„გამარჯობა ყველას. ჩემი სახელია მაქსიმე და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ვარ. მადლობა, მადლობა მერ მამდანის მოწვევისთვის, ამას ძალიან ვაფასებ. აბა, გინდათ გაიგოთ აქ როგორ აღმოვჩნდი? დაახლოებით ორი თვის წინ ჩავიწერე ვიდეო, სადაც ვთხოვდი მერ მამდანის, დაგვხმარებოდა მაკ-კინლის პარკში სათამაშო მოედნის გახსნაში. ის თითქმის ორი წელი დაკეტილი იყო. მაგრამ, იცით რა? რამდენიმე კვირის შემდეგ, პარკი საბოლოოდ გაიხსნა.
ასე რომ, მადლობა მერ მამდანის და ნიუ-იორკის პარკების დეპარტამენტს ჩემი აზრის მოსმენისთვის. ამას ძალიან ვაფასებ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია პარკების გახსნა, რადგან ბავშვებს სათამაშოდ უსაფრთხო და სახალისო გარემო სჭირდებათ.
ჩემი მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემს ხმას მნიშვნელობა აქვს და მინდა მადლობა გადავუხადო მათ ჩემი რწმენისთვის და იმისთვის, რომ სტიმულს მაძლევდნენ, ხმა ამომეღო. და მინდა სხვა ბავშვებმაც იცოდნენ, რომ თქვენს ხმასაც აქვს მნიშვნელობა. თუ ხედავთ რამეს, რაც შესაცვლელია, არასოდეს შეგეშინდეთ ხმის ამოღების. მადლობა Renew Crew-ს და გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს, რათა ნიუ-იორკი საცხოვრებლად უკეთეს ადგილად აქციოს. და მადლობა მერ მამდანის. მოდით, შევინარჩუნოთ ნიუ-იორკის პარკები ბავშვებისთვის ღია” – ამბობს ქართველი ემიგრანტი, მაქსიმე კახიძე. რაზეც ნიუ იორკის მერი პასუხობს: “ძალიან ყოჩაღი ხარ, მაქსიმე”
ბიჭის ისტორიამ ამერიკული მედიის ყურადღებაც მიიპყრო. Brooklyn Eagle-ის ინფორმაციით, მაქსიმეს Instagram-ზე გამოქვეყნებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს NYC Parks-იც გამოეხმაურა:
„We heard you loud and clear, Max“ — „მაქს, შენი ხმა მკაფიოდ გავიგეთ.“
ქალაქის პარკების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის განხორციელება დააჩქარეს და განახლებული სათამაშო მოედანი თავდაპირველად დაგეგმილზე ადრე გახსნეს.
McKinley Park-ის სათამაშო მოედნის განახლება დაახლოებით 5 მილიონი დოლარის პროექტია. დიზაინზე მუშაობა 2023 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2025 წლის მარტში დასრულდა.











კომენტარები