• რეკლამა
  • კონტაქტი
14:51, ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ აგვარებს მერიაში პრობლემური მშენებლობების ნებართვებს და “რა ღირს?” – ფასი “რეესტრში”

ალია ავტორი - ალია
21:57 02-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,430

ტვ პირველის ცნობით, თბილისის ცენტრსა და გარეუბნებში მშენებარე კორპუსებში, რომელთათვისაც მერია მანამდე ნებართვას არ გასცემდა, კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის, ავთანდილ თევზაძისა და ბიძინა ივანიშვილის მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის თანაკლასელის ოჯახის ჩარევის შემდეგ, პრობლემა გვარდება. კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის სახელზე კი ბინები ფორმდება.

მედია წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ  საბურთალოს ცენტრში, ცინცაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მოპოვება კახა კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა ავთანდილ თევზაძემ დაალაგა ისე რომ 2018 წელს უარყოფილი პროექტის ნაცვლად, მოცულობაში გაზრდილი შენობა-ნაგებობა დაამტკიცებინა. სანაცვლოდ კი საქმის მოგვარებაში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსმა, ბინები მიიღო.

საჯარო რეესტრის ამონაწერში იკითხება, რომ იმ კორპუსში, რომელმაც ნებართვების საკითხი, უცნაურად მოკლე დროში, უხილავი ხელის საშუალებით მოაგვარა, თევზაძის სახელზე 3 ბინა ნამდვილად გაფორმდა. სამივე უძრავი ქონება მის სახელზე 2021 წელს მშენებლობის ნებართვის გაცემის შემდეგ  ფორმდება: 133, 95 და 69 კვ.მ. ბინები საბურთალოს ცენტრში, ცენტრალ ტაუერის კომპლექსში, კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, ერთ დღეს, 22 ნოემბერს დარეგისტრირდა.

კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის მეუღლე, მარინა კიკაბიძე ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის კლასელია, მისი მეუღლე კი, კახა კალაძის მამის მეგობარი და ამასთან, ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსი.

თევზაძე “ქართული ოცნების” გამარჯვებებს ყველა არჩევნების შემდეგ, მშობლიურ სამტრედიაში, შამპანიურით აღნიშნავს. მანამდე კი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მიხეილ სააკაშვილის მეგობართა შტაბის ლიდერი იყო და კახი კალაძის მსგავსად, 7 ნოემბრის აქციების დარბევის გამო პოსტიდან წასული სააკაშვილის ხელახლა არჩევას უჭერდა მხარს. 

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსს, ბინები ისეთი კორპუსებში უჩნდება, რომელსაც მშენებლობის უფლებას არ აძლევდნენ და მერიასთან საქმის დალაგება სჭირდებოდა ან ისეთში, რომელიც დარღვევით ააშენეს და მერიის მხრიდან ამ შენობების ექსპლუატაციაში მიღება იყო საჭირო.

გლდანში, მესამე მიკრორაიონში,  კორპუსის მშენებელ კომპანია ,,ჯიბისის’’ მერიასთან, არა ერთი პრობლემა ჰქონდა. დარღვევებით მიმდინარე პროცესის გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ ობიექტი ჯერ 2020 წელს,  მეორედ კი 2021 წელს, 15 -15 ათასი ლარით დააჯარიმა.

დაჯარიმების მიზეზი ბევრი იყო, მათ შორის:  მონოლითური ტიხრების ნაცვლად მოწყობილი ბლოკის კედელი, კედლების შეცვლილი  სისქეები, აივნების შეცვლილი გაბარიტები, გაუქმებული პანდუსები შშმ პირებისთვის და კიდევ ბევრი სხვა კანონდარღვევა, რაც რეალურად 132-ე პრიმა მუხლის თანახმად, არა 15, არამედ 20 ათასით უნდა დაჯარიმებულიყო.

თუმცა, ერთდროულად დარღვეული 7 მუხლის გამო დაკისრებულმა ჯარიმებმა, კომპანია ,,ჯიბისი,’’ არ გაათავისუფლა, პროექტში შეტანილი თვითნებური ცვლილებების გამოსწორების ვალდებულებისგან. ამიტომ როგორც ჩანს გამოსწორებას, მშენებლებმა მერიასთან საქმის დალაგება ამჯობინეს.

დაჯარიმებიდან 2 თვეც არ იყო გასული, როცა კალაძის უწყებამ, დაჯარიმებული კომპანიის, ხელახლა, დასაკორექტირებლად შეტანილი პროექტი, რატომღაც უპრობლემოდ დაამტკიცა. თუმცა კორექტირება არა ჯარიმაში დასახელებული დარღვევების გამოსწორებას, არამედ, უკვე დარღვევებით აშენებული კორპუსის დაკანონებას ითხოვდა. თბილისის მერიას უარი არც ამაზე უთქვამს – ის, რაც 17 აგვისტოს კანონდარღვევად მიაჩნდა, 13 ოქტომბერს დაამტკიცა. თევზაძემ ამ კორპუსში ორი ბინა მიიღო, 82 და 50 კვადრატული მეტრი ფართის.

კახა კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, საირმის გორაზე, ბურძგლას 46 ნომერში გაფორმებული კიდევ ერთი ბინაც ეჭვებს იწვევს. ამ კორპუსის მშენებელ კომპანიასაც, პრობლემები 2020 წელს შეექმნა. 2021 წლის 1 ნოემბერს, 73 კვ.მ. ბინა, ავთანდილ თევზაძის სახელზე ზუსტად იმ დროს ფორმდება, როდესაც შპს ათორის გარშემო სკანდალია აგორებული და კომპანიას შუამავალი მერიაში ჰაერივით სჭირდება.

საირმის გორა, საბურთალოს ცენტრი და გლდანი არ არის სრული ჩამონათვალი იმ ბინების სიაში, სადაც კალაძის შტაბის უფროსის სახელზე, ბინები გაფორმდა. როგორც თითქმის ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაშიც, თევზაძე მიღებული ბინების რეალიზაციას მალევე იწყებს. 2019 წლის 9 იანვარს, დიდ დიღომში მიღებული 2 ბინა, ჯამში 200 კვადრატული მეტრი, ავთანდილ თევზაძემ მალევე ფულად აქცია.

რის სანაცვლოდ შეიძლებოდა მიეღო, კალაძის შტაბის უფროსს უძრავი ქონება ბონუსად, ფარნავაზ მეფის 35-ში?!

  • მას შემდეგ რაც თევზაძის სახელზე 2019 წელს, კომპანია რესტარტის ბინები ფორმდება, 2020 და 22 წლებში, საცხოვრებელი ფართობი ამ პროექტში 12871 კვადრატიდან, 14469 კვადრატამდე გაიზარდა.
  • ზურაბ ყურაშვილთან წილებს თევზაძე ,,არქიგრამი დადიანი 2’’-ში ინაწილებს. ყურაშვილი თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ძმასთან დაახლოებული პირია და  ალექსანდრე ივანიშვილთან ერთად ფლობდა შპს  ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგს.’’

ავთანდილ თევზაძის მეორე პარტნიორი თამაზ ხარაიძე კი არც მეტი, არც ნაკლები, ალექსანდრე ივანიშვილის ცოლისძმაა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved