პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია რუსეთის პროკურატურას, რომელმაც პარტია “დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა, პასუხობს:
ვიღებ მილოცვებს! პუტინის სისხლიანი რეჟიმისთვის მე და ჩემი პარტია, „დროა“, სასურველები რომ ვიყოთ, თავიც მექნებოდა მოსაკლავი.
რა თქმა უნდა, ის, რომ პუტინის რეჟიმისთვის არასასურველები ვართ, მხოლოდ საამაყოა. ეს ნამდვილად პატივია! თუმცა, რუსეთისთვის თითოეული პროქართული, მაშასადამე, პროევროპული პარტია სწორედაც რომ მტრულია. ამიტომაც კრძალავს “ქართული ოცნება” მათ. მეტიც, ყველა პროქართველი საქართველოს მოქალაქეც მტერია პუტინისთვის.
საბედნიეროდ, ჩვენ უმრავლესობაში ვართ, ხოლო შალვა პაპუაშვილები – სრულ უმცირესობაში.
კომენტარები