• რეკლამა
  • კონტაქტი
00:27, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ არის და რა დამსახურებისთვის მოხვდა “ოცნების” სიაში 71-ე ნომერი?

ალია ავტორი - ალია
19:26 10-10-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
927

ჭირმა თავი მალა და ვერ დამალაო, ხომ გაგიგიათ?

ასე დაემართა „ქართულ ოცნებას“ მაშინ, როცა საარჩევნო სიები გაასაჯაროვა და თვით თავისი ამომრჩეველიც კი, საგონებელში ჩააგდო!

სოციალური ქსელები აფეთქდა – ამას რა უნდა სიაში? ეს საიდან მოიყვანეს? ვინ არის, იცნობთ ვინმე? სად არიან 2012 წლის მეციხოვნეები, ისინი რატომ არ არიან სიაში? ამას ვიმსახურებდით?

მოკლედ, როგორც მოსალოდნელი იყო, უკმაყოფილოთა არმიამ ღიად დაუწყო კრიტიკა ჯერ კიდევ გუშინ, საკუთარ ფავორიტ პარტიას და მართლებიც იყვნენ!

ქართულ საზოგადოებას კარგად ახსოვს  გასულ წელს, გავრილოვის ღამედ წოდებული ჯოჯოხეთის შემდეგ გარეთ აქციები რომ იმართებოდა და ივანიშვილი ხალხს რომ დაპირდა, ოღონდ დაწყნარდით და, პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებთო, მერე შემოდგომაზე რომ გადათქვეს და ქუჩაში ისევ აქციები და დაბოქლომება რომ გაგრძელდა. მოკლედ, ამ კრიზისულ დროს თბილისის მერი, კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, დეპუტატი ბექა ოდიშარია და დეპუტატი გოჩა ენუქიძე და კიდევ  „ქართული ოცნების“ რამდენიმე  დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსებთან და რუს მომღერლებთან ერთად ქეიფობდნენ – იტალიაში ყველაზე ძვირადღირებულ  და ელიტარულ საკურორტო ზონაში კომოს ტბაზე.!!!

კერძოდ: კალაძე, თალაკვაძე, ენუქიძე, წულაია და სხვები კომოს ტბაზე დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრნენ. მათი მასპინძელი გიორგი ბარვენაშვილი გახლდათ, ბიზნესმენი, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას 60 ათასი შემატა.

მილიარდერების კურორტზე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ძვირადღირებულ სასტუმროში – მარიოტში დაბინავდნენ. 

დაბადების დღეზე მიწვეულ სტუმრებს შორის კი, კალაძე-თალაკვაძე-ენუქიძესთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატები, რუსი მომღერლები (მაგალითად, კირკოროვი), ყოფილი ფეხბურთელები (მაგალითად ანდრეი შევჩენკო) და სხვები იმყოფებოდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც კომოს ტბის ნადიმის შესახებ ინფორმაციამ გაჟონა, თალაკვაძეს მილიარდერების კურორტზე დასვენება ჩაუმწარდა. 

მან ბილეთი გადაცვალა და საქართველოში გამოემგზავრა იმ იმედით, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოატყუებდა. 

მეტიც, თალაკვაძემ ჩაწერა მიმართვა და საქართველოს მოქალაქეებს ტყუილი უთხრა, როდესაც განაცხადა, რომ თურმე სამუშაო კაბინეტში იყო, ისევე როგორც გუშინ. 

თუმცა, ფოტო-მტკიცებულების გამოქვეყნების მერე, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა, თავისივე ტყუილი უკან წაეღო. მან სამთავრობო არხის ეთერში იტალიაში ყოფნა დაადასტურა! ჟურნალისტებმა მატყუარა არჩილს ჰკითხეს, იცნობდა თუ არა კომოს ტბაზე მათ მასპინძელს, ბარვენაშვილს, რაზეც უპასუხა, თქვენი საქმე არ არის არც ჩემი პირადი ცხოვრება და არც ის, თუ ვის ვიცნობო. მოკლედ, ამ ბიზნესმენისა და დღეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის გვარი ღიად არჩილ თალაკვაძის გვერდით პირველად მაშინ დაფიქსირდა.

თალაკვაძეს, მაშინ, ერთადერთი, რაც აღელვებდა იყო არა ხალხის მოტყუება და კრიზისის დროს ქვეყნიდან წასვლა, არამედ ის, თუ როგორ შეაფასებდა ამ ფაქტს ბიძინა ივანიშვილი. 

ამიტომაც, ერთერთი ემიგრანტის თქმით, მან სტამბოლის აეროპორტში გაიგონა ფრაზა, რომელიც თალაკვაძემ მისთვის უცნობ პირს ტელეფონში უთხრა: „მთავარია იმ დედამო#ყნულმა არ გაიგოს, რომ კალაძესთან ერთად ვიყავი!!!“

სამწუხაროდ, მწარე რეალობა და  სიმართლე ის  არის, რომ ,,ერთმა დედამ..მა , მეორე დედამ..ს, რაღაც უთხრა და იმაზე კი არ ნერვიულობდა, პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნიდან უჩუმრად რომ გავიდა საქეიფოდ, არამედ ის, რომ „მესამე დედამ..ს არ გაეგო“  და  რაც მთავარია, იმ მესამეს ჭერში დაწყობილი კომბლები არ ჩამოეღო, რომელსაც ამდენი ხანი ქალაქის მერისთვის თავში ჩასადრუზად თლიდა! ეგ კიდევ არაფერი….

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს  აშშ-ში ვიზიტის დროს ისევ თავისი ბიზნესმენი, გიორგი ბარვენაშვილი  ახლდა თან. ქართველი მილიონერი კამერის ობიექტივში, არჩილ თალაკვაძის და ქართული დიასპორის შეხვედრის დროს მოხვდა. რა  სტატუსით იმყოფებოდა ბარვენაშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან  ერთად,  ვერავინ გაიგო, თუმცა მეუფე საბა, რომელიც  მოგვიანებით გაშლილ  საპატივსაცემო  სუფრაზე იყო, ამბობს, რომ ბარვენაშვილი თალაკვაძის სტუმრის სტატუსით მოხვდა მათთან! ეს ის

კი, გიორგი ბარვენაშვილი სწორედ ის ბიზნესმენია, თალაკვაძესა და სხვების კომოს ტბაზე გრიალი რომ ითავა!

ჰოდა, რაშია საქმე, ბატონებო, ეს ბიზნესმენები ხელის ბიჭებივით გვერდით  რო დაგდევენდევენ? ანდა რატომ მოხდა, პოლიტიკურმა ელიტამ პრაქტიკად რომ  დაამკვიდრა ბიზნესმენების   თანხლება ოფიციალური ვიზიტების დროს? ინვესტიციებს იზიდავენ, უცხოელი ბიზნეს-კოლეგების დევნით არიან დაკავებული თუ, ასეთ დროს ბიზნესმენები გულუხვად აფინანსებენ პოლიტიკოსების ძვირადღირებულ მოთხოვნებს, თავად მათთვის კი პოლიტიკურ ლიდერთან ერთად ყოფნა პრესტიჟია?!!

,,შეაჩერე კორუფციის“ მკვლევარი ქეთი ენუქიძე ამბობს, რომ ფულს ეს ბიზნესმენები  ისევ ხალხის ჯიბიდან  იღებენ. მაგალითად გიორგი ბარვენაშვილმა 2012 წლიდან დღემდე 5 კომპანია დააფუძნა. მისი მთავარი ბიზნესპარნტიორები კი მილიონობით ლარს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ!!!

კომოს ტბის სკანდალის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტებზე უმრავლესობის წევრები ან დიდი სიფრთხილით საუბრობენ, ან საერთოდ თავს არიდებენ  ინფორმაციის მოწოდებას მედიისთვის, მაგრამ საქართველოში არაფერი არ იმალება და  ჭირიც თავს ვერასდროს მალავს!

მმართველი პარტიის სპონსორი ბიზნესმენების  სია გრძელია და როგორც შევიტყვეთ,  ბიზნესმენები არა მხოლოდ პოლიტიკოსების ვიზიტის არაფორმალურ ნაწილს, არამედ მათი ოჯახის წევრების  ვოიაჟებსაც  აფინანსებენ! 

ჰოდა, რაღა საკვირველია, ,,მეფე  პოეტი არჩილის მეჭურჭლეთუხუცესი“ გიორგი ბარვენაშილი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის 71 ნომერი რომაა და ხვალ- ზეგ, შეიძლება პარლამენტარი გახდეს, იმიტომ რომ ზუსტად იცის ფული ვის სავარძელში დააბანდოს და პარლამენტში შესვლის შემდეგ კი თავისი ქონება, არჩილასნაირი მფარველების წყალობით გააასმაგოს!

ბიჭო, ალუჩა, კი არა და, არჩილ…

ხომ გეშინია, ,,იმ დედა მ…ა  არ გაიგოს“ შენი  არაოფიციალური „გოლდ  ქარდის“ შესახებ  და იმისაც ხომ გეშინია, არ გაგიბაზრდეს, როგორ  ჩასვი საპარლამენტო სიაში?

ჰოდა, გეშინოდეს და გჯეროდეს, ამ წერილს ბიძინა ივანიშვილს აუცილებლად წააკითხებენ და საცა შენი დაიკვეხნო, იქ  იმ მედიისაც თქვი, რომელმაც ეს ამბავი საარჩევნო სარეცხის თოკზე, ბინძური საცვალივით გამოგიფინა!

ირინე გოგოსაშვილი, ალია №36

თეგები: არჩილ თალაკვაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved