• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ იყო სააკაშვილი პუტინისთვის ზელენსკის გამოჩენამდე და რა არის მისი უკანასკნელი იმედი? – ინტერვიუ პოლონურ რადიოსთან

ალია ავტორი - ალია
17:41 03-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,810

მიხეილ სააკაშვილმა პოლონურ რადიოს მისცა ინტერვიუ.

მედიის ბრიუსელის კორესპონდენტმა მიხეილ სააკაშვილის წერილობითი პასუხი twitter-ზე გაავრცელა. როგორც პოლონური მედია წერს, მას სურდა ჩაეწერა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მესამე პრეზიდენტის ადვოკატს ოთახში ჩამწერის შეტანის უფლება არ მისცეს.

ინტერვიუ:

ბატონო პრეზიდენტო, პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენი ჯანმრთელობის შესახებ და როგორ მიდის თქვენი მკურნალობა საავადმყოფოში?

“ამ ჰოსპიტალში მკურნალობასთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს უსაფრთხოების სამსახურები იღებენ. ხსნიან და ნიშნავენ სამედიცინო პერსონალს. ცდილობენ, ჩაერიონ სამედიცინო ისტორიაში. ძალიან ახლოს ვარ მრავლობითი ორგანოს უკმარისობასთან. ძალიან სუსტად ვარ და დიდ ტკივილს განვიცდი”

ეთანხმებით თუ არა განცხადებას, რომ თქვენ ხართ პუტინის ნომერ პირველი მტერი?

“ვიყავი, ზელენსკის გამოჩენამდე. მე ვიყავი პუტინის მტერი, რადგან წარმატებული რეფორმები გავატარე, დავამარცხე კორუფცია და რაც მთავარია, გავბედე მასთან ბრძოლა”.

იცით, თუ არა, რომ პოლონელი ექიმები თბილისში ჩამოსასვლელად ემზადებიან, პოლონეთმა ასევე გამოხატა მზადყოფნა, რომ მიგიღოთ სამკურნალოდ:

“დიახ, ეს ჩემი უკანასკნელი იმედია, რომ ვიცოცხლო. თავდაპირველად, საქართველოს პრემიერმინისტრი მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ დათანხმდა, ასეთი მისიის მიღებას, თუმცა როგორც ყოველთვის, ეს ტყუილი აღმოჩნდა”

პოლონეთმა ევროკავშირში დემარში დაიწყო. ეს არის ოფიციალური პროტესტი, რომელიც გადაეცა საქართველოს ხელისუფლებას, ევროკავშირის 27 ქვეყანა ერთხმად საუბრობს. რა მნიშვნელობა აქვს ამ ევროპულ ზეწოლას თბილისის ხელისუფლებაზე.

“პოლონეთი მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილური და იდეალების ერთგული ქვეყანაა. თუ მე გადავრჩები, პოლონეთის მადლობელი ვიქნები. ლეხ კაჩინსკი იყო ის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე. ის სულ მეუბნებოდა: “ჩვენ შორის განსხვავება ისაა, რომ როცა მე პრეზიდენტი აღარ ვიქნები, შემეძლება ვიცოცხლო, შენ შეიძლება მოგკლან”. სამწუხაროდ, ის მოკლა პუტინმა და პუტინი ახლა მკლავს მე”.

რაც შეეხება ბოლო დროს საქართველოში გამართულ საპროტესტო აქციებს “უცხოელი აგენტების” კანონის წინააღმდეგ, ისინი მასიური იყო და ხელისუფლებას აიძულა, უკან წაეღო კანონი, ამიტომ ზეწოლას აზრი აქვს.

“დიახ, ერთადერთი ენა, რომელიც მათ [საქართველოს ხელისუფლებას] ესმით, ეს არის ხალხის ძალა, ხალხის, რომელსაც არაფრის ეშინია. ბელარუსის მომიტინგეებისგან განსხვავებით, ჩვენი ახალგაზრდობა გადამწყვეტად იბრძოდა. ეს არის “მიშას თაობა”, რომელიც ვარდების რევოლუციის დროს დაიბადა. მას არ გამოუცდია ელექტროენერგიის გათიშვა, სიღარიბე. სკოლაში ყველა ბავშვს მივეცით კომპიუტერი, რუსული ენა ინგლისურით ჩავანაცვლეთ, ათასობით ამერიკელი მასწავლებელი მოვიწვიეთ. ჩვენ გავაძლიერეთ დასავლური სტილის უნივერსიტეტები, რომლებიც ამ პროტესტის საფუძველი იყო. ამ ახალგაზრდებმა გამოცადეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა”

ამბობენ, რომ ეს კანონი საქართველოს რუსეთმა დაუწესა. საქართველო მოსკოვის მუდმივი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ისევე როგორც მოლდოვა. ეს ორი ქვეყანა ევროპისკენ მიმავალ გზაზე დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვება გადამწყვეტია.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს პირდაპირ მოსკოვმა დააწესა. ასევე კრემლის მოთხოვნაა, რომ მე არ გადამიყვანონ პოლონეთში სამკურნალოდ. გაზაფხულზე დაგეგმილი უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ მომავალში ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მე ვარ უკრაინის მოქალაქე და ზელენსკის რეფორმების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, ამიტომ ორმაგი სტატუსი მაქვს.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved