• რეკლამა
  • კონტაქტი
21:12, ოთხშაბათი, 6 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ გააბა ხაფანგში ოპოზიცია და რამდენი დაუჯდა ივანიშვილს 2012 წლის კოალიციის შექმნა? – ინტერვიუ ბონდო მძინარაშვილთან

ალია ავტორი - ალია
23:56 11-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

„ალიას“ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

– ხალხის ნაწილი დიდი ხანია ფიქრობს, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი შეხმატკბილებულად მოქმედებენ.

– ასე ვიტყოდი: სააკაშვილს პოლიტიკური სიცოცხლისთვის სჭირდება ეს აქტიურობა, ივანიშვილი კი მის ამ აქტიურობას ძალიან კარგად იყენებს. დააკვირდით, რა შედეგებს იღებს სააკაშვილი და რა შედეგებს იღებს ივანიშვილი. სააკაშვილი რჩება „ქართული ოცნებისთვის“ სასურველ პარტნიორად, ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას მაქსიმუმ 5 მანდატი აქვს. ხარაკირი გაიკეთა ოპოზიციამ და ეს ხარაკირი ძალიან ხელსაყრელი იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის თავმჯდომარეც ახლა ბაჩუკი ქარდავაა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობდა, როგორც პარტია და ბაჩუკი ქარდავა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაშია. წარმოიდგინეთ, რა ხდება: პარტია ცალკე მონაწილეობს არჩევნებში და ამ პარტიის თავმჯდომარე არის სხვა პარტიის პროპორციულ სიაში – ეს სერიოზულად შეიძლება, განვიხილოთ? ამ პოლიტიკურ პარტიებს არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. თუ ასე გაგრძელდება, მათი „მისია“ ის იქნება, რომ 2024 წლისთვის მივიღებთ ორპარტიულ პარლამენტს, რაც ხელს აძლევს როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას.“ სააკაშვილმა ხაფანგში გააბა ოპოზიცია. მათ ეგონათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად შეძლებდნენ წარმატების მიღწევას და „ოცნების“ დამარცხებას, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკური გონი არ ეყოთ იმის გასათვალისწინებლად, რომ ეს ხელსაყრელი შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ სააკაშვილისთვის…

– და ივანიშვილისთვის ასევე…

– დიახ, დიახ, ვერ გაითვალისწინეს, რომ ივანიშვილი მაღალი კლასის მოთამაშეა და ამ ვითარებას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა და არა თავის საზიანოდ. ერთადერთი ადამიანი (არ ვგულისხმობ პარტიას, ადამიანი), ვისაც აქვს გეგმა და სცენარი, ბიძინა ივანიშვილია, ყველა დანარჩენი ერთადერთ რამეზე ფიქრობს: სად არის ამ გეგმაში მისი ადგილი და რა როლი ერგება ამ სცენარში.

– ადამიანი და არა პარტია, ადამიანი და არა გუნდი… 8 წლის მანძილზე ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა შეექმნა ჩემი კი არა, თავისი მოსაწონი გუნდიც კი.

– ადამიანები, რომლებიც ივანიშვილს კლასიკურ პოლიტიკურ ლიდერად აღიქვამენ, შეცდომას უშვებენ – ივანიშვილს ჰქონდა კოალიცია, გახსოვთ მისი ეს განცხადება? – ნახეთ, რა კარგად გამოვიყენე მე ეს ადამიანებიო, თქვა, როცა საუბარი იყო უსუფაშვილზე, ალასანიაზე, სანიკიძეზე და სხვებზე. ახლაც მისთვის ეს ადამიანები – თალაკვაძე, მდინარაძე, კობახიძე არიან პოლიტიკური მენეჯერები. ივანიშვილისთვის პოლიტიკური პარტნიორები არ ყოფილან არც ალასანია, არც სანიკიძე, არც უსუფაშვილი, თანაბრად არ განიხილავდა. ის სახავს ამოცანას და კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული მიმართულებებით, ეს იქნება თალაკვაძე, კობახიძე, გახარია, ღარიბაშვილი თუ გომელაური, ყველა ასრულებს ამოცანას, მაგრამ ისინი არ არიან ივანიშვილის პარტნიორები, ივანიშვილი მათ პარტნიორებად არ აღიქვამს. ახლახან მომზადდა ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით სიუჟეტი და საუბარი იყო პიკასოს ნახატზეც, რომელიც ივანიშვილის საკუთრებაა, კერძოდ, ეს არის გენიალური ტილო „დორა მარი კატით“, რომელში მან 95 მილიონი დოლარი გადაიხადა. წარმოიდგინეთ, 2012 წლის კოალიციის შექმნა, ამ ნახატზე გამოსახული კატის კუდის ფასი დაუჯდა… დაახლოებით 5 მილიონი დოლარი დაუჯდა ამ „პოლიტიკური გიგანტების“ ამბიციების დაკმაყოფილება. იმასაც შეგახსენებთ, რა თქვა მარგველაშვილზე: მხოლოდ მან მითხრა, რომ ანაზღაურება არ სჭირდებოდა, რადგან ინსტიტუტიდან შემოსავალი ჰქონდაო… ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი არის ძალიან დაბალ დონეზე.

– შეინარჩუნებს ერთპარტიული სისტემით „ქართული ოცნება“ კიდევ 4 წელი ამ პარლამენტს?

– ეს პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი ხაფანგი დააგო.  ამ ადამიანებმა რამდენიც უნდა ილაპარაკონ, რომ ისინი პარლამენტში არ შედიან, მათ დეპუტატად უფლებამოსილების ცნობას წინ არაფერი დაუდგება. ჩემი აზრით, ამუშავდება ეს მექანიზმი – დავუშვათ, შალვა ნათელაშვილმა, რომელსაც ერთი მანდატი აქვს, დაწერა განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. პარლამენტი ვალდებულია ეს განცხადება განიხილოს. თუ დააკმაყოფილებს, ამის შემდგომ, ცესკო პარლამენტს გაუგზავნის მომდევნო გვარს, ეს არის გუგავა… მესამე და მეოთხე ნომრად ნათელაშვილის სიაში ვინ არიან, იცით? საზოგადოებისთვის სრულიად უცნობი ადამიანები… მეხუთე და მეექვსე ნომრად არიან ლაშა ჩხარტიშვილი და ბექა ნათელაშვილი. ის ორი ადამიანი,  მესამე და მეოთხე ნომრები, სიაში რატომაა? და ის ორი ადამიანი რატომ არ დარჩებიან პარლამენტში, თუ ნათელაშვილმა და გუგავამ შეიწყვიტეს უფლებამოსილება? ისინი ხომ ივლიან იმ პარლამენტში? მე ერთი პარტიის მაგალითზე ავხსენი და ვიცით, რა ხდება სხვა პარტიებში?

– და თუ ეყოთ გონიერება ოპოზიციის ლიდერებს და არ დააყენეს უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი? ამ შემთხვევაში, ისინი ქაღალდზე იქნებიან პარლამენტის წევრები, მაგრამ მათი პარტიიდან ვერც სხვა შევა პარლამენტში და „ოცნება“ მარტო დარჩება…

– ეს რა პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების მიღებაში და ლეგიტიმაციაში? პარლამენტი ამ შემთხვევაშიც მრავალპარტიული იქნება.

– ლეგიტიმაცია არსებობს ხალხის მიერ მინიჭებულიც, მხოლოდ სამართლებრივი ლეგიტიმაცია ხომ არ არსებობს? მასე, ხალხს აჯანყებისა და რევოლუციის უფლებაც აქვს…

– ხალხს რევოლუციის უფლება აქვს, მაგრამ უნდა უნდოდეს რევოლუცია. რა ვუყოთ იმ 1 მილიონ ამომრჩეველს, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია? შეინარჩუნებენ კი არა, მეტსაც გეტყვით, ამ 4 წელიწადში პოლიტიკური პარტიები სულ  ნაწილ-ნაწილ შევლენ პარლამენტში. ყველა პოლიტიკურ პარტიაში არიან დეპუტატების კანდიდატები, რომლებმაც კონკრეტული ფული გადაიხადეს იმისთვის, რომ პარტიულ სიაში ყოფილიყვნენ და ასე იყო ყოველთვის. ის ადამიანი იტყვის: მე ფული გადავიხადე, რომ ვიყიდო მანდატი, შენ ხარ ჩემი გამტარი, მაკლერი ხარ, გაძლევ ფულს და გეუბნები, წადი და მომიტანე ეს მანდატი. შენ მპასუხობ, რომ იცი რა არის, მე კი ავიღე შენგან ფული, მაგრამ ამ მანდატს ვერ მოგიტან, რადგან ჩემი პოლიტიკური მიზნები მაქვსო? მე არ მაინტერესებს ეს, მე ფული გადაგიხადე ჩემთვის მანდატის მოტანაში… ეს ადამიანები, ადრე თუ გვიან მოითხოვენ ამ მანდატებს…

– „ოცნების“ მაკლერი ვინ არის?

– „ოცნებას“ რაში სჭირდება მაკლერები? „ოცნებამ“ დიდწილად, რეგიონებში მაჟორიტარებად ჩასვა ის პირები, რომლებიც საკუთარ მანდატებს საკუთარი ფულით მოიპოვებენ და კამპანიაში პარტიას ფული არ დაეხარჯებოდა. „ოცნება“ არ არის ღარიბი პარტია და საიმისო არაფერი სჭირს, ოღონდ ფული მომეცი და სიაში ჩაგსვამო, ვინმეს რომ უთხრას.

– როგორია თქვენი პროგნოზი, ოპოზიციიდან პირველი ვინ შევა პარლამენტში?

– ისეთი განცხადებები გააკეთა „გირჩმა“, რომ ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი „გირჩი“ დაწინაურდება. ყველას კარგად ესმის, რომ დასავლეთისთვის ასეთი დესტრუქციული პროტესტი არის სრულიად გაუგებარი.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: 2020 არჩევნებიბიძინა ივანიშვილიბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე
ახალი ამბები

საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

11:21 08-05-2025
თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურად, ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი

10:57 08-05-2025
„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული
ახალი ამბები

„მზიური მარტო კაფე არ არის“- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული

17:24 08-04-2025
კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა
ახალი ამბები

კიდევ ერთი ნაბიჯი ბიზნესის ყოველდღიურობის გასამარტივებლად- თიბისიმ ბაზარზე სრულიად ახალი ტიპის პოს ტერმინალი დანერგა

17:21 08-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved