• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) -“ვიძახდი, შეაჩერეთ ვაქცინაცია-მეთქი, ესე იგი, ვიცოდი რაღაც, რომ დაგეცადათ, ხომ გადარჩებოდა ეს 27 წლის გოგო?!..” – რას ამბობს საფრანგეთი “ასტრაზენეკაზე”?

ალია ავტორი - ალია
03:03 03-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ასტრაზენეკას გამოყენება, ჯერჯერობით, დასაშვებია 55 წლის ზევით – ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივნის  მრჩეველი გიორგი ფხაკაძე “მეგა ტვ”-თან ავრცელებს:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ამ ვაქცინის გამოყენება დასაშვებია. საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, კი ასტრაზენეკა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 55 წლის ზევით. ამ ასაკის ქვევით, მისი გამოყენება, დროებით, არ შეიძლება.

ამიტომ ვამბობდი, ჯერჯერობით, შეაჩერეთ ვაქცინაცია-მეთქი. ესე იგი, ვიცოდი რაღაც. გავიძახოდი, გვაცადეთ პარასკევამდე-მეთქი. რომ დაგეცადათ, ხომ გადარჩებოდა ჩვენი გოგო, ეს ახალგაზრდა, 27 წლის გოგო?!..

მაინცდამაინც მსხვერპლი იყო საჭირო?

ყველაზე დიდი ანტივაქსერებია ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ყველაფერში როგორ შეიძლება შეცდომა დაუშვა?

46 ათასი დოზა შემოიტანეს, 46 ათასს ავცრით და მეორე დოზას მერე გავაკეთებთ, როცა კიდევ შემოვიტანთო! მართლა კურდღლები ხომ არა ვართ? ვაქცინის დეფიციტია, რომ ვერ შემოიტანო ისევ “ასტრაზენეკა?”

ვაქცინაციის ბარათს ვაქცინაციის ნომერიც არა აქვს! გაურკვეველი დოკუმენტია ეს!

ვაქცინის დაძალება არ შეიძლება, ხალხს უნდა უთხრა რა არის კარგი და რა ცუდი. არ გააკეთეს ეს, პირდაპირ დაიწყეს. საინფორმაციო კამპანიაც არაა. ნდობა არ აქვს მოსახლეობას და სრულიად გონივრულად, მეც კი მეპარება ეჭვი მაცივრებზე, არის ის, რაც უნდა იყოს?

ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად გაჟღედა და ვთქვი.

რეკომენდაციები:

ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე და ვაქცინაციიდან 2 კვირის განმავლობაში აკრძალულია ალკოჰოლის მიღება. საერთოდაც, მეორე დოზამდე სასურველია ალკოჰოლი არ მიიღოთ.

წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.

ყველაზე საშიშია იმუნიზაციის გაკეთებიდან პირველი 15 წუთი. ეს დრო დაწესებულებაში უნდა გაატაროთ. უნდა დააკვირდეთ, რამე ცვლილება ხომ არ გაქვთ. თუ რამეს შეატყობთ, მაშინვე უნდა შეატყობინოთ პერსონალს. შემდეგ კიდევ 30 წუთი დარჩით დაწესებულებაში. მერე უკვე შეიძლება სიცხე და ცოტა ტკივილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სიცხე გაგრძელდა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმებს”

გიორგი ფხაკაძე იმასაც ამბობს, რომ მეგის გარდაცვალება ვაქცინაციის კი არა, ჯანდაცვის სისტემის ბრალია.

თეგები: გიორგი ფხაკაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved