• რეკლამა
  • კონტაქტი
05:28, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინ აკონტროლებს საქართველოში შემოსულ ნარკოტიკებს, ან თუნდაც სააფთიაქო ნარკომანიას“ – რას გვიყვება კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
17:02 03-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
674

ლევან ჯავახიშვილი

 „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია:

– ბატონო კახა, საქართველოში ნარკოტიკების გასაღება–მოხმარების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. სიტუაციას ის ამძიმებს, რომ არა მხოლოდ ჩვეულებრივი საწამლავი შემოდის და იყიდება ე.წ. მკვლელი ნარკოტიკი. აპარტეიდის დროინდელი სამხრეთ აფრიკა გამახსენდა, როდესაც  თეთრკანიანები შავკანიან მოსახლეობაში სპეციალური მეთოდით დამზადებულ ნარკოტიკებს ასაღებდნენ, რომელიც ხოცავდა მათ. ამას აკეთებდნენ შავკანიანი მოსახლეობის შესამცირებლად. შემდგომში ამას გენოციდის ნაირსახეობა ეწოდა. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ვიღაც თუ ვიღაცები ჩვენც  მიზანმიმართულად გვინადგურებენ გენოფონს, ვინც ვერ გაასწრო ამ ქვეყნიდან, იმ ახალგაზრდების განადგურებას მიჰყო ხელი და არა მარტო ახალგაზრდობისა.  თქვენი აზრით, ვინ და რა ძალები არიან ამ საქმეში ჩართულნი?

– თქვენ სამხრეთ აფრიკა  გაიხსენეთ, სადაც აპარტეიდი 1948 წელს  დამყარდა და  1994 წელს დასრულდა. თქვენი ნებართვით, შეიძლება შეგეკითხოთ?! ცოტა ხნის წინ, 2018 წელს, საქართველოში ვინ  აპირებდა მარიხუანას პლანტაციების მოშენებას. ვინ ამბობდა, მარიხუნის წარმოება მომგებიანია და მაღალი რენტაბელობით გამოირჩევაო? ხომ არ გახსოვთ, ვინ  იყო ის კაცი?

– ბიძინა ივანიშვილი იყო და სასულიერო პირების მდუმარე აქციამ  თავისუფლების მოედანზე, შეაჩერა ეს პროცესი, გაადაიფიქრა ივანიშვილმა აქ მარიხუანას პლანტაციების გაშენება…

– დიახ, ასე იყო. მაშინ გაღიზიანდა მთელი საზოგადოება და ამავე დროს, საპატრიარქო და ივანიშვილმა უკან წაიღო საკუთარი  ინიციატივა. ახლა მე ვსვამ მარტივ კითხვას: ვინ აკონტროლებს საქართველოში შემოსულ  ნარკოტიკებს, ან თუნდაც  სააფთიაქო ნარკომანიას, რას იტყვით, ვინ აკონტროლებს, ვინსზე შეიძლება გაგაჩნდეთ  ეჭვი?

– შს სამინისტრო, სუს–ი,  პროკურატურა, საბაჟო, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი და ჯანდაცვის სამინისტრო. შეიძლება, გამომრჩა რომელიმე უწყება…

– არავითარ შემთხვევაში! ყველაფერს  ბიძინა ივანიშვილი აკონტროლებს. ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ. საქართველოში არ არსებობს არც პარლამენტი, არც ძალოვანი სამინისტროები, არც სხვა სამინისტროები. საქართველოში არსებობს ერთი კაცის ხელისუფლება, ერთი კაცის ნება და ამ ნებაზე დაყრდნობილი ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, თუ მათ ინსტიტუტები შეიძლება უწოდო.  საქართველოში ყველაფერს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და მასზეა დამოკიდებული ყველა და ყველაფერი – ყველა მინისტრი, ყველა სხვა უწყების ხელმძღვანელი. ბიძინა ივანიშვილი როდესაც ერთი ხელის მოსმით ცვლის პრემიერ–მინისტრებს, მინისტრებს, პარლამენტის თავმჯდომარეებს და ყველას, ვისაც მოისურვებს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, შს სამინისტროზე, სუს–სა და სხვა რაღაც–რაღაცებზე საუბარი უზრობაა. რაც შეეხება ნარკოტიკებს. ნარკოტიკებს, ნარკოპოლიტიკას აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი და მისგან სარგებელსაც ის ნახულობს. რაც შეეხებათ იმ უწყებებს, რომლებიც ნარკოტიკებს უნდა ებრძოდნენ… როცა ტელევიზიები აფეთქდებიან, როცა ნარკოტიკებით გარდაცვლილთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, როცა ნარკოლეარიზატორები ყველანაირ ზღვარს გადასცდებიან და შსს მხოლოდ მაშინ გამოიბერტყავს ყურებს და ე.წ. სპეცოპერაციებს დაგეგმავს და აღმოაჩენს, რომ საქართველოში ნარკობუმია და კილოგრამობით ნარკოტიკი იყიდება… აი ამ ფარისევლობის ნამდვილად არ მჯერა!!! ასეთი ,,ოპერატიულობითა” და ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლით,,მოტივირებული”  ძალოვანებით, ბიძინას ზებრებმა საკუთარი ამომრჩევლები დააბოლონ…

– ანუ, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული იმ უბედურებით, რაც ქვეყანაში ხდება და  ამით დიდ ფულს შოულობს?

–რა თქმა უნდა. ფაქტი იყო, რომ  ის იძახდა, მარიხუანის მოყვანა -რეალიზება მაღალი რენტაბელობთ გამოირჩევა და მარიხუანის პლანტაციები უნდა გავაშენოთ საქართველოშიო… ნარკომანია, ეს არის სენი, ეს არის უბედურება, რომელსაც აკონტროლებს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით აკონტროლებს და იმ უბედურებაზე  პასუხისმგებლობა,  რაც ქვეყანაში ხდება, პირადად მას ეკისრება.

 – პრინციპში, ეს ხელისუფლება თუ არ შეიცვლება, ეს ნარკობუმიც არ დამთავრდება საქართველოში, არა?

–არა, ეს ხელისუფლება თუ არ შეიცვლება, არა მხოლოდ ნარკობუმი  არ დასრულდება საქართველოში, არამედ საქართველო დაკარგავს  დამოუკიდებლობას. შეიძლება ეს ვინმეს ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენოს, მაგრამ ასეა– დავკარგავთ დამოუკიდებლობას და გავხდებით რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც  თათარისტანი, მორდოვეთი… ვფიქრობ თანდათანობით უკვე დავემსგავსეთ ასეთ ქვეყანებს, რუსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს. უბრალოდ, ოფიციალურად გაფორმებული არ არის ეს და რაც მთავარია კონსოლიდირებული დასავლეთის ძალისხმევა, ბოროტების იმპერიას საშუალებას არ აძლევს საკუთარი ზრახვების ბოლომდე განხორციელოს,  რისი ნათელი მაგალითიც არის, ჩვენთვის  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭება… წარმოგიდგენიათ, რომ არ მოენიჭებინათ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსი, ახლა რა დღეში ვიქნებოდით?

 –პრემიერი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იყო, შეხვედრები გამართა და  მეორე დღეს, ევროკავშირმა განაცხადა,  საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველომ ჩვენი 12 მოთხოვნის დარჩენილი და  შეუსრულებელი 9 პუნქტიდან რამდენიმე  უნდა შეასრულოსო. წელიწადნახევარია არ ასრულებენ და არჩევნებამდე ესენი არაფრის შემსრულებლები არ არიან.  ეს რა თამაშია?  ევროკავშირი თავს იტყუებს? რაღაც ამ მომეწონა ეს ლოიალური განცხადება ევროკავშირისგან.

– არა, ეს თამაში არ არის და არც ევროკავშირი იტყუებს თავს. დასავლეთი  იძულებულია, ხელისუფლებას ელაპარაკოს, ირაკლი კობახიძე არის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ოფიციალური სახე. ევროკავშირი მოწადინებულია, გაფართოვდეს და ამით შეასუსტოს  რუსული გავლენის სფეროები, ჩვენს რეგიონში… შავი ზღვის უსაფრთხოების ახალი კონცეფციაც, რომელიც დღეს აქტიურად განიხილება დასავლეთის პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წრეებში, ამ ტენდენციის რეალურ გამოვლინებად შეიძლება მივიჩნიოთ…  უკრაინაში რუსეთის შეჭრამ, მთლიანად შეცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკა. ევროკავშირი და  ნატო დღეს იძულებულნი არიან, დაჩქარებული წესით მიიღონ უპრეცენდენტო და არაორდინალური გადაწყვეტილებები, რათა მაქსიმუმადე შეამცირონ რუსული გავლენები და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბება-განმტკიცებას. სამწუხაროდ, მთელ ამ პროცესში საქართველო რჩება გარკვეულ „შავ ხვრელად“, სადაც ძალიან ძლიერია რუსული გავლენა. საქართველოში წელს აუცილებლად უნდა შეიცვლოს ხელისუფლება!!! რატომ? მიზეზი მარტივია. ევროკავშირის არც  ერთი  რეკომენდაციის შესრულებას საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს… ხელისუფლებას ამის გაკეთების სურვილიც არ გააჩნია… რადგან რეკომენდაციების თუნდაც ნაწილიბრივ შესრულება, „ ქართულ ოცნებას“ დააკარგვინებს ძალაუფლებას! მთავარია, საარჩევნო ყუთთან მისულმა ქართველმა ამომრჩეველმა გააცნობიეროს თუ  რატომ გვინდა ამ ხელისუფლების შეცვლა. სასწორის პინაზე დევს ჩვენი დამოუკიდებლობა, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი… სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, ბედის ირონიით, 21–ე საუკუნეში ისევ დაგვიდგა არჩევანი დამოუკიდებლობასა და მონობას შორის.

 

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved