• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ვისი ფული დახარჯეთ? ივანიშვილის? ჩხარტიშვილის? სად დააგროვეთ ამდენი?” – საბა ბუაძე და კახა ქვემოკლიძე

ალია ავტორი - ალია
20:26 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
69

“ტვ პირველის” ეთერში, გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი, კახა ქვემოკლიძე და “ლელოს” წევრი საბა ბუაძე:

კახა ქვემოკლიძე:

ქართული ოცნება არ ათვიცნობიერებს ამ რისკებს, ჩემიანებად და სხვიასიანებად ჰყოფენ საზოგადოებას. თუ მათიანი არ ხარ, გეძახიან ნაცებს. მსგავსი ტიპის საუბრები ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, ამ პრობლემას ოპოზიციურ ველზე კიდევ უფრო ამძაფრებს

საბა ბუაძე:

არც შემოსულხართ ოპოზიციურ ველზე. სანამ არ იტყვით სიმართლეს წერილზე და სანამ ყოველდღიურად საკრებულოებში საბოტაჟს მოაწყობთ, რა ოპოზიციაზე მელაპარაკები? ოპოზიციას აქვს უმრავლესობა და თქვენ “ოცნებას” აძლევთ შესაძლებლობას, რომ საბოტაჟი მოახდინოს. ოპოზიციაში უნდა იყო, რომ ოპოზიციაზე ილაპარაკოთ.

კახა ქვემოკლიძე:

ოპოზიციაში უნდა იყო ისე, რომ დაიცვა სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესები.

საბა ბუაძე:

როცა იქნებით პოზიციაში, მერე ვილაპარაკოთ.

კახა ქვემოკლიძე:

5 თვის დაარსებული პარტია, რომ 8 პროცენტს იღებს და თქვენი პარტია 3 პროცენტს ვერ ასცდა, რომელს აქვს სწორი სტრატეგია?

საბა ბუაძე:

სამი წელი ხელისუფლებაში იყავით, მთელი სახელმწიფო მანქანა თქვენზე მუშაობდა…

კახა ქვემოკლიძე:

სამი წელი რომ ხელისუფლებაში ვიყავით, პოლიტიკაში რამდენი ხანი ვიყავით?

საბა ბუაძე:

ა, არ იყავით? პრემიერი იყო გახარია და პოლიტიკაში არ იყავით?

კახა ქვემოკლიძე:

5 თვით განმავლობაში ჩვენმა პარტიამ შეძლო ის, რაც ვერ შეძლო თქვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ უდიდესი ფინანსური რესურსებით… ახლა არ მითხრათ ფული არ დაგვიხარჯიაო, უკაცრავად რა…

საბა ბუაძე:

თქვენ დახარჯეთ? ჩვენ ჩვენი თეთრი ფული დავხარჯეთ და თქვენ ვისი ფული დახარჯეთ…

კახა ქვემოკლიძე:

ძალიან მინიმალური დავხარჯეთ…

საბა ბუაძე:

ვისი, ივანიშვილის? ჩხარტიშვილის? ვისი ფული დახარჯეთ? ჩვენ დავხარჯეთ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების ფული და თქვენ ვისი ფული დახარჯეთ?

კახა ქვემოკლიძე:

ჩვენი ფული დავხარჯეთ…

საბა ბუაძე:

საჯარო მოხელეების პარტია ვართო და ვისი ფული დახარჯეთ? სად დააგროვეთ ამდენი?

კახა ქვემოკლიძე:

რაც გვქონდა ის დავხარჯეთ, თქვენ რა გგონიათ, რომ მილიონები დავხარჯეთ?

საბა ბუაძე:

ალბათ, არა.

კახა ქვემოკლიძე:

წარმოდგენა არა გაქვთ, რა გავაკეთეთ, რა დავხარჯეთ…

საბა ბუაძე:

რა დახარჯეთ, გვითხარით, რამდენი დახარჯეთ…

კახა ქვემოკლიძე:

საუბრობთ არაარგუმენტირებულად, ეს არის “ლელოს” პრობლემა.

თეგები: კახა ქვემოკლიძესაბა ბუაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved