• რეკლამა
  • კონტაქტი
11:45, ოთხშაბათი, 9 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის გაბუნიას მოსაკლავად დაქირავებული პირი, რაში მიიღო მონაწილეობა პანკისში და რატომ მალავდა ვინაობას?

ალია ავტორი - ალია
19:57 06-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ქავათარაძეზე სპეცოპერაციისას დაკავებული პირი რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვია. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

სპეცოპერაციის დროს დაკავებული ჩეჩენი ეროვნების მამაკაცი, გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ქავთარაშვილების და მუთოშვილების დაპირისპირებულ გვარებს შორის, შერიგების პროცესშიც მონაწილეობდა.

ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ პანკისის ხეობის ერთ-ერთი უხუცესი, ხასო ხანგოშვილი უდასტურებს:

„დაახლოებით თვენახევარია, რაც გავიცანით. ახლო ურთიერთობა არ მქონია, მაგრამ მისი საქმიანობით დავინტერესდი და კითხვები დავუსვი.

ამიხსნა, რომ ბიზნესმენია. საეჭვო არაფერი შემინიშნავს, არც ზარები, არც ვინმესთან კონტაქტი.

ჩვენთან დაპირისპირებულ გვარებს შორის, შერიგების პროცესი მიმდინარეობს და იქაც მონაწილეობდა.

როგორც ვიცი, მხარეებთან,თურქეთში მცხოვრები საერთო მეგობარი აკავშირებს. სამართალდამცავები, ზრდილობიანად მოვიდნენ, თავიანთი საქმე გააკეთეს.

მკითხეს ასეთ კაცს თუ იცნობთო. ნამდვილად იყო ჩემს ოჯახში და ვუპასუხე კითქო“

დაკავებული ჩეჩენი მამაკაცის შერიგების პროცესში მონაწილეობას უარყოფს, ერთ- ერთი დაპირისპირებული გვარის, ქავთარაშვილების წარმომადგენელი, მერაბ ქავთარაშვილი.

„სოციალური ქსელით გავიგე, რომ დააკავეს მამაკაცი, რომელიც იმყოფებოდა პანკისის ხეობაში. საერთოდ, არ ვიცით, ვინ არის.

თვალით არ გვინახავს, არც შერიგების პროცესში და არც შემდეგ“, – თქვა ქავთარაშვილმა.

„პრაიმტაიმი“ პანკისის ხეობის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარეს, ზელიმხან წუწაშვილსაც დაუკავშირდა.

რამდენიმე თვის წინ, წუწაშვილმა, დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად, ჩეჩნეთიდან 15-კაციანი დელეგაციის ჩამოყვანა უზრუნველყო.

„არ ვიცი, ვინ არის. მხოლოდ ის გავიგე, რომ ახმედი ჰქვია. ჩვენ ჩეჩნეთიდან, სულ სხვა, მაჰმადიანურ სამყაროში მეტად პატივსაცემი ხალხი ჩამოვიყვანეთ.

ისინი, ყველგან, შერიგებებში მონაწილეობენ და უაღრესად მორწმუნე ხალხია. ამ მამაკაცის შესახებ, არაფერი ვიცი“

დაკავებული მამაკაცი, რუსეთის მოქალაქეა.

„კურიერის“ ინფორმაციით დაკავებული, რომელიც აჰმედის სახელითაა ცნობილი, საკუთარ ვინაობას და საქმიანობას მალავდა.

დაკავებულის უფლებადამცველი ნინო მიქატაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვასამბეგ ბოკოვის დაკავება სხვა ქვეყნის მოთხოვნით მოხდა:

„ვიცავ ვასამბეგ ბოკოვის ინტერესებს, რომელსაც მიმდინარე წლის 14 ივნისს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა-შენახვას მისი გამოყენების მიზნით და, ასევე, ამ დოკუმენტის გამოყენებას. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს უკვე მიმართა და ბრალდებულის პირველი სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. ბრალდების მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების სახე გახლავთ დაპატიმრება”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025

ბიზნესი

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი
ახალი ამბები

7-ქალას ევროპული თავგადასავალი – ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად – თიბისი

15:44 07-08-2025
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
ახალი ამბები

6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის

14:22 07-08-2025
თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved