• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გარბის რუსეთიდან, რას ფიქრობს რუსეთზე სხვა ქვეყნების ხალხი და ვის აფრთხილებს ზელენსკი სამარის გათხრით? – ომის მე-17 დღე

ალია ავტორი - ალია
04:33 03-13-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

ომის მე-17 დღე და ვითარება უკრაინაში – პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის ვიდეომიმართვა:

“ბრძენი ერი,  ძლიერი ქვეყანა

დასრულდა ომის მე-17 დღე. ომის, რომელშიც თავისუფლებისთვის ვიბრძვით.

რუს ოკუპანტებს გათვლები აქვთ მხოლოდ აგრესიაზე, ტერორზე, ძალადობაზე და არმიაზე, რომელიც მათ ძალიან დიდი ჰყავთ, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი ბუნებრივი პირობები ამის გასაკეთებლად.
მათ ასევე არ აქვთ ბედნიერების შეგრძნების უნარი. არ იციან ოცნება, სადაც კი მივიდნენ ყველგან მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ჩვენი სახელმწიფო აქციოს ლუგანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკების“ ანალოგად. ზონა, რომელიც იზოლირებულია მთელი ცივილიზებული სამყაროდან. ზონა, სადაც მხოლოდ ძალადობაზეა დაფუძნებული ყველანაირი ღირებულებები.

დააკვირდით ვინ გარბის რუსეთიდან და ვის გააქვს საკუთარი ბიზნესი სხვა ქვეყნებში. ესენი არიან პროგრამისტები, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში თავისუფალი სივრცე არ აქვთ, ბიზნესმენები რომლებიც მუდმივად იმის შიშით ცხოვრობენ, რომ რაღაცას წაართმევენ, მსახიობები, რომლებიც გრძნობენ რომ ქვეყანაში სადაც ჩალის ფასი აქვს ადამიანის სიცოცხლეს, ჩალის ფასი აქვს ხელოვნებასაც. ზუსტად ის, რაც დღეს სჭირს რუსეთს, ელოდება დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებს და ეს იქნება სრული დეგრადაცია.

ხერსონის ოლქში ცდილობენ შექმნან ე.წ., ფსევდორესპუბლიკა. აშანტაჟებენ ადგილობრივ დეპუტატებს, ხელმძღვანელებს და ეძებენ ისეთ ადამიანებს, ვის მოსყიდვასაც შეძლებენ. მიზანი ერთია – შექმნან ე.წ. ხერსონის სახალხო რესპუბლიკა.

იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება ოკუპანტების პირობებს დათანხმდეს, გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ სამარეს ითხრით, ისევე როგორც ის ათასობით რუსი ჯარისკაცი.

დღეს ხერსონში ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატებმა სხდომა ჩაატარეს და 44-ვემ მხარი დაუჭირა, რომ ხერსონი უკრაინის ნაწილია. ჩვენ გავიმარჯვებთ, თუმცა დაგვჭირდება დრო და ძალები, რომ ეს ძალადობრივი მანქანა გადავტეხოთ.

მინდა იცოდნენ ოკუპანტებმა  ჩვენ არაფერს დავივიწყებთ, ვიპოვით და პასუხისგებაში მივცემთ.

დღეს ჰუმანიტარული დერეფნების გამოყენებით, 12 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. გავგზავნეთ ჰუმანიტარული ტვირთებიც, რომლებიც ქალაქებში ხვალ შუადღეს ჩავა.
ყოველ დღე ვესაუბრები ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებს და ვეუბნებით, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი დახმარება, ეს იქნება დახმარება დანარჩენი ევროპისთვისაც. რადგან, ბოროტება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოვიდა და ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს, ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, საავადმყოფოებს, სახლებს, საბავშვო ბაღებს, არ  გაჩერდება.

გამოკითხეთ ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობა და მიხვდებით, რომ უკრაინა ლიდერია იმ ქვეყნების სიაში, რომელიც ხალხს მოსწონს, ხოლო რუსეთი არამხოლოდ ბოროტი ქვეყნის სიაშია, არამედ ის უფრო ბოროტია ვიდრე ჩრდილოეთ კორეა. ასე ფიქრობენ უბრალო ადამიანები აშშ-ში, ევროპაში და ამისთვის მადლობელი ვარ. მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერისთვის და ჩვენი ბრძოლის შინაარსის გაგებისთვის.

მივიღე გადაწყვეტილება 106 უკრაინელს, გმირის წოდება მივანიჭო. სამწუხაროდ 17 მათგანი დაღუპულია.
სამუდამო ხსოვნა გმირებს, ვინც სამშობლოსთვის თავი გასწირა.
დიდება უკრაინას”

 

 

 

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved