გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს მძევლად, პოლიციის უფროსის, ავთანდილ გალდავას გარდა, ლაშა შენგელია და ბულია ჰყავს წაყვანილი. როგორც ამბობენ, ლაშა შენგელია, ზუგდიდის მერის, გეგა შენგელიას ნათესავია. ბულია კი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, სენაკის ბაზის ჯარისკაცია. თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს და როგორც ვნახეთ, ამ ეტაპზე, არც შსს აკონკრეტებს სპეცოპერაციის დეტალებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს სამეგრელო არ დაუტოვებია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ გადასულა. ბოლო ინფორმაციით, მანქანა, რომლითაც თავდამსხმელი გადაადგილდება, სულ ცოტა ხნის წინ ისევ ზუგდიდის ტერიტორიაზე დააფიქსირეს.
კომენტარები