• რეკლამა
  • კონტაქტი
12:45, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის სულხან ზუმბურიძე, რომლის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონი მიიღო

ალია ავტორი - ალია
17:25 10-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,629

ვინ არის სულხან ზუმბურიძე, რომლის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონი მიიღო – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” თანახმად, ზუმბურიძეს 2010 წლის იანვრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დირექტორის/მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.  ამავე სახელმწიფო კომპანიის მმართველთა საბჭოს წევრი იყო მამუკა პაპუაშვილი.

თანამდებობებიდან წასვლის შემდეგ კი ამ პირებმა და მათმა კუთვნილმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 28 მილიონ ლარზე მეტი და 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთები მიიღეს 49 წლით, მათზე შენობა-ნაგებობების განთავსების უფლებით.

სულხან ზუმბურიძე ვიდრე დაიწყებდა თავის კერძო ბიზნეს საქმიანობას, მანამდე იყო სახელმწიფო კომპანია სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი და ამ კომპანიის საქმიანობის აუდიტორული საქმიანობის შესწავლის შემდეგ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ დაახლოებით, 75 მილიონზე არის ასული ზარალი. მან დაიწყო ბიზნესში უკვე ამ თანხების მოზიდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დაახლოებით, მისმა კომპანიებმა 28 მილიონი ლარის ტენდერები მოიპოვა და მიიღო დაახლოებით, 15 ჰა-ზე მეტი მიწა სახელმწიფოსგან აღნაგობის უფლებით,“ – ამბობს ზვიად ქორიძე.

2019 წლიდან სულხან ზუმბურიძე შპს „პარვუს ჯგუფის” დირექტორი და 50% წილის მფლობელია, ხოლო დარჩენილ 50% წილს მამუკა პაპუაშვილი ფლობს. ეს კომპანია მცირე და საშუალო ჰესებს აშენებს და დაფუძნებიდან დღემდე მან სახელმწიფო შესყიდვებიდან მიიღო 27,984,905 ლარის შემოსავალი. მათ შორის 89% გამარტივებული და კონკურენტების დისკვალიფიკაციის შედეგად მოგებული შესყიდვებიდან.

დაფუძნებიდან 2 თვეში, ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ სააქციო საზოგადოება „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მიერ გამოცხადებულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასზე 1 ლარით დაბალი ფასის შეთავაზებით გაიმარჯვა.

ყველაზე მსხვილი შესყიდვა, 10 მილიონამდე ლარის ხელშეკრულება, „პარვუს ჯგუფმა” დაფუძნებიდან 1 წელში, სამუშაოების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების არგუმენტაციით, გამარტივებული შესყიდვის წესით, სსიპ „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს” დაფუძნებული ა(ა)იპისგან, „ოუფენ ნეტისგან” მიიღო (SMP200002889; CMR200092744) – ყოფილი მაღალჩინოსნების კომპანიამ ვალდებულად აიღო ოზურგეთში ოპტიკურბოჭკოვანი ინტერნეტის მიწოდების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ზუმბურიძისა და პაპუაშვილის კომპანიამ თანხის ნახევარზე მეტი, „ოუფენ ნეტიდან” ავანსად ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში მიიღო. „პარვუს ჯგუფმა” ნაკისრი ვალდებულებების გადავადება 2-ჯერ ითხოვა, სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის ნაცვლად, 2021 წლის აპრილში დაასრულა, ვადაგადაცილების გამო კი პირგასამტეხლო, 77 ათას ლარამდე გადაიხადა.

ზუმბურიძის კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს „პარვუს ქონსთრაქშენმა”, რომლის 100% წილს შპს „პარვუს ჯგუფი” ფლობს, დაფუძნებიდან დღემდე, გადაუდებელი აუცილებლობის და სახელმწიფოებრივი/საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შემჭიდროებულ ვადებში ჩატარების არგუმენტაციით, უკონკურენტოდ, გამარტივებული შესყიდვების გზით, დუშეთის მუნიციპალიტეტისგან 366,684 ლარი მიიღო.

სულხან ზუმბურიძე შპს „ბლექ სი ენერჯის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა, „სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს კიდევ ერთი ყოფილი წევრი, მამუკა პაპუაშვილი კი ამავე კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია. ამ შპს-ს 50% „კომპანია ბლექ სი გრუპი” ფლობს, რომელსაც დაფუძნებიდან დღემდე სახელმწიფო შესყიდვებიდან 530,923,480 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, მათ შორის 51% უკონკურენტო ტენდერებიდან და გამარტივებული შესყიდვებიდან. „ბლექ სი გრუპის” ერთი-ერთი მეწილის, გიორგი კალანდაძის ბიზნესპარტნიორი კომპანია შპს „ძველ დედაქალაქში” არის ბექა ოდიშარია, „ქართული ოცნების” დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

თეგები: სულხან ზუმბურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved