სპეცოპერაცია სამეგრელოში – სამართალდამცავებმა შსს-ს მაღალჩინოსანი, მანუჩარ კუპრავა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი შსს-ს თანამშრომელ ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა.
„კოლეგა ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ემუქრებოდა, ქალს აუდიოჩანაწერიც კი აქვს“, – აცხადებს „ნიუპოსტის“ წყარო.
დაკავების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნიუპოსტი
კომენტარები