• რეკლამა
  • კონტაქტი
11:57, პარასკევი, 3 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გამოუქვეყნა ნიკა მელიას აუდიო ჩანაწერი? – “არ დამალულა ის კაცი, კითხეთ ვინ მისცა, საიდან, როგორ ჩავარდა მის ხელში” – ხაბეიშვილი

ალია ავტორი - ალია
03:13 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,839

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს:

ინგა გრიგოლია:

-ფარული ჩანაწერები, მანქანა ვიღაცამ ვიღაცას აჩუქა, გუშინ კაი ბიჭი იყო, ვინც აჩუქა, დღეს ცუდი ბიჭია, ეს არ გაზარალებთ?

ლევან ხაბეიშვილი:

-იყო რაღაცეები რასაც არ ვისურვებდი ამ არჩევნებში. ჭორაობანას მაგალითად, რომელსაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ დაუდო სათავე. როგორც კი დაიწყო არჩევნები, ნიკა მელია გამოვიდა და თქვა, მე უნდა ვამხილო, უნდა ვთქვა ყველაფერი, ფარდის უკან დგას რაღაცა ჯგუფი, იმის უკან დგას ეს. ესაა დამღუპველი…  ასპინძაში, ადიგენში, ახალციხეში, ხულოში, ფოთში, მარტვილში პარტიის თავმჯდომარე ნამყოფი არ არის, ეს არ არის საქმიანი პრეტენზია?

ინგა გრიგოლია:

-ეს საქმიანი პრეტენზიები მისთვის უნდა წარგედგინათ, უბრალოდ, მე ვთვლი, რომ უდროო იყო..

ლევან ხაბეიშვილი:

-ასე უნდა გამეგრძელებინა, არაფერი უნდა მომხდარიყო? ცხელი შემოდგომის მერე… პოლიტიკური პასუხისმგებლები არ დგება ადამიანების? დავაგვიანეთ, ეს არჩევნმები უნდა ყოფილიყო მანამდე, თუ რამეზე პასუხისმგებლობას ვგრძნობ არის ის, რომ არჩევნები უნდა ყოფიულიყო მანამე. ხალხს დააბრალო რომ არ გამოდის, ეს არის ტყუილი 2022 წელს., ასოათასობით ჩემი თანამოქალაქე ვნახე რამდენჯერმე და ამას სჭიურდებოდა გამოყენება.

ინგა გრიგოლია:

-რატომ ახლა? როცა ნიკა მელია ღიად ალაპარაკდა იმაზე, რომ ეს არის გეგმა კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილს და ვანო მერაბიშვილის ხელწერაა ზუსტად ის ჩანაწერები, რომლებიც მე გამომიქვეყნესო… ამ სტუდიაში თქვა, რეგიონ-რეგინ დადიოდნენ და ხალხს ასმენინებდნენ იმ ფარულ ჩანაწერს, რომელიც მერე გამომიქვეყნესო.

ლევან ხაბეიშვილი:

-როგორც კი გამოქვეყნდა, მაშინვე ვთქვი, რომ სიბინძურეა და არ მაინტერესებს, თავად შეუდგნენ მერე ამის გაქექვას. სხვათა შორის, თქვენ ეთერში, მე მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, მიშას პარტიის მომხრეები, რომელ პარტიაშიც უნდა თავმჯდომარეობა, იმსახურებდნენ იმას, რომ მას ეთქვა, რომ მე არასდროს პრეზიდენტ სააკაშვილს არ მივაყენებ შეურაცხყოფას, არასდროს ეს არ გამიკეთებია, ეს არის სიბინძურე, მან ესეც არ თქვა.

ინგა გრიგოლია:

-მან თქვა, რომ არ შედის ჩანაწერის შინაარსის და ეს ლეგიტიმურია.

ლევან ხაბეიშვილი:

-იმან რა თქვა ხომ მოვისმინეთ, ხომ იყო გადაცემა? მე გეუბნებით ახლა მე რას ვფიქრობ, მე მგონია, რომ ჰქონდა ვალდებულება, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთან ეს ეთქვა. მე რომ ვინმემ მითხრას, რომ მიხეილ სააკაშვილს ვაგინებ, ვიტყვი, რომ ეს არის ტყუილი, არ არსებობს ეგეთი ბუნებაში და ხომ შეიძლება დააფასო ხალხი და გაუქარწყლო ეჭვი… ეს ეჭვი რომ არ გაჩენილიყო, კითხვას ხომ არ დაუსვამდით, არა? მაშინვე ვთქვი, რომ ამის გარჩევაში მე არ შევალ, არის სიბინძურე, რახან განიხილეთ, რახან კითხვაც დაუსვით, ამიტომ ვამბობ, ამ ადამიანს შეეძლო ეს ეთქვა.

ინგა გრიგოლია:

-ერთია რა თქვით თქვენ და მეორეა ადამიანი ამტკიცებს, დადიოდნენ და სოფელ სოფელ ასმენინებდნენ ადამიანებსო.

ლევან ხაბეიშვილი:

-თქვენ იცით ვინ გამოაქვეყნა ეს?

ინგა გრიგოლია:

-ნიკა მელია ფიქრობს რომ ვანო მერაბიშვილმა…

ლევან ხაბეიშვილი:

-ცოცხალი ადამიანია, კი არ დამალულა ის კაცი, ჩანაწერი ვინც გამოაქვეყნა – წაბრძანდით და კითხეთ ვინ მისცა, საიდან მისცა, როგორ ჩავარდა მის ხელში, დანარჩენი ხომ ჭორაობაა? ჩუმად, დამალულად კი არ აიტვირთა, ცოცხალმა ადამიანმა ატვირთა. მე პირადად არც მომისმენია, თორემ მისი დამოკიდებულების შესახებ მიხეილ სააკაშვილისადმი, თქვენ ეთერში, აქვს ნათქვამი, თუ არ ვცდები, რომ არასდროს არ იქნება მისი მეგობარი.

 

თეგები: ლევან ხაბეიშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023
„ყველა  მშიშარა, მონა და  მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე
ახალი ამბები

„ყველა მშიშარა, მონა და მხდალი არ არის! ამ პროცესს, ვერავინ გააჩერებს, ეს გამორიცხულია“ – გედევან ფოფხაძე 24 თებერვლის აქციაზე

23:09 01-24-2023

ბიზნესი

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები
ბიზნესი

საბურავები 59 ლარიდან – „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებები

14:15 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved