ფოტო – ტვ პირველი
“ტვ პირველის” ინფორმაციით, რუსთავი-გაჩიანის გზაზე ჩაცხრილული პირი 27 წლის “ფოლადა” ზაკეტოვია.
ახალგაზრდა რუსეთში ცხოვრობდა და ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული. ზაკეტოვი სამრეცხაოსა და მანქანების ნაწილების ბიზნესს ფლობს. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაც სწორედ მის საქმიანობას უკავშირდებოდეს.
ზაკეტოვის და მედიასთან ამბობს:
“დღეს ჩამოვფრინდი რუსეთიდან, ჩემი ძმაც ასევე რუსეთში ცხოვრობს, იქ აქვს მანქანის ნაწილებისა და ავტოსამრეცხაოების ბიზნესი, აქ პერიოდულად მშობლების სანახავად ჩამოდიოდა. 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. გვგონია, რომ შეკვეთილი მკვლელობაა, რადგან არ ვიცით, ვინ ესროლა, რა იცოდნენ, იმ დროს სად იყო, თუმცა, მოტივი რა იყო, არ ვიცით, სამი დღის წინ ველაპარაკე “ვოთსაპით”, თუმცა არანაირ დაპირისპირებაზე და კონფლიქტზე არ უსაუბრია, სოფელ თარაკალაში მგონი, საკუთარ მეგობართან იყო მისული”
მედიის ინფორმაციით, 20 ტყვია თეთრი “რენჯროვერის” მიმართულებით რამდენიმე საათის წინ გაისროლეს.
მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დაჭრილი მეზობლებმა რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში მიიყვანეს.
კომენტარები