• რეკლამა
  • კონტაქტი
12:51, ორშაბათი, 23 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ ამბობს პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს, თუ არა სულელი, უგუნური, უტვინო ადამიანი? – მაგდა კლდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:39 01-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

სპორტული ჟურნალისტი, მაგდა კლდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძემ პრეზიდენტის შეწყალებაზე უარი განაცხადა, თანაც ორჯერ!

შეიძლება ბევრი დავწერო, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო!

როგორც გახსოვთ, სპორტულმა ჟურნალისტებმა ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტის სახელზე მის ადმინისტრაციაში განცხადება შევიტანეთ იური ლომაძის შეწყალების თხოვნით. ოფიციალური პასუხი ადმინისტრაციიდან რახან არ მიგვიღია ამ ხნის განმავლობაში, მე და სალომე ხარატიშვილი პირადი შეტყობინებები დავუტოვეთ ქვეყნის პრეზიდენტს. პირველი პასუხი სალომემ მიიღო, სადაც პრეზიდენტი წერდა, რომ საქმეს გადახედავდა.

შემდეგ უკვე მეორედ ვრცელი წერილი მივწერე მე და სამი დღე, მე და პრეზიდენტი ვმესიჯობდით! სალომე ზურაბიშვილმა მომწერა, რომ ლომაძეს შეწყალებაზე უარი ჰქონდა ნათქვამი და დამეზუსტებინა ეს ამბავი. ბუნებრივია, მის ადვოკატთან დავრეკე, რომელმაც ასევე არ დამიდასტურა ეს ამბავი. შემდეგ, პრეზიდენტმა ნომერი მთხოვა და დამიკავშირდა მისი ადმინისტრაციის უფროსი, რომელმაც მითხრა, რომ იური ლომაძესთან დაკავშირებით შესული განცხადების შემდეგ, მათ სასჯელაღსრულებას გაუგზავნეს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წერილი და ლომაძის საქმე გამოითხოვეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლომაძესთან მივიდნენ და უთხრეს, სურდა თუ არა შეწყალება, რაზეც მან უარი განაცხადა! ეს ამბავი არ იცოდა არც ადვოკატმა, ბუნებრივია, არც ჩვენ გვითხრეს და არც მწვრთნელებს! იცოდა ოჯახმა, რომელთანაც მქონდა მე კონტაქტი და ესეც დამალეს! რაც ძალიან სამწუხაროა, რაც თუნდაც უხერხულ საუბრებს აგვაცილებდა ჩვენს კოლეგებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში!

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მითხრა, რომ იმისთვის, რომ ხელახლა გამოთხოვნილიყო საქმე, აუცილებელი იყო ხელახლა შესულიყო შეწყალებაზე განცხადება, პირადად ჩემი და უკვე ლომაძის, რადგან ერთხელ უკვე უარი ჰქონდა ნათქვამი, რომ სასჯელაღსრულებას საქმის გაგზავნაზე უარი არ ეთქვა! პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ამიხსნა, რომ შეწყალებაზე განცხადების დაწერის უფლება ჰქონდა ყველას.

შესაბამისად, დავრეკე ლომაძის დედასთან და რომ მითხრა, იცოდნენ შეწყალების უარზე და არაფერი მითხრეს, ცოტა ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა, ხომ, ამასთან, იურის შემოუთვლია ჩვენთვის, ეკითხათ ჩემთვის, მინდოდა თუ არა შეწყალებაო! ყველა სიტყვას, რომელსაც დავწერ, ლომაძის ოჯახი და მისი ახლობლები დაადასტურებენ, ასევე მისი ადვოკატიც, რომელიც პარალელურად მუდმივად საქმის კურსში მყავდა, თუმცა მანაც არ იცოდა ეს.

როგორც ამიხსნეს, პირველი უარის მიზეზი ის იყო, რომ ლომაძის უმცროსი ძმა და მისი სამი მეგობარი ციხეში დარჩებოდა და იური ამბობდა, რომ ეს სამართლიანი არ იქნებოდა. მე შევთავაზე ოჯახს, რომ ხუთივე მათგანს დაეწერა პრეზიდენტის სახელზე შეწყალების განცხადება, რადგან მათ ციხის ადმინისტრაციაში უკვე შეიტანეს განცხადება შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და თვის ბოლომდე პასუხს ელოდებიან ამაზე! რადგან დანაშაული ჯგუფურად იყო ჩადენილი და ბრალი ასე იყო წარდგენილი, ბუნებრივია, ამნისტია უნდა შეხებოდა ყველას ლოგიკურად, თუმცა, მიუხედავად ამ შეთავაზებისა, ლომაძემ და დანარჩენმა ოთხმა პირმა პრეზიდენტის შეწყალებაზე მაინც უარი განაცხადა!

ეს ცოტა იმას მიმანიშნებს, რომ რაღაც გაურკვეველ ძველბიჭობასთან გვაქვს საქმე! ცოტა პირღია, დაბნეული, გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ამ განცხადებისთვის ხელი მარტო მაგდას და სალომეს არ მოუწერია, კიდე 70-მა ადამიანმა მოაწერა, ზოგი მათგანი პირადად არც კი იცნობდა ლომაძეს და ჩვენი სიტყვა დაიჯერეს და მეც არ ვიცნობ ლომაძის ამ მხარეს სამწუხაროდ. ბიჭს, რომელსაც შეეძლო ტოკიოდან მედალი ჩამოეტანა, ოლიმპიურ თამაშებს ან სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უყურებს, ან სამაჯურით სახლიდან, შინაპატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ კი სამი წელი პრობაციონერი იქნება!

ვინ ამბობს პრეზიდენტის შეწყალებაზე უარს, ერთხელ კი არა ორჯერ? თუ არა სულელი, უგუნური, უტვინო ადამიანი? ტალანტი კი დააყოლა ღმერთმა იური ლომაძეს, მაგრამ ტვინი არ უბოძა, რაც ძალიან სამწუხაროა.

ბოდიში ჩემს კოლეგებს, ვინც განცხადებაზე ხელი მოაწერა და ჩემთან ერთად ფიქრობდა, რომ ძალიან ღირსეულ სპორტსმენს და ბიჭს შანსს ვაძლევდით და ჩვენ ეს უპრეცედენტო ამბავი შევქმენით, რადგან დარწმუნებული ვარ, არცერთ სხვა ქვეყანაში, ამას არცერთი ჟურნალისტი არ გააკეთებდა!

ბოდიში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტს, მიხეილ აბაიშვილს, რომელიც ყოველ მესამე დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩვენი განცხადების პასუხზე რეკავდა, ამასობაში კი ლომაძის ოჯახი დუმდა! როდესაც ჩვენ პრეზიდენტს საჯაროდ ვაკრიტიკებდით, მათ იცოდნენ სიმართლე და მაინც სდუმდნენ!

ბოდიში და მადლობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძეს, რომელსაც დღიდან ლომაძის დაკავებისა, ტვინი შევუჭამე, რომ მისთვის გვეშველა რამე!

ბოდიში იმ რამდენიმე მაღალჩინოსანს, რომელთა სახელებს აქ ვერ დავწერ და რომლებიც შევაწუხე ლომაძის ისტორიით!

ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც ჩვენგან მიიღო კრიტიკა, თუმცა, არ ვიცოდით, რომ დაუმსახურებლად, მაგრამ როგორც საჯაროდ ვწერდით მას, ისე საჯაროდ უნდა მოვუხადო პირადად ბოდიში, რომ ჩვენ ძალიან ნიჭიერი სპორტსმენის მომავალი გვადარდებდა და გვჯეროდა, რომ მედალს აიღებდა და ამაში ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ იზამდა, თუმცა, ხელში რაღაც გაურკვეველი აზროვნების მოკაიბიჭო ელემენტი შეგვრჩა!

Salome Zourabichvili

მადლობა, პრეზიდენტო, რომ ამ ბიჭს მეორედაც მიეცით შანსი, მაგრამ იმდენად დებილი აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება ვერ მოიფიქრა!

მადლობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების იმ მწვრთნელებს, რომელიც ბოლო მომენტამდე ცდილობდნენ მის გადარწმუნებას, უარი არ ეთქვა!

სამწუხაროდ, რაც ამ ყველაფერმა გვაჩვენა ის არის, რომ სპორტსმენების უდიდესი ნაწილი არის გონებრივად განუვითარებელი და დაბალი ინტელექტის მატარებელი და ყველას, ვინც გადაწყვეტს, რომ შვილი სპორტს გააყოლოს, აუცილებლად უნდა იზრუნოს მის განათლებაზე, მომავალში სავალალო შედეგები რომ აგვაცილოს თავიდან!

ჩვენ კი ჭკუის სასწავლებლად და გაკვეთილად გვექნება ეს ამბავი, რომ სხვა დროს, ვერავინ ვერასდროს და არც შეწუხდება ვერცერთი სპორტსმენისთვის, მე პირადად პირველი ვიქნები მაგ სიაში, ვინც არასოდეს აღარავისთვის შეიწუხებს თავს, სულ რომ პირში სული გაძვრეთ!

დანარჩენზე, იური ლომაძემ თავად ილაპარაკოს, თუ შინაპატიმრობის მოთხოვნა დაუკმაყოფილეს, თუ არადა, გააგრძელოს ციხეში ჯდომა, ეს არჩევანი თავად გააკეთა და არც იმსახურებს ნაკრების მაისურის ტარებას ამ ყველაფრის შემდეგ!

მადლობა და ბოდიში ყველა ჩემს კოლეგას, საშინლად იმედგაცრუებული, შუერაცხყოფილი და გაბრაზებული ვარ.

და ზუსტად ასევე გრძნობს თავს ჩემი კოლეგა სალომე ხარატიშვილი, რომელიც რომიდან ყოველდღე იურის ამბავზე ზუსტად ისე წუხდა და ნერვიულობდა, როგორც მე! ისიც ზუსტად ისევეა გაცოფებული და გაბრაზებული, როგორც მე! დანარჩენს, თავადაც დაწერს.”

თეგები: მაგდა კლდიაშვილისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია
ახალი ამბები

როგორია ცხოვრება მინუს 112 კილოთი – ბარიატრიატრიული ქირურგია და რეაბილიტაცია – რამდენ ხანში დაინახავ შედეგს? – ვლადიმერ აფციაურის ისტორია

19:20 06-20-2025
ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო
ახალი ამბები

ჰკითხე ექსპერტს – ექსპრეს ლომბარდმა კამპანია დაიწყო

16:33 06-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა

15:10 06-20-2025
თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესებისთვის განვადების გაცემის პროცესს ამარტივებს

13:46 06-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved