ლონდონის ცენტრში, ბუკინგემის სასახლესთან ბუნების დამცველი მოძრაობის Extinction Rebellion წევრებმა დედოფალ ვიქტორიას მემორიალი საღებავით შეღებეს. ინფორმაციას გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
დემონსტრანტებმა შადრევანში წითელი საღებავი ჩაასხეს.
აქტივისტების თქმით, სამეფო ოჯახი გარემოს არ უფრთხილდება.
22 აგვისტოდან Extinction Rebellion აქციებს ყოველ დღე მართავს. სამართალდამცავებმა დააკავეს არაერთი ადამიანი, თუმცა, აქციის მიმდინარეობა არ ჩაუშლიათ. მოძრაობის განცხადებით, ისინი დემონსტრაციებს 2 კვირის მანძილზე გამართავენ.
კომენტარები