• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის პროტესტენზე თავდასხმისთვის დაკავებულები და რა კავშირში არიან პრემიერის გუნდთან – მედია

ალია ავტორი - ალია
14:02 06-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
285

გამოცემა თაიმერის ცნობით, ბალდის კანონთან თავდასხმის და დაჭრისათვის დაკავებულები სავარაუდოდ რუსეთში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის კომპანიის თანამშრომლები არიან.

კომპანია რუსეთში საქართველოს რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელი მამუკა მერკვილაძის საკუთრებაშია. მამუკა მერკვილაძე რუსეთში ქართველთა დიასპორის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მერკვილაძის ამ პოსტზე დანიშვნა  პრემიერ კობახიძის პირველი საკადრო გადაწყვეტილება იყო.

მთავარი არხის ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძეს  ახლო ურთიერთობები აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. 2021 წელს, ის მონაწილეობდა მისივე ორგანიზაციის ინიციატივით, მოსკოვში გამართულ შეხვედრაში, სადაც საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განახლებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხები განიხილებოდა. მამუკა მერკვილაძის ცოლი თამარ დუდუნია პუტინის ადმინისტრაციის ბიუჯეტით განათლებამიღებული ექიმი და მომღერალია. ვოკალურ კონკურსში გამარჯვებულ დუდუნიას პრიზი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გადასცა.

ადგილობრივები რუსეთში მოღვაწე დიპლომატის კომპანიისთვის კანიონის გადაცემას თვეებია, უწყვეტად აპროტესტებენ. გუშინ კი ეს პროტესტი სისხლიანი ანგარიშობებით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა.

ტვ პირველთან, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ კაცი რუსული კავშირებით, მათთვის მისაღები არ არის. მერკვილაძის ინვესტორობას, მთელი სოფელი აპროტესტებს დაიდგა სპეციალური კარავიც, სადაც სწორედ სისხლიანი ანგარიშსწორება მოხდა.

ბალდელები ამბობენ, რომ საკუთარ სოფელს, კანიონს და ველურ ბუნებას ხელყოფისგან, მამუკა მერკვილაძისგან და მისი პარტნიორებისგან იცავენ.

ბუნების ეს ძეგლი შპს ,,კანიონი 350’’-ს 40 წლით მისცეს. კომპანიას მამუკა მერკვილაძესთან ერთად, მისი ბიძაშვილი გიორგი მერკვილაძე და მათი ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ანი გიუნაშვილი ფლობენ.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, გვიან ღამით, მშენებლობის მოწინააღმდეგეებს კარავში დაესხნენ თავს, დაჭრილია ორი მამაკაცი.

დაკავებულები არიან ძმები ხურცილავები.

მინდია და აჩი ბჟალავებს დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენეს. მინდია ბჟალავას კლინიკაში გადაყვანა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, კარავში მყოფი პირები ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის ინვესტორთან დაახლოებულმა პირმა დაჭრა.

თავდასხმა, დაჭრა – ბალდაში პროტესტანტებს შეიარაღებული პირები გაუსწორდნენ

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved