• რეკლამა
  • კონტაქტი
19:46, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “თავად პუტინს აქვს განცხადებული, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი 2006 წლის ბოლოს დამტკიცდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:03 03-28-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,855

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

გაეროს 51-ე თავის მიხედვით ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს თავდაცვის უფლება. ასევეა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. პრეცედენტულ სამართალშიც ასეა და ე.წ. “კაროლინას ტესტის” მიხედვით პირველი დაცემული ბომბი შენს ტერიტორიაზე ნიშნავს თავდაცვითი ომის წარმოების უფლების მოპოვებას. ქართული დასახლებების ინტენსიური დაბომბვა კი 2008 წლის ივნისიდან დაიწყო.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს ცნობდა აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო, მათ შორის რუსეთიც. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალია.
შესაბამისად, ნებისმიერი დაცემული ბომბი ცხინვალის რეგიონსა თუ მის მიღმა ნიშნავს, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონო ძალის მიერ წარმოებულ აგრესიას. მასზე პასუხის უფლება კი არა ვალდებულება გვქონდა და მომავალშიც ასე იქნება.
ქართულ სოფლებზე იერიში არა 7 აგვისტოს, არამედ ივნის-ივლისში დაიწყო, რასაც ადასტურებს არაერთი საერთაშორისო დასკვნა, ხოლო 7 აგვისტოს ღამიდან მოყოლებული, რუსეთმა წამოიწყო არამხოლოდ ცხინვალის რეგიონის, არამედ დანარჩენი საქართველოს საავიაციო, სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვა. და ეს მაშინ, როდესაც ქალაქი ცხინვალი მთლიანად დაცლილი იყო მოსახლეობისაგან (2 აგვისტოს გაიყვანეს მოსახლეობა რუსებმა), ქალაქში კი მთლიანად სამხედრო ძალები იყვნენ განთავსებულნი.
შესაბამისად 2008 წელს რუსეთმა აწარმოა თავდასხმითი ომი საქართველოს წინააღმდეგ, მანამდე კი პირდაპირ მხარს უჭერდა ადგილობრივი რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვებსა თუ ტერორისტულ აქტებს საქართველოს ტერიტორიაზე – ცხინვალის რეგიონსა და მის მიღმა.
ომი წინასწარ იყო მომზადებული, დაგეგმილი და განხორციელებული, რასაც მოჰყვა მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და ეკოციდი (გარემოს მიზანმიმართული განადგურება, რომელიც განხორციელდა ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში ტყიანი მასივის ნაწილის განადგურებით). წინასწარ მომზადების შესახებ თავად პუტინს აქვს განცხადებული. მისი თქმით საქართველოს წინააღმდეგ ომი 2006 წლის ბოლოს დამტკიცდა. საქართველოს საავიაციო დაბომბვა კი რუსეთმა 2007 წლის აგვისტოში წითელუბანზე განახორციელა. ანუ სრულმასშტაბიან ომამდე ერთი წლით ადრე. მანამდე კი გორში ტერორისტული აქტი განახორციელეს და პოლიციის შენობა ააფეთქეს. უფრო ადრე ქართული პოლიციის კადეტები მოიტაცეს და ცხინვალში საჯაროდ შეურაცხყოფა მიაყენეს – დააჩოქეს. ეს ყველაფერი ომის წინაპირობები იყო.
ომის შემდეგ კი ცხინვალის რეგიონში დატყვევებული მოსახლეობა გალიებში გამოკეტეს ცხინვალში, თავად კი რუსულ გერგიევის კონცერტს უსმენდნენ. თან გადამწვარ ქართულ სახლებზე აწერდნენ თბილისი უნდა ავიღოთო.
საქართველოს ჰქონდა თავდაცვითი ომის წარმოების სამართლებრივიცა და მორალური როგორც უფლება, ისე ვალდებულება. შესაბამისად დღეს თუკი ვინმეს უნდა ასამართლებდნენ ესაა ვლადიმერ პუტინი.
იმაზე საუბარი ან მინიშნება, რომ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოა თავდასხმითი ომი, გარდა იმისა რომ არაადეკვატურია, აყენებს ქვეყანას ძალიან დიდ დარტყმას და საფრთხეს უქმნის მის მომავალს. საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ. ეს იგივეა საკუთარ სახლში მეზობელზე თავდასხმაში დაგწამონ ცილი.
[კადრები: მდგომარეობა 6 აგვისტოს დღის განმავლობაში და 7 აგვისტოს დილით]

http://

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved