• რეკლამა
  • კონტაქტი
00:37, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვიდექი ამდენ უკრაინელს შორის და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები თვალებიდან…” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
21:09 02-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
240

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

დილით ხისგან აშენებულ, დათოვლილ სასადილოში ვიჯექი, განმარტოებით, ჩემთვის რაღაცას ვწერდი. უცებ, სიჩუმე ჩამოვარდა. აღარც დანა-ჩანგლის წკარუნი ისმოდა, აღარც ჩაიდნის ქშინვა, აღარც საუბრები.
გარესამყაროს დადუმებამ საქმეს მომწყვიტა, ბლოკნოტიდან თავი ავწიე და რას ვხედავ… ტელევიზორის ეკრანზე იწერება გასულ თვეში დაღუპულ გმირთა სახელები, ირგვლივ უკლებლივ ყველა ფეხზე დგას, ყველას თავი აქვს დახრილი და ამგვარად მიაგებს პატივს სამშობლოსათვის დაღუპულ ჯარისკაცებს. ბავშვებსაც და მოხუცებსაც ღრმა ტკივილი ჰქონდათ სახეზე აღბეჭდილი… სამგლოვიარო სიის ამოკითხვის შემდეგ ტელევიზორიდან გუნდის ხმა გაისმა, ანსამბლმა დააგუგუნა:
“Ще не вмерла України і слава, і воля,
Ще нам, браття молодії, усміхнеться доля…”
ეს ხალხიც აჰყვა ეროვნული ჰიმნის ჰანგებს, პატარა სასადილოში თავმოყრილ ადამიანებს ტკივილთან ერთად, სიამაყეც დაეტყოთ, წელში გაიმართნენ და ზოგიერთს წყლიანი თვალები აუციმციმდა შუქზე.
ვიდექი ამდენ უკრაინელს შორის და ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები თვალებიდან… (თურმე, ყოველ დილით, 9 საათზე ამ რიტუალს ასრულებენ ყველა საჯარო დაწესებულებაში).
ლვივშინა, იანვარი 2026
***
ჯერ რამდენ ლახვარს გაუძლეს ოლიგარქებისგან, განგსტერი კაპიტალისტებისგან, გარყვნილი კორუფციონერებისგან, მედროვე პოლიტიკოსებისგან… ახლა კი, ყოველდღე ფლეთს მათ სხეულს რუსული იმპერიალიზმი.
მშვიდობა და ტერიტორიული მთლიანობა ვუსურვოთ უკრაინელ ხალხს!
ღმერთმა ჭირი აკმაროს მრავალვნებულ ერს!

“ნასესხები 50 ევროთი წავედი უკრაინაში – ნამდვილი თავგადასავალი გამოვიარე” – ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved