• რეკლამა
  • კონტაქტი
12:12, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ჩამოვა წელს საქართველოში და სად გაივლიან კარანტინს?

ალია ავტორი - ალია
02:39 05-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

წესითა და რიგით, ამ კვირიდან გაუქმდება კომენდანტის საათი და სხვადასხვა რეგულაციების დაცვით, ამუშავდება ყველა ობიექტი. ახლა მთავარი ის არის, რამდენად არის ბიზნესი მზად ახალ რეგულაციებთან შესაგუებლად, რამდენად გასაგებია ისინი და რაც მთავარია, რამდენად არის მზად მოსახლეობა მაგალითად იმისთვის, რომ რესტორანში შევიდეს და საჭმელი ჭამოს. ხომ წარმოგიდგენიათ, თუნდაც დისტანციის დაცვით არსებულ მეორე მაგიდაზე ვინმემ „საეჭვოდ“ რომ დაახველოს, რა მოხდება?!

მთავარი აქცენტი კვლავ ტურიზმზე კეთდება და 1-ლი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება ტურისტები მიიღოს. ამის მიუხედავად, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს და ახლავე აგიხსნით რატომ. საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტს უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ გავლილი აქვს ორკვირიანი კარანტინი და მაქსიმუმ ორი დღის შემდეგ არის ჩვენთან ჩამოსული. სხვა შემთხვევაში, კარანტინის გავლა აქ მოუწევთ. ჰოდა, დასასვენებლად წამოსვლის მსურველმა ორი კვირა საკუთარ ქვეყნაში უნდა გაატაროს საკარანტინო სივრცეში, მერე აქ ჩამოვიდეს და სავარაუდოდ ორი კვირა დაისვენოს და მერე უკან დაბრუნებულზე შესაძლოა, ისევ მოსთხოვონ ორკვირიანი კარანტინის გავლა, ანუ საერთო ჯამში ადამიანს თეორიულად თავისუფალი ექვსი კვირა უნდა ჰქონდეს, რაც არარეალურია. ჯერ ერთი, ისედაც რამდენიმე თვით დაპაუზებულმა მსოფლიომ უნდა იმუშაოს და შვებულების აღება მარტივი არ იქნება და მეორეც, ძალიან ცოტა გვეგულება ისეთი, ორკვირიანი დასვენების სურვილის გამო, კიდევ ორი ან ოთხი კვირა კარანტინში გაატაროს, ისედაც მთელი მსოფლიო იძულებით კარანტინში იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურისტული სეზონი ჩავარდნილად შეგვიძლია გამოვაცხადოთ და ეს ყველაზე კარგად ხელისუფლებაში იციან, მაგრამ იხტიბარს არ იტეხენ და მერე ისიც ექნებათ სათქმელი, ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ, მაგრამ არ გამოვიდაო.
ყველაფერთან ერთად, ოფიციალური მონაცემებით, განახევრებულია ფულადი გზავნილების შემოსვლა, რაც ლარის ინფლაციას უწყობს ხელს. გაჩერებული ევროპის პირობებში, ქართველთა უმრავლესობა, ლეგალები თუ არალეგალები, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩნენ და შესაბამისად, აქაც ვერაფერს აგზავნიან. ბევრი მათგანი სამშობლოში დაბრუნდა და რამდენად მოახერხებენ ახლა ისინი ისევ ევროპაში წასვლას და ძველ პოზიციებზე მუშაობას, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სახელმწიფოს კი ფული სჭირდება, თან ძალიან ბევრი ფული იმისთვის, რომ ეკონომიკას რამე მოუხერხოს.

ანი დვალიშვილი

ალია №17

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved