს მცხე­თა­ში, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი ერთ-ერთი გოგო, მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი მოს­წონ­და.

გო­გა­ვას ჩვე­ნე­ბას “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი” აქ­ვეყ­ნებს. ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ლუკა გო­გა­ვამ გური ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის­გან გა­ი­გო, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბუ­ლი იყო, რად­გან „ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე“. მი­სი­ვე თქმით, ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ასე­ვე სა­უბ­რობ­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებ­ზე.

“ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი არი­ან გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. ჩვენ ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად მოვ­დი­ვართ, სკო­ლის პე­რი­ო­დი­დან… ბევრ დროს ვა­ტა­რებ­დით ერ­თად და ერ­თმა­ნე­თის ბევ­რი სა­ი­დუმ­ლო ვი­ცო­დით. მე, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე და აწ გარ­დაც­ვლი­ლი გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი გარ­და ახლო მე­გობ­რო­ბი­სა, ასე­ვე ერთი უბ­ნე­ლე­ბიც ვი­ყა­ვით. ჩვენს უბან­ში, ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი, რომ­ლე­ბიც რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თვის არის ცნო­ბი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და ცეკ­ვა­ვენ „ქვინ დენს სტუ­დი­ო­ში“.

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი 2018 წლის შემ­დეგ მე­გობ­რობ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­თან, ისი­ნი ხში­რად და­დი­ოდ­ნენ ხოლ­მე ერ­თად. 2020 წლის მა­ი­სის და­სა­წყის­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა მე და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძეს გვი­თხრა, რომ მოს­წონ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და მას­თან აყა­ლი­ბებ­და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას. ასე­ვე გვი­თხრა, რომ მო­წო­ნე­ბა ორ­მხრი­ვი იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­საც მოს­წონ­და იგი. მოკ­ლედ, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი­სა და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გო, რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ვი­ნა­ი­დან იგი ჩვენ­თან ერ­თად არ იყო იმ დროს, რო­დე­საც გი­ორ­გიმ მე და ოლეგს გვი­თხრა ამის შე­სა­ხებ.

2020 წლის მა­ი­სის ბო­ლოს­კენ, ზუს­ტი რი­ცხვი არ მახ­სოვს, მე ვი­ყა­ვი სახ­ლში, რა დრო­საც ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. ჩვენ ეზო­ში ვმოძ­რა­ობ­დით და თან ვსა­უბ­რობ­დით, რო­გორც ყო­ველ­თვის. გი­ორ­გიმ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი და მი­თხრა, „ვერ და­ი­ჯე­რებ რა მოხ­და“, რის შემ­დე­გაც მე და­ვინ­ტე­რეს­დი, თუ რა მოხ­და და და­ვუს­ვი მას კი­თხვა, რა­ზე­დაც გი­ორ­გიმ მი­პა­სუ­ხა „მა­რი­ამ ხა­ტის­კაც­მა მომ­წე­რა, აღარ მომ­წონ­ხა­რო“, თან ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის ტე­ლე­ფონ­ში გახ­სნა თა­ვი­სი „ფე­ის­ბუ­ქი“ და მაჩ­ვე­ნა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის­გან გა­მოგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა. რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ეწე­რა: „მგო­ნი აღარ მომ­წონ­ხარ“, გი­ორ­გის პა­სუ­ხის ფორ­მუ­ლი­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე მე ზუს­ტად არ მახ­სოვს, თუმ­ცა, ში­ნა­არ­სობ­რი­ვად იგი გა­ო­ცე­ბას გა­მო­ხა­ტავ­და მა­რი­ა­მის შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ზე და შემ­დეგ­ში მისი ნახ­ვა უნ­დო­და სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­სარ­კვე­ვად.

მე, ოლეგ ბო­ბო­ხი­ძემ და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილ­მა ის დღე ერ­თად გა­ვა­ტა­რეთ, ვსა­უბ­რობ­დით, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო იმის მი­ზე­ზი, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გის და­შორ­და. 2020 წლის ივ­ნი­სის შუა რი­ცხვე­ბი იქ­ნე­ბო­და, რო­დე­საც მე გი­ორ­გის­გან გა­ვი­გე, რომ იგი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ვინ­მე ანი გა­ბე­ჩა­ვას და­ბა­დე­ბის დღე­ზე, რო­მე­ლიც რამ­დე­ნა­დაც გა­ვი­გე, ასე­ვე „ქვინ დენს სტუ­დი­ოს“ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის სა­მე­გობ­რო წრი­დან იყო, ოღონდ ეს დე­ტა­ლი ზუს­ტად არ ვიცი. ზო­გა­დად, გი­ორ­გის სა­უბ­რი­დან შე­მექ­ნა ასე­თი წარ­მოდ­გე­ნა.

გი­ორ­გი და­ბა­დე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვნა­ხე, იგი გა­ხა­რე­ბუ­ლი იყო და ემ­ზა­დე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლად. ზო­გა­დად, გი­ორ­გი ასეთ სა­კი­თხებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან პე­დან­ტუ­რი იყო, ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზე წა­სას­ვლე­ლა­დაც რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე და­ი­წყო მზა­დე­ბა, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და წი­ნას­წარ ტან­საც­მლის შერ­ჩე­ვა­ში, ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯე­ბის შეგ­რო­ვე­ბა­ში და ა.შ. 18 ივ­ნისს, შუ­ა­დღის სა­ა­თებ­ში, გი­ორ­გიმ და­მი­რე­კა ოლე­გის მა­მის ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან და მთხო­ვა, მის­თვის მე­თხო­ვე­ბი­ნა ჩემი ჩან­თა. მე სა­კუთ­რე­ბა­ში მქონ­და მცი­რე ზო­მის, მუქი ლურ­ჯი ფე­რის, წელ­ზე შე­მო­სახ­ვე­ვი ჩან­თა, ე.წ. „ბარ­სეტ­კა“, რო­მე­ლიც მთხო­ვა გი­ორ­გიმ…

2020 წლის 19 ივ­ნისს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ზუს­ტი დრო არ მახ­სოვს, ალ­ბათ, 11-12 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რა დრო­საც მე „ფე­ის­ბუქ­ზე“ მო­მი­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა ჩემი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძის­გან, რო­მელ­შიც ეწე­რა „ბიჭო, შა­ქა­რა და­ი­კარ­გა, გუ­შინ ღა­მის მერე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა“. შე­ტყო­ბი­ნე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მე და­ვუ­რე­კე ოლეგს და ვე­სა­უბ­რე დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად. სა­უბ­რის დროს ოლე­გიმ მი­თხრა, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, რო­მელ­შიც გი­ორ­გის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა, მას შემ­დეგ აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, იგი გი­ორ­გის ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად მცხე­თა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა­ზე­დაც მე და­ვუ­კავ­შირ­დი გი­ორ­გის ნა­თე­სავს, მი­ხე­ილ ონაშ­ვილს, ლავ­რენ­ტი ჯა­ლა­ღო­ნი­ას და ჩემს მე­გო­ბარს ალე­კო ნავ­რო­ზაშ­ვილს. ჩვენ შე­ვიკ­რი­ბეთ და წა­ვე­დით მცხე­თა­ში.

ად­გილ­ზე იყ­ვნენ გი­ორ­გის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი, ასე­ვე ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი ოლეგ ბო­ბო­ხი­ძე. გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ დრო­ის­თვის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში იყო. მე ბო­ბო­ხი­ძის­გან გა­ვი­გე, რომ ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თის­კენ, გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა მი­წე­რა მას, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მოხ­და, ის და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი არა­ფერ შუ­ა­ში იყ­ვნენ, გვი­ან ლის­ზე მი­დი­ოდ­ნენ, რა დრო­საც მან­ქა­ნა მო­ვი­და, უმი­ზე­ზოდ და­უ­წყეს ჩხუ­ბი, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მგზავ­რებ­მა გუ­რა­მი ჩა­ის­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი გა­იქ­ცა…

გი­ორ­გის ძებ­ნის პრო­ცეს­ში მე კო­მუ­ნი­კა­ცია მქონ­და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვილ­თან. ვე­კი­თხე­ბო­დი და­ბა­დე­ბის დღე­ზე მომ­ხდა­რი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ, რა­ზე­დაც იგი მიყ­ვე­ბო­და შემ­დეგ ის­ტო­რი­ას: და­ბა­დე­ბის დღე­ზე გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და გუ­რამ ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლი მი­ვიდ­ნენ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 10 სა­ა­თის შემ­დეგ. ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს იქ მყო­ფე­ბი უკვე ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდათ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, სი­ტუ­ა­ცია და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყოფ ხალ­ხს შო­რის და­ძა­ბუ­ლი იყო, რამ­დე­ნა­დაც მე გა­ვი­გე, ბი­ჭებს სურ­დათ თა­ვი­ან­თი დო­მი­ნან­ტო­ბის წარ­მო­ჩე­ნა გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე, მე­ო­რე მი­ზე­ზად კი ასა­ხე­ლებ­და, და­ბა­დე­ბის დღე­ზე მყო­ფი დი­ჯე­ის მი­მართ აგ­დე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და მი­მარ­თვებს.

და­ძა­ბუ­ლო­ბა მალე გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში, რო­მელ­შიც სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა და­ჩაგ­რეს “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი”, რის შემ­დე­გაც “ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბი” ად­გი­ლი­დან წა­ვიდ­ნენ. ად­გილ­ზე დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გა­და­წყვი­ტეს ლის­ზე წას­ვლა და და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის იქ გაგ­რძე­ლე­ბა. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მყო­ფებ­მა ჩა­ის­ვეს გო­გო­ე­ბი და წა­იყ­ვა­ნეს ლის­ზე, დარ­ჩე­ნი­ლებ­მა კი გზა­ზე გას­ვლა და სხვა ტრან­სპორ­ტით ჩა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტეს თბი­ლის­ში.

გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, 5-6 ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობ­და გზა­ზე ფე­ხით. გად­მოკ­ვე­თეს არაგვზე არ­სე­ბუ­ლი ხიდი, რა დრო­საც მათ წა­მო­ე­წი­ათ ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­და­ნაც გად­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე პი­როვ­ნე­ბა და და­უ­წყეს მათ ცემა, რა­ზეც გუ­რა­მი და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი სხვებ­თან ერ­თად გა­იქ­ცნენ ად­გი­ლი­დან, შემ­დეგ კი მობ­რუნ­დნენ უკან, მი­ვიდ­ნენ იქ მყოფ პირ­თან, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე მათ­თან ერ­თად მოძ­რა­ობ­და და ნა­ცე­მი იყო. ამ დროს, მე­ო­რე ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ვი­და, შე­ჩერ­და მათ წინ, იქი­და­ნაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გად­მო­ვი­და და გა­ე­მარ­თნენ მათ­კენ, რა დრო­საც გუ­რა­მი, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი და მათი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი ისევ გა­იქ­ცნენ ხი­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

გუ­რა­მის გად­მო­ცე­მით, ის ხი­დის მე­ო­რე მხა­რეს გა­და­ვი­და სირ­ბი­ლის დროს, იგი კი უკან მიყ­ვე­ბო­და გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს. ხი­დის ბო­ლო­ში გზას­თან არ­სე­ბუ­ლი მცი­რე ზო­მის შე­ნო­ბა და­ი­ნა­ხა და იმის უკან გა­და­წყვი­ტა და­მა­ლუ­ლი­ყო. შა­ქა­რაშ­ვი­ლი კი, ბოლო მო­მენ­ტში, რო­დე­საც და­ი­ნა­ხა, ხი­დის ქვეშ ჩა­მა­ვალ ვიწ­რო გზა­ზე ჩარ­ბო­და. გუ­რა­მი მდევ­რებ­მა მა­ლე­ვე იპო­ვეს, ჰკი­თხეს, თუ სად წა­ვიდ­ნენ და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა­ზეც გუ­რამ­მა უპა­სუ­ხა, რომ არ იცო­და, შემ­დეგ კი, ჩას­ვეს ავ­ტო­მო­ბილ­ში და წა­მო­იყ­ვა­ნეს მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. მი­სი­ვე გად­მო­ცე­მით, იმ ეპი­ზოდ­ში შე­ე­შინ­და, რომ არ ეცე­მათ და ამი­ტომ ჩაჯ­და ავ­ტო­მო­ბილ­ში.

22 ივ­ნისს, პო­ლი­ცი­ამ გი­ორ­გის გვა­მი აღ­მო­ა­ჩი­ნა მდი­ნა­რე არაგ­ვში, რაც მე სა­ეჭ­ვოდ მეჩ­ვე­ნა, ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გიმ ცურ­ვა არ იცო­და და ზო­გა­დად, ერი­დე­ბო­და წყალს, მდი­ნა­რეს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი მდი­ნა­რე­ში არ ჩა­ვი­დო­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მას­თან ერ­თად მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი და კარ­გად ვიც­ნობ.

მე წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, რის გამო და­შორ­და მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი გი­ორ­გი შაქ­რაშ­ვილს, არ ვიცი სხვა ვინ­მეს­თან აქვს თუ არა ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე­ვე არ ვიცი, სხვა პირს უყ­ვარს თუ არა მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი და ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, იმ­ყო­ფე­ბო­და თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივ­ნი­სის ღა­მეს მცხე­თა­ში.

არ ვიცი ვინ და­პა­ტი­ჟა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი. მგო­ნია, რომ მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცი, ლიზი ნა­დი­რა­ძე და ლიზი ქსოვ­რე­ლი­დან ერთ-ერ­თმა, უფრო ლიზი ნა­დი­რა­ძე მგო­ნია. მგო­ნი ასე მო­ვის­მი­ნე ვი­ღა­ცის­გან, ოღონდ, სად და რო­დის, არ ვიცი. გი­ორ­გის­გან მე მხო­ლოდ ვი­ცო­დი, რომ ანი გა­ბე­ჩა­ვა იყო მა­რი­ამ ხა­ტის­კა­ცის, ლიზი ნა­დი­რა­ძის და ლიზი ქსოვ­რე­ლის და­ქა­ლი და მათი მხრი­დან მი­დი­ო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე.

კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხებთ, რომ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვილს არ ჰქონ­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, მან 2020 წლის გა­ზა­ფხულ­ზე გა­ყი­და მისი კუთ­ვნი­ლი „სამ­სუნ­გის“ ფირ­მის „გა­ლაქ­სი ეს 8“, ვი­ნა­ი­დან მისი გად­მო­ცე­მით ტე­ლე­ფონს დიდ დროს უთ­მობ­და და მის გა­რე­შე უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნობ­და თავს“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable
ახალი ამბები

სელფი მობაილი წარმატებით იმტკიცებს რეიტინგს BB-/Stable

14:51 12-11-2025
„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის
ახალი ამბები

„სიყვარული ბრუნდება, მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის საახალწლო გზავნილი ემიგრანტებისთვის

12:48 12-11-2025
“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ახალი ამბები

“ჩუმი პანდემია” – ბაქტერიოლოგიური კვლევა თანამედროვე ლაბორატორიის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა – რას უყვება “ალიას” “ნიუჰოსპიტალსის” ლაბორატორიის ხელმძღვანელი

18:53 12-10-2025
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები
ახალი ამბები

თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი კვირა – 320-ზე მეტი გამარჯვებული და 45 000 ლარამდე გაცემული პრიზები

15:51 12-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved