• რეკლამა
  • კონტაქტი
03:48, კვირა, 27 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ვიღაცამ თქვენი პენსია, თქვენი ხელფასი, თქვენი გზის რემონტის ფული, თქვენი თავდაცვის გაძლიერების ფული, თქვენი შვილების განათლების ფული აიღო და ჯიბეში ჩაიდო” – ლევან ღამბაშიძე

ალია ავტორი - ალია
23:26 09-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,237

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:

,,ძვირფასო მასწავლებლებო, მაღაზიების თანამშრომლებო, ხელოსნებო, პენსიონერებო, მძღოლებო, საჯარო მოხელეებო, შემწეობის მიმღებებო, გლეხებო, ვეტერანებო…. ძვირფასო ხელფასიდან ხელფასამდე მცხოვრებო ხალხო, პატიოსანო, მშრომელო, კეთილსინდისიერო ადამიანებო…

გაცნობებთ, რომ დღეს რეჟიმმა დააკავა ე რ თ ი. ადამიანი, რომელსაც ბრალად სდებს ექვსასრაღაცა მილიონი დოლარისა და ოცდარაღაცა მილიონი ევროს გათეთრებას.

როგორ ფიქრობთ, ვისი ფულოს გათეთრებაზეა საუბარი? მართალია: თქვენი ფულის გათეთრებაზე. ვიღაცამ თქვენი პენსია, თქვენი ხელფასი, თქვენი გზის რემონტის ფული, თქვენი თავდაცვის გაძლიერების ფული, თქვენი შვილების განათლების ფული აიღო და ჯიბეში ჩაიდო.

ექვსას მილიონ დოლარად ყველა სკოლას გაუკეთებ საუკეთესო ბიბლიოთეკას; საქართველოს ჯარს უყიდი უახლეს აღჭურვილობას, თუშეთში გაიყვან ელექტროენერგიას, გაზრდი პენსიებს, დაანგრევ ავარიულ კორპუსებს და ახლებს ააშენებ…

აი ამ ყველაფრის მოგვარებისათვის განკუთვნილი თქვენი ფული ვიღაცამ აიღო და ჯიბეში ჩაიდო.

და ეს ერთი კი არ არის, ერთერთია. ამ ერთს დააბრალებენ კაცობრიობის ყველა ცოდვას, მაგრამ ზუსტად იგივე გარყვნილებაში ცხოვრობს რეჟიმის ყველა მაღალჩინოსანი. ერთმანეთს ტყეებს, პენტჰაუსებსა და მანქანებს ჩუქნიან, ყიდულობენ უძვირეს ჩანთებს, ფეხსაცმელებს და სამკაულებს, აწყობენ ენითაღუწერელად პომპეზურ წვეულებებს…

და ამ ყველაფრის ფულს იხდით თქვენ.

გთხოვთ გაიაზროთ, რომ იმიტომ კი არ ცხოვრობთ ასე, რომ საქართველო ღარიბი ქვეყამაა და სხვანაირად ვერ იქნება. ე რ თ მ ა კაცმა ექვსასრაღაცა მილიონი დოლარი იშოვნა, რანაირადაა ღარიბი ქვეყანა. უბრალოდ რეჟიმს უნდა რომ თქვენ გეგონოთ, რომ თქვენთვის უკეთესი ცხოვრება არ არსებობს. უნდა, რომ გეგონოთ, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს.

არა და აქვს. როგორ შეიძლება რამე არ შეიცვალოს, თუკი ამ მავნებელ ხალხს სახელმწიფო ბიუჯეტს ჩამოვაშორებთ და სამართლიანად გავანაწილებთ ამ თანხას მოსახლეობის საჭიროებებზე? როგორ შეიძლება ეს არ გინდოდეთ?

გთცოვთ გაიაზრეთ, რომ თქვენ უკეთეს ცხოვრებას არა მხოლოდ იმსახურებთ, არამედ ეს თქვენი უფლებაცაა. გაიაზრეთ, რომ ოთხიმილიონი ადამიანი არ უნდა ვშრომობდეთ 24 საათი, რათა ვიღაც ერთმა ექვსასი მილიონი დოლარი მოგვპაროს. გაიაზრეთ, რომ ჩვენ ერთი ადამიანისა და მასზე მომუშავე რამდენიმე ასეული ადამიანის ბედნიერებისათვის არ დავბადებულვართ.

ამას თუ გაიაზრებთ, იქნებ გაბრაზდეთ კიდეც და თუ ეს მოხდება, იქნებ ერთად რამის შეცვლაც კი გამოგვივიდეს.“

თეგები: ლევან ღამბაშიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved