• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ვუბრუნდებით მწვავე, კრიტიკული გაშუქების რეჟიმს… გვაქვს ინფორმაცია, რას შეეცდება “ოცნება” აგვისტოში…” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
19:27 07-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, განცხადებას ავრცელებს:

“ბოლო ერთი თვე, მედიისთვის, ჩვენი არხისთვის მათ შორის აღმოჩნდა უმძიმესი და უმწვავესი. მედიამ თავისი თანმიმდევრული და გუნდური მუშაობით, თავისი სოლიდარობით მაგალითი აჩვენა ყველას, თუ როგორ უნდა იბრძოლო საკუთარი უფლებებისთვის. მართალია ჩვენ ვერ მოვახერხეთ ხელისუფლებაში მყოფი დამნაშავეების გადაყენება, მაგრამ მოვახერხეთ უფრო მეტი, ჩვენ შევასრულეთ მედიის მთავარი ფუნქცია, ჩვენ ზედაპირზე ამოვიტანეთ “ქართული ოცნების” ნამდვილი სახე. დღევანდელი განცხადებით “ქართულმა ოცნებამ” ოფიციალურად გააფორმა საქართველოში დიქტატურა, რომელიც მანამდეც არსებობდა. მაგრამ ან ვერ ვამჩნევდით, ან არ ვიმჩნევდით, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, მაგრამ დღეს უკვე არანაირი სივრცე არ არსებობს დამატებითი ინტერპრეტაციებისთვის. აღარანაირი სივრცე არ არსებობს საკუთარი თავის მოტყუებისთვისაც კი, დღეს სავსებით ცხადია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს “ქართული ოცნების” დიქტატურასთან.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აგვისტო იქნება ის პერიოდი, როცა შეეცდებიან ოპოზიციური მედიების გაჩუმებას და დახურვას. ჩვენ, ბუნებრივია მუდმივად ვიქნებით მწვავე რეაგირების რეჟიმში, მაგრამ მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა ელჩს, რომელიც საქართველოშია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, განსაკუთრებით ჟურნალისტურ ორგანიზაციებს, რომ მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იყოს საქართველოს მოძალადე ხელისუფლება. იქნება ეს ფიზიკური ძალადობა, სიტყვიერი ბულინგი თუ იქნება ეს საგადასახადო თუ ადმინისტრაციული რესურსით განხორციელებული ძალადობა, ყველა ეს ფორმა იყოს მუდმივი მონიტორინგის ქვეშ, განსაკუთრებით აგვისტოში და იყოს ხისტი, ადრესირებული და ძალიან მკაფიო განცხადებებით და ქმედებებით”

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved