• რეკლამა
  • კონტაქტი
14:15, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გაუწია ციხიდან გამოსულ მერაბიშვილს ფინანსური დახმარება და რა ბედი ელის მას მომავალ კვირაში?

ალია ავტორი - ალია
01:28 06-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ოპოზიციაზე საუბარს იმით დავიწყებთ, რომ მომავალ კვირაში ძალოვნები აუცილებლად შეისწავლიან ერთ-ერთი ტოტალიზატორის ფინანსურ საქმიანობას. უფრო კონკრეტულად კი, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქსელური სლოტ-კლუბების მფლობელებს მძიმე დღეები ელით. მიზეზი მარტივია – თავის დროზე, ამ სლოტ-კლუბებს ვანო მერაბიშვილის ხალხი აკონტროლებდა. მისი დაჭერის შემდეგ, მფლობელი შეიცვალა, თუმცა მხოლოდ ფურცელზე და ის ფორმალურად გადაფორმდა მეზობელი ქვეყნის მოქალაქეზე, რეალური პატრონი კი ისევ ძველი დარჩა. ჰოდა, როგორც გვეუბნებიან, ციხიდან გამოსულ მერაბიშვილს, სოლიდური ფინანსური დახმარება სწორედ ამ კაცმა გაუწია და ახლა ერთი შეხედვით ხელშეუხებელ სფეროს მსუყე ფრთას ჩამოაჭრიან.

ეს სფერო კი ხელშეუხებელი ერთადერთი მიზეზის გამოა – იქ წლის განმავლობაში იმაზე მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე საქართველოს ბიუჯეტში (თან ეს ოფიციალური მონაცემებით) და რაღა თქმა უნდა, სადაც დიდი ფულია, იქ თვალი ბევრ რამეზე უფრო ადვილად იხუჭება. სხვაგვარად, რატომ არის, რომ მაგალითად, რეგისტრაცია ინტერნეტის მეშვეობით მარტივად ხდება, ხოლო თუ რეგისტრაციის გაუქმება გინდა, აუცილებლად სათაო ოფისში უნდა მიხვიდე?! თანაც, როცა მშობელი მიდის და ეუბნება, რომ მისი პირადობის მოწმობის ნომერი დაბოლკონ, რადგან არასრულწლოვანი შვილი მისი პირადობით არის დარეგისტრირებული, დაბლოკვაზე უარს ამბობენ. ანუ, ოფისში მისულ მშობელს რეგისტრაციას კი უუქმებენ, მაგრამ შვილს, რომელმაც დედის ან მამის პირადი ნომერი ზეპირად იცის, მეორე დღესვე შეუძლია რეგისტრაციის გავლა.

თუმცა, ამ თემაზე სხვა დროს და უფრო ვრცლად, მითუმეტეს, ვამზადებთ მასალას, სადაც დეტალებში მოგვიყვებიან, როგორ არ გადაუხადა ერთ-ერთმა უდიდესმა კაზინომ თანამშრომლებს პანდემიის დროს ხელფასი, როგორ აიძულა განცხადების დაწერა ყველას, რომ ხელფასზე უარს ამბობდნენ მანამ, სანამ კაზინო მუშაობას არ დაიწყებდა და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, როგორ დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებას.

ანი დვალიშვილი, ალია №20

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved