• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “ვინც ეს გააკეთა, ის არ აფასებს ეროვნულ ღირებულებებს, ის არ არის მორწმუნე და მას უნდა “ოცნება” გაანადგუროს” – გოგაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე

ალია ავტორი - ალია
16:57 09-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი, სახალხო პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სოსო გოგაშვილი, პალიტრანიუსუთან, გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს და ამბობს:

“ეს ძალიან მძიმე ფაქტია და დამაზიანებელია ქვეყნისთვის, ეს არის ტერორისტული აქტი ჩემთვის. მე დეტალურად არ ვიცი ფაილების შინაარსი, მაგრამ ვხვდები, ბუნებრივია რაზეცაა საუბარი და იმ პორტალზე განთავსებული მასალის გასაჯაროება რომ მოხდეს სრულად, გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს, შესაძლოა ამან და უკონოტროლო სიტუაცია მოჰყვეს ქვეყანაში. ეს ვინც გააკეთა, ვისი დაორგანიზებულიც არის, მან უგულებელჰყო სახელმწიფო ინტერესები, ცალსახად, მას უნდოდა გაენადგურებია მმართველი პარტია და იმავდროულად ეკლესიის და პატრტიარქის ავტორიტეტი. ის არ აფასებს ეროვნულ ღირებულებებს, ის არ არის მორწმუნე და მას უნდა “ქართული ოცნება” გაანადგუროს.

ეს სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ისევ იგივე ძალისხმევით, მეთოდებით მუშაობს, არანაირი გაუმჯობესება, თუ არ ჩავთვლით მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ტექნოლოგიებს, ეს არის ბოლშევიკური სისტემა, რომელიც ღუპავს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველა მმართველ პარტიას, იგივე დაემართა შევარდნაძის ხელისუფლებას, შიგნიდან გატყდა, იგივე დაემართა ნაცმოძრაობას, აი, ამ მახინჯი სისტემის მოქმედებებს შეეწირა და დღესაც იგივე ხდება – იმიტომ, რომ იგივე ადამიანები მუშაობენ, იქ არიან ადამიანები, რომლებმაც სხვანაირი მუშაობა არ იციან.

თუ არ იქნება საზოგადოებრივი კონტროლი, პარლამენტის დემოკრატიული კონტროლი – ყველაფერია მოსალოდნელი, მე ვმუშაობდი ამ სისტემაში და ვიცი, უნდა გახვიდე ზღვარზე სახელმწიფო ინტერესების, ეროვნული ინტერესების და ადამიანის უფლებებისა, მაგრამ ამ სისტემაში არიან ადამიანები რომელთათვისაც ეს ზღვარი არ არსებობს. იქ ყოფნის პერიოდში გვქონდა შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ ჰქონდათ მოსაზრებები, მათ მოსაზრებებიდან ყველას არ ვეთანხმებოდი, რადგან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ზოგ მათ მოსაზრებებს ვეთანხმებოდი. ცვლილებები აუცილებელია. მაგალითად, ამ სისტემას საგამოძიებო სამსახური არ სჭირდება, არც ანტიკორუფციული სამსახური უნდა იყოს შიგნით და ცალკე უნდა იყოს, “სახალხო პარტიის” პროგრამებში ეს რეფორმაც გვიდევს, უნდა იყოს წმინდა, კლასიკური გაგების დაზვერვის სამსახური, რომელიც მოაგროვებს ინფორმაციებს დაზვერვის შედეგად და მასზე რეაგირებას მოახდენს დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური. ეს პირდაპირპროპორციულად აისახება შედეგზე.

არ ვიცი ავთენტურია თუ არა, რა მოცულობისაა, არც ეგ ვიცი, მაგრამ, რაც მოვისმინე მედიიდან, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი დანაყოფის ინფორმაცია, მოცულობითია, ამიტომ სათუთად გამოსაკვლევია. ვმუშაობ ჩემი არხებით. ზუსტად ვიცი, ამ ტიპის ელექტრონულ ფაილებზე ვის ჰქონდა წვდომა, ვიცი, რომელ დანაყოფს შეიძლებოდა მოეგროვებია და ჰქონოდა ეს ინფორმაცია, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ დავასახელებ. ძალიან ვიწროა იმ პირთა წრე, რომელთაც წვდომა ექნებოდა ამ ფართო სპექტრზე. თუ იქნება პოლიტიკური ნება, რაშიც ეჭვი მეპარება, ამ საქმის გახსნა უმარტივესად შეიძლება.

ვინც მუშაობს ამ სისტემაში, ვისაც უმუშავია, მისთვის ძალიან მარტივი გასაგებია, საიდან შეიძლება ამ დონის ინფორმაცია მოგროვდეს. მე ვიმუშავებ ჩემი მიმართულებით, რადგან ეს ეხება ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ჩემთვის ძალიან ღირებულია, იქ მუშაობს ბევრი მაგარი ბიჭი, მაგარი გოგო, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ და მეამაყება, რომ მათთან ერთად ვმუშაობდი. მაგრამ, სამწუხაროდ, იქ მუშაობენ ასევე ადამიანები, რომლებიც დისკრედიტაციას ეწევიან ამ სამსახურის. ეს მახინჯი სისტემა ცალსახად უნდა დაინგრეს და მე პირადად ამაში დიდ როლს შევიტან. გამორიცხულია, რომ მე გავჩერდე და ეს ვინმეს ვაპატიო.

ქართული ოცნება რომ იყოს ერთიანი გუნდი, ერთი, მწყობრი იდეოლოგიით მიდიოდეს მიზნამდე, არ მოხდებოდა ამდენი შეცდომები, გადაცდომები და ეს ქვეყანა აქამდე არ მივიდოდა. მაგრამ ქართული ოცნება არის ეკლეკტური გუნდი, სადაც არის მუდმივი შიდა დაპირისპირება და ეს ყველაფერი შიდა დაპირისპირების შედეგია. ეს უკვე სცდება კონკრეტული გუნდის დაპირისპირებას, შენ როდესაც მმართველი პარტია ხარ, სახელმწიფოს მართავ შენი შიდა დაპირისპირება აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. მოწოდება გავაკეთე – შეჩერდით, დააყენეთ წინა პლანზე ქვეყნის, ეროვნული ინტერესები, გადადეთ ეს თქვენი პარტიული დაპირისპირებები გვერდზე. პასუხისმგებლობის გადანაწილება მოგვცემს შედეგს და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებ ჩემ გუნდთან ერთად.”

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved