• რეკლამა
  • კონტაქტი
03:36, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ და რატომ დანიშნა „ჯალათი მინისტრი“ ხათუნა კალმახელიძე უნივერსიტეტის პრორექტორად?! – ამის შემდეგ რომელ ღირსებაზე, მორალსა და სამართლიანობაზე გველაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლება?

ალია ავტორი - ალია
17:19 11-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,320

ნანა სულავა

აგერ, ფაშისტი სააკაშვილის ციხეების მწამებელი მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, „საქართველოს უნივერსიტეტის“ პრორექტორი ყოფილა პიარისა და მარკეტინგის განხრით. ეს ვაიქალი სააკაშვილის რეჟიმის დროს თუ პატიმრებს აწამებდა, ახლა სტუდენტებს ამახინჯებს გონებრივად და წარმოადგენს ამორალიზმის ინფექციის გამავრცელებელ ასოციალურ რეციდივისტს. მასთან კოგნიტურ კონტაქტში შესულ ახალგაზრდას ისევე გადასცემს ავადმყოფობას გონებრივად, როგორც მეძავი ფიზიკურად გადასცემს დაავადებას თავის პარტნიორს. ეს არ არის სიძულვილის ენა, ეს არის ფაქტი – ხათუნა ტიპური ნიმუშია სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმისა, რომელიც ქუსლიანი ფეხსაცმლით სცემდა და აწამებდა პატიმრებს.

ვეკითხები საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შსს-ს საგამოძიებო ორგანოებს: რატომ დააფარეთ ხელი ამ სადისტსა და მანიაკ მინისტრს, სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ფუნქციონერს, რომელმაც სისტემა შექმნა? რა გარიგება აქვს მას პარტია „ქართულ ოცნებასთან“? რა უფლებით მიეცით საშუალება ამ მწამებელ მინისტრს, პედაგოგად რომ მოგვევლინა? ეს ხომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი საფრთხეა? კალმახელიძის მსგავსები საქართველოს მომავალს უსპობენ. ეს არის თქვენი გასაოცარი დემოკრატია, ხათუნა კალმახელიძისნაირები დაუსჯელები რომ დადიან?

უწიგნური, გაუნათლებელი და უინტელექტო რომ არის, ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როცა მატროსოვის ციხეში შემოსული მინისტრი, მე, უკანონოდ რეპრესირებულ ჟურნალისტს და ჩემთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს  გაგვექცა, იმის ნაცვლად, რომ, როგორც ქალი, ციხეში გამომწვდეულ ქალებს სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე გასაუბრებოდა და მოსიყვარულებოდა. თითქოს პატიმრების მოსანახულებლად შემოვიდა და გარბენით გაიქროლა. ისე მირბოდა, ალბათ, სააკაშვილიც კი ვერ დაეწეოდა. ეს იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცოდა, სააკაშვილის ქალთა ციხეში რა განათლებისა და რანგის პატიმარი ქალებიც იხდიდნენ სასჯელს. მატროსოვზე მე არ მეგულებოდა ისეთი პატიმარი, რომელმაც არ იცოდა, რომ დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი სხვიტორში არ იყო დაკრძალული. ცნობილი ფაქტია, რომ ხათუნა კალმახელიძე საჩხერის რაიონში ჩასვლისას სოფელ სხვიტორში ეძებდა აკაკი წერეთლის საფლავს, თაიგული უნდა მივიტანოო. იმდენად შორსაა ქართული კულტურისგან კალმახელიძე, წარმოდგენაც არ აქვს იმაზე, აკაკი წერეთელი მთაწმინდაზე რომ არის დაკრძალული. ან როგორ ბედავს ეს ქრისტეს გამყიდველი საერთოდ, ეროვნული მოღვაწეებისა და მგოსნების საფლავთან მიახლოებას. ის უნდა დადიოდეს მისი რეჟიმის დროს წამებით დახოცილი ადამიანების საფლავებთან და დღე და ღამე დაყუდებული ინანიებდეს ცოდვებს! ვერ უშველის მას გიული ალასანიას კერძო კანტორა – ვითომ უნივერსიტეტში „პიარშიკობა“.

სად არის განათლების სამინისტრო? რა უნდათ ასეთ დამნაშავეებს განათლების სისტემაში? რატომ გვიღუპავთ მომავალ თაობას? ხათუნა კალმახელიძის მსგავსები ადამიანებთან კი არა, ცხოველებთან არ არიან შესაშვები.

ამ დღეებში ერთმა რომ დამირეკა და მითხრა: ქალბატონო ნანა, იცით, ხათუნა კალმახელიძე უმაღლეს სასწავლებელში ასწავლისო. მაშინვე დავუკავშირდი აღნიშნულ უნივერსიტეტს. ქალბატონმა მიპასუხა, ჩვენი პრორექტორია ხათუნა კალმახელიძეო. მკითხა, რატომ კითხულობთო? ლექციების კურსს მინდა დავესწრო, თუ როგორ ასწავლის სტუდენტებს პატიმრების წამებას-მეთქი, _ ვუპასუხე. ეს ინფორმაცია თავად უნივერსიტეტის ვებ-გვერდზეც იძებნება, თუმცა, ფოტოს ატვირთვას, ეტყობა, მაინც მოერიდნენ…

ჰოდა, ამ ყველაფრის შემდეგ გეკითხებით, რამე სხვაობა არის იმ ორ მმართველს შორის, რომლებიდან ერთი მონსტრებს ქმნის და მეორე წინამორბედის მიერ შექმნილ ამ მონსტრებსა და მანიაკებს იყენებს?!  ამის შემდეგ რომელ ღირსებაზე, მორალსა და სამართლიანობაზე გველაპარაკება ივანიშვილის ხელისუფლება? ჯერ არ ამოვწყვეტილვართ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების სისატიკე საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ და ყველა ის (არა)ადამიანი კარგად გვახსოვს, ვინც სულში ჩაგვაფურთხა და მომავალი წაგვართვა…

თეგები: ხათუნა კალმახელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved