• რეკლამა
  • კონტაქტი
15:42, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ იდგა 5 ივლისის დარბევის უკან რეალურად? – სუს-ის შეფების საიდუმლო საუბრები (ვიდეო)

ალია ავტორი - ალია
23:22 07-02-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,578

 

“ნოდარ მელაძის შაბათი” ინფორმაციით ასაჯაროებს, სატელეფონო საუბრებს, რომლითაც დასტურდება, რომ ხუთ ივლისის სისხლიანი დღის უკან, ივანიშვილის მთავრობა, კერძოდ კი, ღარიბაშვილის გუნდიდან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები იდგნენ. 

მედიის ცნობით, შემსრულებლებმა ფული – დამკვეთებმა კი სასურველი შედეგი მიიღეს. 

რეპორტაჟის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი, ვინც უმძიმეს დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე ამრევების მიყვანის ბრძანებას გასცემდა, მიხეილ ტურაბელიძეა. ეს უკანასკნელი ადამიანების უკანონო მოსმენების და პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალის შესახებ ბრძანებების ავტორიცაა.  შესრულებული სამუშაოს გამო, ტურაბელიძემ ჯილდოც მიიღო – მისი ცოლის სახელზე 2021 წლის ოქტომბერში  ბაკურიანში სასტუმროს აპარტამენტები გაფორმდა.

“შაბათის ეთერის” მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ აუდიოფაილში მიხეილ ტურაბელიძე საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს  სთხოვს უთხრან, ვინ რამდენი ამრევი მიიყვანა ადგილზე ვითარების დასაძაბად.

სუსის შიდა მოხმარების “ჩატის” მიხედვით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ძალადობრივ აქციაზე მიყვანილ საკუთარ ხალხს ბოლომდე პატრონობდა, ცდილობდა ეხსნა ციხიდანაც.

აუდიოშეტყობინებაში, რომელსაც მედია აქვეყნებს და ამბობს, რომ  საუბრობს მიხეილ ტურაბელიძე, ისმის სიტყვები:

“ბიჭებო, მადლობა დღევანდელი დღისთვის, ყველამ დავისვენოთ, როგორც ოპერებმა, ასევე ხელმძღვანელებმა. მე თუ არა, სახელმწიფო დაგიფასებთ ამ ამაგს, დარწმუნებული ვარ, როგორც შრომით საქმიანობაში, ასევე პირადად, ძმაო, ყველას გვერდით დაგიდგებიან, ძმაო, დარწმუნებული ვარ და თქვენც ესე ფიქრობთ, ალბათ.”

“რამეს ჩინურად ვლაპარაკობ? ყველამ დამიდასტურეთ და ჩამიგდეთ ზუსტი რაოდენობა, ვინ რამდენი მიიყვანეთ, რომ გადავცე…”

“ძმებო, ფრთხილად იყავით, ჩვენი პრინციპი არ არის სახეზე ვინმეს დავადოთ ტელეფონი და ისე გადავიღოთ, გახსოვდეთ, რომ ეს ნაძირლებიც იღებენ…; “ესენი არიან ვინც ჟურნალისტები გაძუყნა დაჭერას უპირებენ და ძალიან საჩქაროა და დღესვე გვჭირდება დადგენები.” – წერს, “ტვ პირველის” ცნობით ტურაბელიძე

http://

 

 

თეგები: 5 ივლისიირაკლი ღარიბაშვილისუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved