• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, სამშაბათი, 13 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ აღმოჩნდა სკრიპალების საქმის მესამე – საკვანძო ფიგურანტი

ალია ავტორი - ალია
15:46 09-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

გაერთიანებული სამეფოს პროკურატურამ ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის, იულიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს, „სერგეი ფედოტოვს“ დაუსწრებლად წაუყენა. 2018 წლის სექტემბერში ბრიტანელმა სამართალდამცავებმა იგივე დანაშაულისთვის ბრალი რუსეთის ორ მოქალაქეს – „ალექსანდრე პეტროვს“ და „რუსლან ბოშიროვს“ წაუყენეს. ბრიტანელი სამართალდამცავების განცხადებით, ახლა დადასტურებით შეუძლიათ იმის თქმა, რომ სამივე ეჭვმიტანილი რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი იყო.

„გრუ“-ს ყოფილი ოფიცერი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ავტორიტეტული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ისინი „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები. მომხდარმა დანაშაულმა სერიოზული საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ გაერთიანებულ სამეფოს სოლიდარობა გამოუცხადა. სხვადასხვა ქვეყანამ რუსი დიპლომატების უპრეცედენტო რაოდენობა გააძევა, ამოქმედდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებიც. იმავე წლის 4 ივლისს, ქალაქ ეიმსბერიში ბრიტანეთის ორი მოქალაქე მოწამლულები იპოვეს. მოგვიანებით სკოტლენდ-იარდმა განაცხადა, რომ მიზეზი ასევე „ნოვიჩოკი“ იყო. როგორც გაირკვა, რუსი ჯაშუშების მიერ გადაგდებული სუნამოს ფლაკონი, რომელშიც „ნოვიჩოკი“ იყო, ადგილობრივ პარკში 45 წლის ჩარლი როულიმ იპოვა და მეგობარ ქალს, 44 წლის დონ სტერდჯესს აჩუქა. ქალბატონი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცს ჯანმრთელობა სამუდამოდ შეერყა.

ახლა ბრიტანელი სამართალდამცველები დარწმუნებულები არიან, რომ ფსევდონიმ „სერგეი ფედოტოვი“-ს უკან სინამდვილეში „გრუ“-ს ოფიცერი დენის სერგეევი დგას. ამ სახელმა დასავლურ მედიაში ჯერ კიდევ 2019 წელს გაიჟღერა, პირველად  მის შესახებ ინფორმაცია Bellingcat -ის გამომძიებელმა-ჟურნალისტებმა გაავრცელეს.   მოგვიანებით „ბი-ბი-სი“-მ გაარკვია, რომ დენის სერგეევს გენერალ-მაიორის წოდება აქვს და „გრუ“-ში წლებია მსახურობს. სავარაუდოდ, სწორედ ის ხელმძღვანელობდა სკრიპალის მომწამვლელების მოქმედებებს.

„ბიბისი“ წერს, რომ 2018 წლის 2 მარტს, ლონდონის გატვიკის აეროპორტში ორი მამაკაცი ჩაფრინდა. მათ ალექსანდრ პეტროვის და რუსლან ბოშიროვის პასპორტები ჰქონდათ. სინამდვილეში ისინი ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა იყვნენ. „სერგეი ფედოტოვის“ სახელზე დოკუმენტების მფლობელი დენის სერგეევი კი ლონდონის მეორე აეროპორტში-ჰიტროუში, იმავე დღის 11 საათზე ჩაფრინდა. 4 მარტს ჩეპიგა და მიშკინი სოლსბერისკენ გაემართნენ. იმავე დღეს  სერგეი და იულია სკრიპალების უგონო მდგომარეობაში, პარკში იპოვეს. რაც შეეხება „სერგეი ფედოტოვს“, ის სოსლბერიში არ ყოფილა, მხოლოდ ლონდონში გადაადგილდებოდა. მან 4 მარტს აიღო ბილეთი რეისზე ლონდონი-მოსკოვი და ინგლისიდან იმავე დღეს გაფრინდა. მისმა თანამზრახველებმაც ქვეყანა რამდენიმე საათში დატოვეს. ბრიტანული პოლიცია დარწმუნებულია, რომ სამივე მათგანი კოორდინირებულად მოქმედებდა. ამ ორი დღის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს ლონდონში  რამდენიმჯერ შეხვდნენ-  შეხვედრები როგორც გარე სივრცეში ისევე შენობებში ხდებოდა. სკოტლენდ იარდი თვლის, რომ დენის სერგეევიც და დანარჩენებიც ახლა რუსეთში იმალებიან. „ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც „გრუ“-სთან მათ კავშირზე მეტყველებს“- განაცხადეს ბრიტანელებმა.

ჯერ კიდევ 2019 წელს,  Bellingcat -ი და BBC, დენის სერგეევის ლონდონში ვიზიტის დეტალების წერდნენ შესახებ. სერგეევი ლონდონში, სადგურ პადინგტონთან ახლოს დასახლდა, ხოლო მისი კოლეგები ქალაქის სხვა მხარეს გადანაწილდნენ. სერგეევმა ამ დღეების განმავლობაში, ინტერნეტით ასზე მეტჯერ   ისარგებლა, თუმცა საჯარო მოხმარების Wi-Fi წერტილებს თავს არიდებდა. ის ძირითადად აგზავნიდა შეტყობინებებს Whatsup-ის, Viber-ის და Telegram-ის მეშვეობით. რეკავდა მხოლოდ ერთ ნომერზე, რომლითაც რამდენიმე წლის განმავლობაში არავის უსარგებლია. სერგეევს ამ ნომრიდან  ათჯერ დაურეკეს.  მან 3 მარტის დილას ტემზის სანაპიროზე გაისეირნა. Bellingcat -ში ფიქრობენ, რომ სწორედ ამ დროს შეხვდა თავის კოლეგებს, რომლებიც ამ შეხვედრის შემდეგ სოლსბერიში მატარებლით გაეგმზავრნენ.  ეს ინფორმაცია  სერგეევის მობილური ტელეფონის ბილინგის მონაცემების მიღების შემდეგ გაირკვა. Bellingcat -ის მონაცემები ცხაფყოფს, რომ ეს ადამიანი ინგლისში კიდევ ორჯერ-2016 და 2017 წლებში იმყოფებოდა. 2017 წელს მასთან ერთად პოლკოვნიკი ალექსანდრ მიშკინიც იყო.

საინტერესოა, რომ სერგეევი რამდენიმეჯერ ბულგარეთშიც იყო ჩასული. ამის შესახებ ინფორმაცია ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გააჟღერა. მისი იქ ყოფნა, ადგილობრივი იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრევის მოწამვლას დაუკავშირეს.   2015 წლის აპრილში,  გებრევი შვილთან და ბიზნეს-პარტნიორთან ერთად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მოგვიანებით გებრევმა ლაბორატორიაში სპეციალიზირებული კვლევა ჩაიტარა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ მის მოწამვლას „ნოვიჩოკით“ შეეცადნენ. იგივე ნივთიერება  უკვე 3 წლის შემდეგ-2018 წელს სკრიპალის სახლის კარის სახელურზე აღმოაჩინეს.

ასევე სერგეევი- „ფედოტოვი“,  ჩეხი ჟურნალისტების ინფორმაციით, ნამყოფია ჩეხეთშიც. გამოცემა „Respect“ წერს, რომ 2014 წელს ის ალექსანდრ მიშკინთან ერთად ჩეხეთში ჩავიდა. იმავე წლის ოქტომბერსა და დეკემბერში იქ იარაღის საწყობების აფეთქებები მოხდა. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ეს დანაშაული სწორედ რუსული სპეცსამსახურების მიერ არის ჩადენილი. მათ 2021 წლის დასაწყისში დაუსწრებლად წარუდგინეს ბრალი გრუ-ს ჯაშუშებს მიშკინს და ჩეპიგას. ასევე, ჩეხეთიდან გააძევეს რუსი დიპლომატები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამყაროს მიერ დადანაშაულებულმა „ალექსანდრ პეტროვმა“ და „რუსლან ბოშიროვმა“  ერთადერთხელ მისცეს მედიას ინტერვიუ. რა თქმა უნდა, ეს ინტერვიუ რუსული პროპაგანდისტული არხ RT-ს მიერ იყო ორგანიზებული. რუსმა ჯაშუშებმა  ამ არხის მთავარმა  რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს „გული გადაუშალეს“. ამტკიცებდნენ, რომ ფიტნეს-ინდუსტრიაში მუშაობენ და ამიტომ ევროპაში ხშირად მოგზაურობენ. მათ სოლსბერიში ჩასვლა დაადასტურეს, თუმცა დასძინეს, რომ იქ მხოლოდ ღირსშესანიშნაობების სანახავად იყვნენ. რა თქმა უნდა, მათ არავინ დაუჯერა…გარდა მარგარიტა სიმონიანისა.

ის, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება და სამართალდამცველები კრემლის მიერ ჩადენილ უდიდეს დანაშაულს არ ივიწყებენ და მასშტაბურ გამოძიებას აგრძელებენ, ბევრს ნიშნავს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ  ცივილიზებული სამყარო არ პატიობს ასეთი ბრძანებების გაცემას ვლადიმერ პუტინს და მის რეჟიმს. როგორც არ უნდა შეინიღბონ თავი რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლებმა და თავი ფიტნეს-ინსტრუქტორებად გაასაღონ, მათი მოქმედების მოტივები და შედეგები უკვე ყველასთვის ნათელია.

ბესიკ ლომაია

თეგები: რუსეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved