საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-15 პაციენტი გარდაიცვალა. 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით მე-15 პაციენტი მცხეთაში გარდაიცვალა.
„გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, ის საქართველოს მოქალაქეა, შემოსული იყო ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, მისი მდგოამრეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა. ჰქონდა მრავლობითი თანმხლები დაავადებები და უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე“ – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონსტროლის ცენტრის პრესასამხური ავრცელებს.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 924 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 785 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2819 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 230.
კომენტარები