შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბახუაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გიორგი ბახუაშვილი ამ დრომდე შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. სამინისტროს განცხადებით, მას შინაგან საქმეთა სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, ბახუაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს 10 წლის განმავლობაში იცავდა.
















კომენტარები