• რეკლამა
  • კონტაქტი
18:00, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის ლიეტუვას ახალი პრემიერი – ინგა რუგინენე

ალია ავტორი - ალია
20:02 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
387

ლიეტუვის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ინგა რუგინენე დაამტკიცა. მის არჩევას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა, 35 კი წინააღმდეგ წავიდა. რუგინენეს წარდგენას წინ მისი წინამორბედის, გინტაუტას პალუცკასის სკანდალური გადადგომა უძღოდა წინ. ყოფილმა პრემიერმა პოსტი კორუფციასთან კავშირის ბრალდების გამო დატოვა.

რაც შეეხება ლიეტუვას ახალ ლიდერს, ინგა რუგინენე სოციალურ დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ ლიდერობამდე წლების განმავლობაში მშრომელთა გაერთიანებას ხელმძღვანელობდა. პალუცკასის გადადგომამდე ის მთავრობაში სოციალურ საკითხთა და დასაქმების მინისტრის პოზიციას იკავებდა. სხვა პოლიტიკოსებისაგან რუგინენეს მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვის მდიდარი გამოცდილება გამოარჩევს.

44 წლის რუგინენე ლიეტუვის ქალაქ ტრაკაიში დაიბადა და ვილნიუსში გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი საზაფხულო არდადეგებს უკრაინაში, კრამატორსკში ატარებდა. ანალიტიკოსების აზრით, ომში მყოფ ქვეყანასთან მისი კავშირი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

რუგინენეს მრავალმხრივი განათლება აქვს მიღებული. მან 2005 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაგისტრის ხარისხი მიიღო. პრემიერ-მინისტრი ფლობს მაგისტრის ხარისხს შრომით სამართალშიც. 2005-2010 წლებში ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტად მუშაობდა. 2012 წელს კი ლიეტუვას უდიდესი პროფკავშირის ხელმძღვანელი გახდა. ის აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის ნოემბრამდე იკავებდა. გასულ წლის მიწურულს რუგინენე პარლამენტის წევრი გახდა და დეკემბერშივე სოციალურ საკითხთა და დასაქმების მინისტრის პორტფელი ჩაიბარა.(ბიემჯი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved