• რეკლამა
  • კონტაქტი
18:43, ხუთშაბათი, 12 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ დაიკავებს გაერთიანებული სამეფოს ტახტს?

ალია ავტორი - ალია
22:24 09-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
258

დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს ტახტს პრინცი ჩარლზი დაიკავებს.

ტრადიციის მიხედვით, პირველი ოფიციალური პირი, ვინც განცხადებას გააკეთებს, პრემიერმინისტრი იქნება, რომელიც მოგვიანებით ახალ მონარქს შეხვდება.

პრინცი ჩარლზი იმავე საღამოს საჯარო განცხადებით გამოვა. დედოფლის გარდაცვალებისთანავე პრინცი ჩარლზი მეფე ხდება. მისი კორონაცია შესაძლოა რამდენიმე თვეში ან ერთ წელში გაიმართოს.

მოსახლეობისადმი მიმართვის შემდეგ ჩატარდება წირვა წმინდა პავლეს საკათედრო ტაძარში, რომელსაც დაესწრება პრემიერმინისტრი.

მეორე დღეს, სპეციალური საბჭო, რომლის წევრებიც მაღალჩინოსნები არიან, სენტ ჯეიმსში შეიკრიბებიან, რათა მეფე ჩარლზი ახალ სუვერენად გამოაცხადონ.

ბრიტანეთის პარლამენტი სამძიმრის წერილის შესათანხმებლად შეიკრიბება. საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა ათი დღით შეჩერდება. ორ დღეში დედოფლის ცხედარს ბუკინგემის სასახლის ტახტის ოთახში დაასვენებენ.

მესამე დღეს მეფე ჩარლზი ვესტმისტერ ჰოლში სამძიმრის წერილებს მიიღებს. დღის მეორე ნახევარში კი გაერთიანებული სამეფოს გარშემო ტურნეში გაემგზავრება, რომელიც შოტლანდიის პარლამენტში ვიზიტით დაიწყება.

მეოთხე დღეს მეფე ჩარლზი ჩავა ჩრდილოეთ ირლანდიაში, სადაც ჰილსბოროს სასახლეში სამძიმარს მიიღებს და ბელფასტში მსახურებას დაესწრება.

ამავე დღეს დედოფლის ცხედრის გადასვენება მოხდება ბაკინგემის სასახლიდან უესტმისტერის სასახლეში.
მეხუთე დღეს ლონდონის გავლით მონარქს ბაკინგემის სასახლიდან უიესტმისტერის სასახლეში გადაასვენებენ, სადაც მსახურება ჩატარდება.

უესტმისტერის სასახლეში დედოფალი სამი დღის განმავლობაში იქნება დასვენებული, უესტმისტერ ჰოლი პუბლიკისთვის 23 საათის განმავლობაში იქნება ღია. ამავე პერიოდში მეფე ჩარლზი გაემგზავრება უელსში, სადაც ასევე სამძიმარს მიიღებს და კარდიფში მსახურებას დაესწრება.

ამ ხნის განმავლობაში, სამთავრობო უწყებები დაკრძალვის დაგეგმვით იქნებიან დაკავებულნი. გასათვალისწინებელი იქნება სატრანსპორტო მიმოსვლა, უცხო ქვეყნის ლიდერების ჩამოსვლა, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.

დაკრძალვის დღე ოფიციალურად გამოცხადდება გლოვის დღედ.

უშუალოდ დაკრძალვა უესტმისტერის სააბატოში გაიმართება. შუადღით მთელი ქვეყნის მასშტაბით ორწუთიანი დუმილი გამოცხადდება.

პროცესია ჩაივლის ლონდონსა და უინძორში. მსახურება უინძორის სასახლეში წმინდა ჯორჯის ტაძარში გაიმართება და დედოფალი მამისა და ქმრის, გვერდით დაიკრძალება.

თეგები: დიდი ბრიტანეთიელისაბედ მეორე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved