ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა “ტვ პირველის” გადაცემაში “რეაქციაში” განაცხადა.
ჩვენი პრინციპული პოზიციაა შემდეგი და ამას კიდევ ერთხელ დაგიდასტურებთ – ჩვენ არცერთ შემთხვევაში არანაირ კოალიციას და თანამშრომლობას არ დავუშვებთ არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიშა სააკაშვილთან, სხვა ყველაფერი განხილვადია”- თქვა გიორგი გახარიამ ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ.
ის, რომ ამას აქვს 30% და იმას 45%, არ ნიშნავს, რომ მათ უნდა შექმნან კოალიცია, ეს არ არის ასე, არსად არ წერია, ეს არის გრძელი და საკმაოდ რთული პროცესი და ამ პროცესში შესაძლებლობები არის უამრავი.
მე კიდევ ერთხელ გიმეორებთ – კრიტიკულად მიუღებელია ერთი კერპი ერთ მხარეს და მეორე კერპი მეორე მხარეს, სხვა ყველაფერი განხილვადია”- დასძინა მან.
კომენტარები